სხვა ''I თანრიგის მეძავი "-რუსეთში სურთ პროსტიტუციის ლეგალიზება კლასიფიკაციის მიხედვით გუშინ, 15:37 ყველაზე დაბალი თანრიგი მიენიჭებათ იმ ქალებს.რომლებიც რომლებიც ტრასაზე დგანან. პროსტიტუციის ლეგალიზაციის თემა NTV-ს გადაცემაში „შეხვედრის ადგილი“(Место встречи) განიხილეს. ადვოკატ ვიოლეტა ვოლკოვას აზრით სექსმუშაკები კლასიფიკაციის მიხედვით უნდა დაიყოს. თუ ლეგალიზაციას მოითხოვენ, მაშინ მეძავს გამოცდების ჩაბარება მოუწევს, რის შემდეგაც მიენიჭებათ თანრიგი. ვოლკოვას თქმით, ტესტირება უნდა იყოს როგორც თეორიაში, ასევე პრაქტიკაში. საკითხავია, ვინ ჩაატარებს ამ გამოცდებს და რა ფორმით ჩატარდება ისინი? პროსტიტუციის ლეგალიზაციასთან დაკავშირებით ადვოკატმა ვოლკოვამ არაერთი შეკითხვა დასვა.უფლებადამცველს აინტერესებს, ვინ დააწესებს მოთხოვნებს სამუშაო ადგილზე, შესთავაზებს თუ არა დასაქმების სამსახური ამ მიმართულებით ვაკანსიებს და რა ასაკში გავლენ სექსმუშაკები პენსიაზე? პროსტიტუციის ლეგალიზაციასთან დაკავშირებით ბევრი კითხვა მაქვს! აი მაგალითები:
ვოლკოვა, რომელიც მხარს უჭერს პროსტიტუციის ლეგალიზაციას, დარწმუნებულია, რომ ეს გადაწყვეტილება პროფესიას უფრო პოპულარულს არ გახდის - პირიქით, გოგონები შეძლებენ რეალურად შეაფასონ სექსუალური სერვისების ინდუსტრიის ყველა დადებითი და უარყოფითი მხარე. ახლა კი თვალებში მტვერს აყრიან და ამბობენ, რომ "ესკორტი" უბრალოდ მამაკაცის თანმხლებია და თითქოს ყოველთვის არ მოიცავს სექსს. იმავდროულად, პროსტიტუცია რუსეთში საკმაოდ დიდი ხნის წინ იყო ლეგლიზებული, თმცა დიდი ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ, ბოლშევიკებმა აკრძალეს სექს-მომსახურეობა, ხოლო მეძავ ქალებს ან მკურნალობდნენ, ან ხელახლა "აღმზრდელობით" მუშაობას უტარებდნენ ან სჯიდნენ. 539 2-ს მოსწონს
|