x
image
თამილა გურაშვილი
Mediator image
გრიგოლ ონიანი- რა გაუკეთა სტალინმა საქართველოს?

image
1946 წლის 8-დან 10 ოქტომბრამდე სტალინთან სოჭის აგარაკზე სტუმრად იმყოფებოდნენ მისი სიყრმის მეგობრები: მასწავლებელი პეტა კაპანაძე, მოჭიდავე სოსო ცერაძე, მემანქანე მიხეილ ტიტვინიძე. მათთან ერთად სტალინს, აგრეთვე, სტუმრობდნენ საქართველოს ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივანი კანდიდ ჩარკვიანი, ცენტრალური კომიტეტის მდივანი პეტრე შარია, მსახიობები: აკაკი ხორავა, სპარტაკ ბაღაშვილი და აკაკი ვასაძე. სტუმრები სტალინმა რიწის ტბაზე აიყვანა იქაური ბუნებისა და მოწმენდილი ცის სანახავად.




“საარაკო ბუნების პატრონები ვართ, საარაკო, _ ჩაილაპარაკა სტალინმა და თოვლიან მწვერვალებს გახედა, ამას დიდი მოვლა სჭირდება დიდი…” _ იგონებს აკაკი ვასაძე (ალბათ, შორეულ მომავალზე ფიქრობდა _ გრ. ონიანი).
სოჭის აგარაკზე დაბრუნებულ სტუმრებს სტალინი ოთახში შეუძღვა, სადაც მაგიდაზე ამიერკავკასიის რუკა იყო გაშლილი.
– აბა, კანდიდ, აგერ ფანქარი და მოხაზე ახლანდელი საქართველოს საზღვრები. კანდიდმა ზუსტად და მკაფიოდ შემოხაზა საქართველოს შემომატებული ჩრდილოეთის ტერიტორიები (ქლუხორი და ახალხევი).
– აი მესმის. ქლუხორის მხარეც საქართველოს საზღვრებში მოექცა, რამდენი უნდა ებრძოლა ერეკლე მეფეს, ამხელა ტერიტორია რომ შემოემტკიცებინა საქართველოსთვის? _| ღიმილით გადახედა სტუმრებს სტალინმა.
– სხვისი მიწა რად გვინდა, ნეტავ, ჩვენი რაც იყო, ის დაგვაბრუნებინა”, _ გულუბრყვილოდ დაიჩივლა ტიტვინიძემ.
– შენს ორაზროვან ნათქვამს მიგიხვდი, ჩემო ძმაო; ჩვენი მიწები რომ დავიბრუნოთ, საბაბს არ გვაძლევს მიმტაცებელი, საბაბი რომ იყოს, ყარსსა და არდაღანს ტრაპზონამდე მთელ მიწებს უკან ჩავიბარებდი. აი რა ამბავს მოგიყვებით.
სანამ სტალინის მონაყოლს გაგაცნობთ, ჩემი მოსაზრება უნდა გაგიზიაროთ: ქართველებო, ჩემო გონიერო და მსოფლიოში ნიჭიერებითა და სილამაზით სახელგანთქმულნო, თხუთმეტი წუთით დაივიწყეთ ყოველგვარი ცრუ შთაგონება, გამოდით ზომბის მდგომარეობიდან, მოვლენებს შეხედეთ რეალურად, გაითავისეთ და აღიქვით გაკეთებული საქმეები და მოუსმინეთ სტალინს
გონებას წინასწარ ნუ მოადუნებთ, რადგან სიტყვა სტალინი წაიკითხეთ. იწამეთ, რომ სტალინს არც ერთი სიტყვა, არც ერთი წინადადება ვინმეს საამებლად არასდროს წარმოუთქვამს. მოუსმინეთ მას. გააცნობიერეთ, რასაც ამბობს, შემდგომ კი გააანალიზეთ და როგორც გსურდეთ, ისე დაიტოვეთ თქვენს გულებში. თქვენ არ ხართ მართალი, როცა ეჭვი გეპარებათ სტალინის გულახდილობაში. სტალინი გვიყვება იმ სიმართლეს, რომელიც თვითონ გამოიარა."
