x
მეტი
  • 15.01.2025
  • სტატია:139401
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512693
"SOS!!!! ახლა გავიგე......"- რა ინფორმაციას ავრცელებს ინგა გრიგოლია

image


ჟურნალისტი, ინგა გრიგოლია ბათუმში, სასტუმრო "შერატონში" გიორგი გახარიასა და ზვიად ქორიძეზე თავდასხმის ფაქტს სოციალურ ქსელში ეხმაურება და წერს:


"SOS!!!!


რუსული “ბეზპრიძელია “ქვეყანაში.
გიორგი გახარიას დაესხნენ თავს, გელა მთივლიშვილი წერს, რომ ყოფილი პრემიერი კლინიკაშია გადაყვანილი.
90-იანი წლების “ბეზპრიძელი“ !!!!!


ამ თავდასხმამდე სულ ცოტა ხნით ადრე, გახარია “რეაქციის“ სტუმარი იყო!


ვისაც ასეთი საქართველო გინდათ, ყველას მოგაკითხავთ ბიძინას რუსულ-კადიროვული მაფიოზური სამართალი და ბარემ იცოდეთ, რომ ყველანი ხართ პასუხისმგებელი საქართველოს ასეთ აოხრებაზე, ვინც ყველა უგვანობას “უპრავებთ“ ქოცებს
დეპუტატების ჯოგი, აბუ-დაბის შემდეგ, უკვე ბათუმშიც.
თავდამსხმელები ათ კაცამდეო! ათი ერთზე!
დეპუტატები დაესხნენ თავს!
ხვდებით, სად ვართ?!


P.s-ახლა გავიგე, დეპუტატ-პოლიტიკოსთა ბანდა, იგივე შემადგენლობით, გიორგიმდე ზვიად ქორიძეს დასხმიან თავს
რუსეთში ხართ!"- წერს ინგა გრიგოლია.


შეგახსენებთ, რომ ბათუმში, სასტუმრო "შერატონში" პარტია "საქართველოსთვის" ლიდერს, გიორგი გახარიას და ჟურნალისტ ზვიად ქორიძეს თავს დაესხნენ. გახარია კლინიკაში იქნა გადაყვანილი, თუმცა საავადმყოფო მოგვიანებით დატოვა. მკურნალი ექიმის განცხადებით, გახარიას ცხვირის ძვლის მოტეხილობა და ტვინის შერყევა აღენიშნება. ამავე სასტუმროში დაპირისპირება მოხდა არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელ ზვიად ქორიძესთან, რომლის ინფორმაციითაც მას „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი, დიმიტრი სამხარაძე და მისი თანმხლები პირები დაუპირისპირდნენ.









0
229
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
229