x
მეტი
  • 15.01.2025
  • სტატია:139401
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512693
იცით, რატომ ვწითლდებით, როცა თავს უხერხულად ვგრძნობთ?
კანის გაწითლება უნიკალური, მაგრამ ბუნებრივი რეაქციაა უსიამოვნო სიტუაციაზე. მეცნიერებს ჯერ კიდევ ბოლომდე არ ესმით ამ პროცესის ფსიქოლოგია, მაგრამ კარგად იციან მისი ფიზიოლოგია. გეტყვით, როგორ მუშაობს.



ხმაში უხერხულობის დამალვაც რომ შეძლოთ, თქვენი სახე ყველაფერს იტყვის

image



უხერხულობისგან გაწითლება რეგულირდება იმავე სისტემით, რომელიც ააქტიურებს „დაარტყი ან გაიქეცი“ რეაქციას, ანუ სიმპათიკურ ნერვულ სისტემას. უნებურად მუშაობს, ანუ გაწითლებაზე არ ვფიქრობთ. ეს ხდება „ჩვენი ნების გარეშე“.



image




როდესაც უხერხულად ვართ, ორგანიზმი გამოყოფს ადრენალინს. ეს ჰორმონი მოქმედებს როგორც ბუნებრივი სტიმულატორი და აქვს რამდენიმე ეფექტი სხეულზე. ააქტიურებს რეაქციას „დაარტყი ან გაიქეცი“. ადრენალინი ახშირებს სუნთქვას და გულისცემას, რათა მოგვამზადოს საფრთხისგან გასაქცევად. ეს იწვევს გუგების გაფართოებას, რომ მივიღოთ რაც შეიძლება მეტი ვიზუალური ინფორმაცია, ანელებს საჭმლის მომნელებელ სისტემას, რათა ენერგია გადამისამართდეს კუნთებში, იწვევს სისხლძარღვების გაფართოებას, რათა გაუმჯობესდეს სისხლის მიმოქცევა და ჟანგბადის მიწოდება. ეს არის ის, რაც იწვევს სიწითლეს.



image



უხერხულობისგან აწითლებული კანი უნიკალური მოვლენაა. ლოყები წითლდება ალკოჰოლისგან, მღელვარებისგან, სიცივისგან, მაგრამ მხოლოდ სირცხვილი იწვევს სიწითლეს, რომელიც ადრენალინის გამო ჩნდება. რაც მთავარია, მეცნიერებს ჯერ კიდევ აინტერესებთ, რატომ რეაგირებს ჩვენი ორგანიზმი ასე მსგავს განცდაზე.



ვინაიდან სირცხვილისგან გაწითლება უნივერსალურია ადამიანებში, მაგრამ არ გვხვდება ცხოველებში, მეცნიერები ვარაუდობენ, რომ გაწითლება წარმოიშვა, როგორც სოციალური კოდექსის დაცვის საშუალება. როცა უხერხულად ვართ, ვწითლდებით და ასე ვაჩვენებთ სხვებს, რომ სოციალურ შეცდომას ვაღიარებთ.



image



ასევე სპეციალისტები თვლიან, რომ უხერხულობა გვეხმარება უკეთ გავიგოთ, რას გრძნობენ სხვები. ეს ემპათია და სოციალური ინტელექტი, როგორც ჩანს, ადამიანებში ადრეულ ასაკში ვითარდება, ზუსტად იმ დროს, როცა ვიწყებთ სკოლაში სიარულს და სოციალურ ცხოვრებაში მონაწილეობას.



ასევე დაგაინტერესებთ:

რატომ გვიხურდება ყურები: 6 მაგალითი მედიცინიდან და ხალხური ნიშნებიდან

თქვენ მოგდით ნერწყვი როცა გძინავთ? თუ კი, იღბლიანი ხართ!

იცით, რატომ ვიძინებთ გვიან? – ფსიქოლოგის განმარტება

ჩახუტება კურნავს: მეცნიერებმა დაადასტურეს შეხების სარგებელი ჯანმრთელობისთვის

იაპონელმა მეცნიერებმა გაარკვიეს, რომ კვირაში ერთხელ ტირილი ძალიან სასარგებლოა


0
161
შეფასება არ არის
ავტორი:Yoona
Yoona
Mediator image
161