“ბრესტ-ლიტოვსკის საზავო ხელშეკრულების (მოლაპარაკებები მიმდინარეობდა 1917 წლის 22 დეკემბრიდან 1918 წლის 2 მარტამდე. ხელი მოეწერა 1918 წლის 3 მარტს _ გრ.ონიანი) დადების მომენტში კავკასიის ფრონტის ჯარებს ერზრუმი არ ჰქონდათ დატოვებული; საბჭოთა რუსეთის საზავო კომისიის თავმჯდომარედ ტროცკი იყო დანიშნული, ხოლო ამ კომისიის კონსულტანტად ლენინმა მე მიმავლინა, როგორც ეროვნულ საქმეთა კომისარი.
ამიერკავკასიის მთავრობებმა ჩვენს მიმართვაზე, თავიანთი წარმომადგენლები გამოეგზავნათ და მონაწილეობა მიეღოთ საზავო მოლაპარაკებებში, დუმილით გვიპასუხეს. კაცი არ გამოჩნდა, ამიერკავკასიის რესპუბლიკების სასაზღვრო ინტერესები რომ დაეცვა.
ბრესტის ხელშეკრულება ვერ შედგებოდა, თუ საომარი ურთიერთმდგომარეობა არ გამოიხატებოდა საზღვრების საკითხის შეთანხმებული და სამართლიანი გადაწყვეტით. ამ იურიდიული კაზუსის გამო ჩემს თავზე ავიღე ამიერკავკასიის ქვეყნების ინტერესების დაცვა. ამიერკავკასიის ქვეყნების საზღვართა მცოდნემ, თუ არ ვცდები, ქიაზიმ ბეიმ ყოველგვარ საფუძველს მოკლებული ისეთი პრეტენზიები წამოაყენა, რომ მათი უარყოფა არ გამჭირვებია, ყარსი და არდაღანი რა საკითხავია, ბათუმიც თავიანთ საზღვრებში მოიყოლიეს. მათი პროექტით, ახალქალქათან კარძახზე უნდა გასულიყო საზღვარი და ასე შემდეგ.
ქიაზიმ ბეიმ გადასინჯვაზეც კი არ ისურვა მოლაპარაკება და დიპლომატიური მსჯელობების შეწყვეტითაც დამემუქრა. მაშინ მე ფრიად მრავალმნიშვნელოვნად განვუცხადე: როგორც გენებოთ, მაგრამ საზღვრებზე საუბრის გაგრძელება იქნებ ერზრუმში მოგვიწიოს-მეთქი და წამოვდექი. ახლა კი იკადრა უკან დახევა, _ მოითმინეთ, მე სულაც არ მინდა თქვენი მომდურება, რუსეთთან მხოლოდ კარგი დამოკიდებულებით ვარ დაინტერესებულიო და კარგა ხანს ოსმალური ლათაიებით შემიქცია.
