x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"ყველა საერთაშორისო ორგანიზაციას მივაწვდი შენ "კაი კაცობებს" სადაც კი ხმა მიმიწვდება…" - ვის მიმართავს გიორგი ფოფხაძე

image


საფრანგეთში მცხოვრები ქართველი ჟურნალისტი, გიორგი ფოფხაძე სახალხო დამცველის, ლევან იოსელიანის მიერ პირდაპირ ეთერში გაკეთებულ განცხადებებს პირად გვერდზე ეხმაურება და მას საჯაროდ მიმართავს:


"სახალხო დამცველი კი არა, სახალხო @@@ ხარ შენ და წადი ახლა და მიჩივლე “დამწვარ სუდში”. ყველა საერთშორისო ინსტანციაში დაგხვდები და ყველა საერთაშორისო ორგანიზაციას მივაწვდი შენ “კაი კაცობებს” სადაც კი ხმა მიმიწვდება…"- წერს გიორგი ფოფხაძე სოციალურ ქსელში.


შეგახსენებთ, რომ გუშინ, აქციის მონაწილეებმა სახალხო დამცველის ოფისთან საპროტესტო აქცია გამართეს. იოსელიანს მათ სტატუსი შეუცვალეს და "რეჟიმის დამცველი" შეარქვეს. პროტესტანტების მხრიდან ლევან იოსელიანი რეჟიმის მოკავშირეობაში იქნა მხილებული. სახალხო დამცველს მკაცრად აკრიტიკებენ იმის გამო, რომ მისი რიტორიკა არაფრით განსხვავდება რეჟიმის განცხადებებისგან. იოსელიანი ამტკიცებს, რომ არ შეხვედრია არჩევნების გაყალბების დამადასტურებელი მტკიცებულებები და არც წამებას ჰქონია სისტემური ხასიათი.


იოსელიანი მის ოფისთან გამართულ აქციას სოციალურ ქსელში საგანგებო პოსტითაც გამოეხმაურა და აღნიშნა რომ რამდენიმე აქტივისტის ჭკუაზე ინსტიტუტი არ ივლის და რომ ამ ფაქტს საზოგადოება მომდევნო 4 წლის განმავლობაში უნდა შეეგუოს. იოსელიანი ასევე ირწმუნება, რომ მას არ სჯერა 100 000 ადამიანისთვის პირადობის მოწმობის ჩამორთმევის და აცახდებს, რომ "ეს რომ სიმართლე იყოს, მათი ნახევარი მაინც აქციაზე იქნებოდა".







0
217
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
217