x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
წონაში დაკლება მხოლოდ თითის მასაჟით, დიეტის და ვარჯიშის გარეშე

მარცხენა ხელის ნეკა თითზე ზემოქმედებით მნიშვნელოვნად შეიძლება ჯანმრთელობის მდგომარეობის გამოსწორება. და ამ განცხადებას რეალური საფუძველი აქვს, რომლის შესახებ, ჯერ კიდევ მკურნალებმა იცოდნენ ძველ მსოფლიოში! მათი პრაქტიკა ხშირად ხვდებოდა კრიტიკის ობიექტი და ნაწილობრივ დავიწყებასაც მიეცა. სამწუხაროდ! რეალურად კი, მათი მკურნალობის მეთოდები ძალიან საინტერესოა და რაც მთავარია, ბევრ შემთხვევაში, ამართლებს კიდეც.


image


მკურნალები ძველად, სხეულის მასაჟის სხვადასხვა ტექნიკას იყენებდნენ და პრაქტიკულად ყველა სახის დაავადებას: ვირუსული ინფექციებიდან დაწყებული – შინაგანი ორგანოებით დასრულებული, მასაჟით კურნავდნენ.

რაც შეეხება ნეკა თითს, მისი მასაჟირებით, შესაძლებელია იმუნური სისტემის ამაღლება, ყველა ორგანოს და სისტემის მუშაობის ჰარმონიაში მოყვანა და ტონუსის ამაღლება. ამისთვის კი, საჭიროა:
ნეკა თითის ბალიშის ზედა ნაწილზე წიწიბურას მარცვლის, ან მარცვლის ზომა მძივის დამაგრება (მაგ., პლასტირით). ხოლო, მიმაგრების კონკრეტული ადგილის განსაზღვრა რთული არ არის: ამისთვის, მარცხენა ნეკა თითის ფრჩხილი, აზრობრივად, სიგრძე სიგანეზე ხაზების გატარებით, ოთხ ნაწილად უნდა გაყოთ და ხაზების გადაკვეთის წერტილის პარალელურად, თითის შიგნითა მხარეს, თითის ბალიშზე მდებარე წერტილი იქნება მიმაგრების ადგილი. მარცვალი თითზე რამდენიმე საათი ან, 1 დღე-ღამის მანძილზე უნდა გაიჩეროთ და პერიოდულად მოახდინოთ მასზე ზეწოლა. ფლეგმატურმა და აპათიურმა ადამიანებმა, წიწიბურას მარცვლის ზომაზე ცოტა დიდი მძივი უნდა მიიმაგრონ.
მითითებული წერტილის ჩვეულებრივი მასაჟი აუმჯობესებს ძილს, ეხმარება ადამიანს სტრესის გადატანაში და მის შემდგომ, მდგომარეობიდან გამოსვლაში, არეგულირებს გულისცემას, ამაღლებს და ამაგრებს ფსიქო–ემოციურ მდგომარეობას. ამ წერტილზე, პერიოდული, თანმიმდევრობითი, პულსირებული დაჭერით, შესაძლებელია გონების დაკარგვის წინა მდგომარეობის გადალახვა.

გარდა ამისა, ნეკა თითის მასაჟით, გონებრივი დატვირთვის შედეგად, ორგანიზმის გადაღლილობის, დაძაბულობის, სტრესის და ზოგადად, დაღლილობის მოხსნა შეიძლება:
მსგავს სიტუაციაში, მარცხენა ხელის ნეკა თითის მასაჟი, მარჯვენა ხელის საჩვენებელი და ცერა თითებით უნდა გაიკეთოთ. მასაჟი დაიწყეთ თითის წვერის ფალანგიდან. ძვალზე ფრჩხილის და მისი საპირისპირო მხრიდან, ერთდროულად დაჭერით და ასე ნელ-ნელა, ყოველ მილიმეტრზე ზეწოლით, თითის ბოლომდე უნდა ჩახვიდეთ.

გარდა ამისა, არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ ნეკა თითზე მდებარე წერტილის ირგვლივ წრიული მოძრაობით, ჭარბი წონის მოცილებაც შეიძლება.


მადის შესამცირებელი მასაჟი


ამ მიზნით, საჭმლის მიღების წინ, საჭიროა ნეკა თითის წვერზე, ზემოთ ხსენებული წერტილის ირგვლივ, წრიული მოძრაობით, მასაჟის გაკეთება.

მამაკაცებისთვის და სუსტი სქესის წარმომადგენლებისთვის, პროცედურა განსხვავებულია:


მამაკაცებმა დღის 12 საათამდე, მარცხენა ხელის ნეკა თითის მასაჟი უნდა ჩაიტარონ, მარჯვენა ხელის ცერა თითით (მოათავსეთ ნეკა თითი საჩვენებელ და შუა თითს შორის), საათის ისრის მოძრაობის საწინააღმდეგო მიმართულებით, ხოლო შუა დღის შემდეგ – საათის ისრის მიმართულებით.


ქალბატონებმა – 12 საათამდე, საათის ისრის მოძრაობის მიმართულებით, ხოლო შუა დღის შემდეგ – საათის ისრის მოძრაობის საწინააღმდეგო მიმართულებით.


12 საათზე ამ წერტილზე ხელის დადება არ შეიძლება.


image

არხის სხვა სიახლეები:


* მხოლოდ 2 სქესი არსებობს, "მესამე სქესი" – უკვე დიაგნოზია (მეცნიერთა დასკვნა)

* რეალური, მაგრამ ძნელად დასაჯერებელი ფაქტები

* ეს ის არ არის, რაც გაიფიქრეთ – ფოტოები, რომლებსაც კარგად უნდა დააკვირდეთ (VII ნაწილი)

* ოსტეოპოროზის ნიშნები და მასთან ბრძოლის ეფექტური გზები



0
140
1-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
140
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0