მე მოკლედ ვუთხარი: დამარცხებული ქვეყნისთვის სასირცხვილო როდია, თუ თავისი ძველი საზღვრების შენარჩუნებას მოინდომებს-მეთქი. თანახმა ვარო, _ დამყვა ქიაზიმ ბეი და მეც დასრულებულად მივიჩნიე ჩემი მისია, მოსკოვში მოვემზადე წასასვლელად. გზაში უეცრად ტიფი შემეყარა. მხოლოდ ორი-სამი კვირის შემდეგ მოვახერხე წამოდგომა. კომისარიატში ძლივს მივლასლასდი, რადგან ლენინი ჩემთან ტელეფონით დალაპარაკებას მოითხოვდა. ლენინმა თავისთან გამომიძახა ახალი საზღვრების ხელშეკრულებათა გასაცნობად. მივედი და, რას ვხედავ; ქიაზიმ ბეის კომისიის თავმჯდომარისთვის საზღვრების დანაწილების პირველი ვარიანტისთვის მოუწერინებია ხელი…
როგორც შემდეგ გაირკვა, ქიაზიმ ბეის ჩემი იქ არყოფნით უსარგებლია და იმ ოსმალო გაქნილ დიპლომატს ლაზათიანად გაუცურებია ჩვენი თავმჯდომარე ტროცკი. რაღას ვიღონებდი, ლენინსაც უკვე ხელი ჰქონდა მოწერილი ხელშეკრულებაზე, როგორც სომხეთისთვის, ასევე საქართველოსთვის. ერის ტერიტორიის დათმობისა და გაჩუქების უფლება არავის აქვს. ერის ისტორია ხელშეუხებელია. ომის შემდეგ გადავკარი ერთი–ორი სიტყვა და ზუსტად მივანიშნე ოსმალოებს, _ საზღვრის ამბავი არ დამვიწყებია–მეთქი. ხმას არ იღებენ, მაგრამ ისიც ცხადია, ჩვენი ევროპელი და ოკეანის გადაღმელი “ძმები” მხარს მათ უჭერენ, მაგრამ აშკარად არაფერს ამბობენ.
საქართველოსა და სომხეთის მიწების დაბრუნება საბჭოთა კავშირის ინტერესებშიც შედის და ჯერჯერობით არ ვაპირებ არც პიზიციების დათმობას და არც დადუმებას. ვნახოთ, მომავალი გვიჩვენებს გზასაც და გამოსავალსაც. ერთი კი ცხადია, მეცხრამეტე საუკუნიდან დღემდე, რუსეთთან შეკავშირების წყალობით, საზღვრების განმტკიცების და თვით შიდა პოლიტიკურ–ეკონომიკური ვითარების მხრივაც საქართველომ მხოლოდ თუ მოიგო ბევრი რამ.
ქართლი, კახეთი, იმერეთი _ ცალკე სამეფოები; გურია, სამეგრელო, მესხეთი, აფხაზეთი, სვანეთი _ სამთავროები; კახეთის მეფეებს ემორჩილებოდნენ, მაგრამ მაინც თავიანთი სათემო წყობილება ჰქონდათ; თვით პატარა სვანეთიც კი სამად იყო დაყოფილი: სადადეშქელიანო, თავისუფალი სვანეთი და ქვემო, საგარდუფხანო სვანეთი; სამხრეთ საქართველო და შავიზღვისპირეთი ბათუმიან–ქობულეთიანად ხომ ოსმალებს ჰქონდათ მიტაცებული. ახლა ყველა ეს კუთხე და მხარე შეკავშირდა და ერთიან რესპუბლიკად იქცა”.
ეჭვი ხომ არ გეპარებათ სტალინის მონაყოლში? მაშ, ნუღარ ვიკამათებთ იმაზე, უნდოდა თუ არა სტალინს საქართველოს გაფართოება. რაც შეეხება აღმოსავლეთ საქართველოს გარკვეული ნაწილის გასხვისებას, მისი შემოქმედი სხვაა, თუმცა იმ სხვასაც ჰქონდა იმის საფუძველი, რადგან სულ სხვა ფორმისა და შინაარსის სახელმწიფო შენდებოდა.
თუ აღმოსავლეთ საქართველოში რესპუბლიკამ ტერიტორიის გარკვეული ნაწილი დაკარგა, 1921 წლის ოქტომბერში, მიწის პირველი დეკრეტით, კასპიისპირეთში საქართველოს ექვსმა რაიონმა საკუთრებაში 700 000 ჰექტარი მიწის ფართობი ყოველგვარი კომპენსაციის გარეშე უვადო სარგებლობით მიიღო. და ეს უპრეცედენტო შემთხვევაა, რომ ერთ რესპუბლიკას მეორის ტერიტორიაზე ასეთი უზარმაზარი ტერიტორია ჰქონდა დაკავებული. სწორედ ეს წაუყენა ერთ-ერთ ბრალდებად ხრუშჩოვმა სტალინს, დამპყრობელი იყო, ჩრდილოკავკასიაში მან (სტალინმა _ გრ. ონიანი) თავის რესპუბლიკას 700 000 ჰექტარი მიწა მიატაცებინაო.
საქართველოს მუდმივ სარგებლობაში გადაცემული ჩრდილოკავკასიის ეს უზარმაზარი ტერიტორია იურიდიულ ჩარჩოებში რომ მოექცია, საკავშირო ხელისუფლების 1940 წლის 5 სექტემბრის #2000 დადგენილებით, ჩრდილოკავკასიის ხუთ რესპუბლიკაზე გამავალი საქართველოს ცხვრის გადასარეკი ტრასა (რომელზეც განლაგებული იყო დასასვენებელი მოედნები (ცხვრის), არტეზიული ჭები, საწყურებლები და დროებითი შენობა–ნაგებობანი), შეფასდა სამთავრობო კომისიის მიერ და მიწისზედა და მიწისქვეშა ნაგებობების (არტეზიული ჭები) ფასი განისაზღვრა 200 000 მანეთის ოდენობით.
სამთავრობო დადგენილება ავალებდა საქართველოს სახალხო კომისარიატს აღნიშნული თანხის გადახდას რუსეთის ფედერაციის სასარგებლოდ, რის შემდეგაც აღნიშნული ნაგებობები 48 000 ჰა მიწის ფართობით საქართველოს კუთვნილება გახდებოდა. საკავშირო დადგენილება შესრულდა და ყაზბეგიდან კასპიის ზღვამდე (ვოლგის დელტამდე) საქართველოს თავისი 48 000-ჰექტრიანი გზა ჰქონდა გაყვანილი. აი ეს გაუკეთა სტალინმა საქართველოს!
დიდი ნავთობმომპოვებელი ქალაქი ბაქო, რომელიც თავისი პოტენციალით აღემატებოდა ევროპის ყველაზე დიდ ქალაქებსაც კი, ელექტროენერგიის დეფიციტს განიცდიდა და კუსტარული წესით ხდებოდა ნედლეულის ამოღება-გადამუშავება. სწორედ ამ დროს გოელროს გეგმის პირველი მონახაზი მისმა ფაქტობრივმა ავტორმა _ სტალინმა ლენინს ქუთაისიდან გაუგზავნა (“წერილები ქუთაისიდან”). მინიშნებული იყო ზემო ავჭალის ჰესის, ამიერკავკასიაში პირველი ყველაზე მძლავრი ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა, რომელიც 1922 წელს დაიწყო და საბჭოთა რუსეთის მთავრობამ მისი მშენებლობისთვის 700 000 ოქროს მანეთი გამოჰყო.
1922 წელსვე მოსკოვმა უსასყიდლოდ გადასცა ქალაქ ქუთაისს ერთ-ერთი უძლიერესი მაუდის ფაბრიკა, რომელიც ქუთაისში 60-ვაგონიანი ეშელონით ჩაიტანეს. მას თან ჩამოჰყვა 120 მაღალკვალიფიციური სპეციალისტი ფაბრიკის დასამონტაჟებლად და გასაშვებად.
1922 წელს საქართველოში დაიწყო 20-მდე მსხვილი ინდუსტრიული საწარმოს მშენებლობა, რომლებიც 1926-28 წლებში დასრულდა და კაპიტალდაბანდების საერთო მოცულობამ 75 მილიონ მანეთს გადააჭარბა. იმხანად უზარმაზარი თანხის 70% საკავშირო ბიუჯეტიდან იქნა გაღებული. ნათლად ჩანს, ამ საქმეში ვისი ხელიც ურევია." - გრიგოლ ონიანი
გაგრძელება იქნება
Возможно,  это изображение 1 человек
0
190
1-ს მოსწონს
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
190
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0