x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
როგორ იყიდა და დაიპყრო აშშ-მ ტერიტორიები
image

საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ პირველ ორ თვეში დონალდ ტრამპმა წამოუყენა ტერიტორიული პრეტენზიები კანადას, დანიას და პანამას. აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა თქვა, რომ მას სჯერა, რომ კანადელები თავიანთ ქვეყანას 51-ე ამერიკულ შტატად ხედავენ; დაჰპირდა პანამის არხის დაბრუნებას და რომ შეერთებულმა შტატები უნდა ფლობდეს და აკონტროლებდეს დანიის საკუთრებაში არსებული გრენლანდიას. მეტიც, ამ უკანასკნელ შემთხვევაში ტრამპმა ჯერ კუნძულის შესყიდვაზე ისაუბრა, შემდეგ კი ძალის გამოყენება არ გამორიცხა.


შეერთებული შტატების ისტორიაში იყო როგორც ტერიტორიული შესყიდვების შეთხვევები, ასევე მიწების მიტაცება და თვითგამოცხადებული რესპუბლიკის რეფერენდუმიც.




ლუიზიანას შეძენა



შეერთებული შტატების დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა დაიწყო ცამეტი კოლონიის (ამჟამად ჩრდილო-აღმოსავლეთის შტატები) ბრძოლით დიდ ბრიტანეთთან. 30 წელზე ნაკლებ დროში შეერთებული შტატების ტერიტორია გაორმაგდა. 1795 წელს, ინდურ ტომებთან ომის შემდეგ, დაიდო გრინვილის ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც შეერთებულმა შტატებმა კონტროლი მოიპოვა დღევანდელი ოჰაიოს შტატის უმეტეს ნაწილზე. თანდათან ითვისებდნენ ტერიტორიებს მდინარე მისისიპის აღმოსავლეთით. მაგრამ ყველაზე დიდი შენაძენი გაკეთდა 1803 წელს - ლუიზიანის ყიდვით.




1763 წელს საფრანგეთმა დაუთმო ლუიზიანა ესპანეთს, მისთვის არამომგებიანი ტერიტორია მისისიპის დასავლეთით, რომელიც გადაჭიმულია ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენ თანამედროვე შეერთებული შტატების მთელ ტერიტორიაზე. არც ესპანეთს უსარგებლია ამ მიწებით, რამაც სამეფოს ზარალის გარდა არაფერი მოუტანა და 1800 წელს ლუიზიანა ფრანგებს დაუბრუნა. 1803 წლისთვის ტერიტორია საბოლოოდ გადაეცა საფრანგეთს, რომელმაც ის სასწრაფოდ მიყიდა შეერთებულ შტატებს.


ნაპოლეონ ბონაპარტე, მაშინ ჯერ კიდევ არა იმპერატორი, არამედ რესპუბლიკის პირველი კონსული, მიხვდა, რომ ვერ შეინარჩუნებდა ოკეანის გაღმა ქონებას და მომგებიანი გარიგება დადო: 15 მილიონი დოლარი უსარგებლო ტერიტორიისთვის. შედეგად, პრეზიდენტმა თომას ჯეფერსონმა ხელი მოაწერა ხელშეკრულებას 2, 1 მილიონი კვადრატული კილომეტრის ყიდვის შესახებ - ეს არის ცამეტი კოლონიიდან ყველაზე დიდი ფართობი.

image


ფლორიდის შეძენა


XIX საუკუნის დასაწყისში ესპანეთმა განაგრძო პრობლემური ტერიტორიებისგან გათავისუფლება. ნაპოლეონის ომების დროს სამეფო ვეღარ აკონტროლებდა სამხრეთ ამერიკაში მდებარე კოლონიებს. ფლორიდაში ასევე არეულობა იყო: 1818 წელს გენერალმა ენდრიუ ჯექსონმა (მოგვიანებით შეერთებული შტატების მე-7 პრეზიდენტი) დაიპყრო ორი ესპანური ფორტი, რათა თავიდან აეცილებინა სემინოლის ტომთა თავდასხმები . საბოლოოდ, საფრანგეთივით, ესპანეთმა გადაწყვიტა ფლორიდის გაყიდვა.


უფრო სწორედ, ესპანეთმა ფლორიდა უფასოდ გადასცა. მაგრამ ხელშეკრულება, რომელსაც ამერიკის მხრიდან ხელი მოაწერა სახელმწიფო მდივანმა ჯონ ქუინსი ადამსმა (კიდევ ერთი მომავალი პრეზიდენტი), შეიცავდა უამრავ პირობას. პირველი, შეერთებული შტატები ვალდებული იყო გადაეხადა საკუთარი მოქალაქეების პრეტენზიები ესპანეთის მთავრობის წინააღმდეგ ( გადაიხადა სულ $5, 5 მილიონი). მეორე, შეერთებულმა შტატებს არ უნდა ჰქონოდა პრეტენზიები ტეხასის და სხვა ესპანური კოლონიების მიმართ.

image

ტეხასის თვითგამოცხადებული რესპუბლიკა


დაპირება, რომ ტეხასის მიმართ ამერიკას პრეტენზია არ ექნებოდა, სრულად არ შესრულდა. 1835 წელს ტეხასის ინგლისურენოვანი დევნილები აჯანყდნენ მექსიკის მთავრობის წინააღმდეგ, რომელიც ამ დროისთვის დამოუკიდებელი სახელმწიფო გახდა. ტეხასელთა უკმაყოფილების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი მექსიკაში მონობის გაუქმება იყო.


ექვს თვეში აჯანყებულებმა მოახერხეს სამთავრობო არმიის დამარცხება და პრეზიდენტი სანტა ანას დაჭერაც კი. 1836 წელს მხარეებმა ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას ტეხასის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის შესახებ, რის შედეგადაც ტერიტორიის დიდი ნაწილი დაუზუსტებელი სტატუსით დარჩა.


შეერთებული შტატები ოფიციალურად არ ჩარეულა ომში ან რესპუბლიკის შემდგომ სასაზღვრო შეტაკებებში, მაგრამ მოხალისე ჯარები გამუდმებით იგზავნებოდნენ ტეხასში.


1845 წელს აშშ-ისა და ტეხასის მთავრობები შეთანხმდნენ გაერთიანებაზე და ტეხასი შეუერთდა კავშირს, როგორც თანაბარუფლებიანი სახელმწიფო. ის გახდა 28-ე შტატი.თუმცა, ამ ტერიტორიის მშვიდობიანმა შემოერთებამ, გამოიწვია ომი მექსიკასთან.

image


მექსიკური მიწები


1846 წელს, ტეხასის ანექსიიდან მალევე, შეერთებულ შტატებსა და მექსიკას შორის ურთიერთობები სწრაფად გაუარესდა. შეერთებულმა შტატებმა ომისთვის მზადება დაიწყო, მაგრამ ამავე დროს მოლაპარაკება დაიწყო მექსიკის ტერიტორიების - კალიფორნიის (25 მილიონი დოლარით) და ახალი მექსიკოს (5 მილიონი დოლარი) შესყიდვაზე. ამ დროის განმავლობაში მექსიკაში მთავრობა კვლავ შეიცვალა და მან გაყიდვის შეთავაზება შეურაცხყოფად მიიჩნია. ამის შემდეგ, მექსიკის ხელისუფლებამ გამოაცხადა თავისი პრეტენზიები ტეხასზე.


მექსიკის ჯარები შევიდნენ სადავო ტერიტორიაზე.ომი დასრულდა მექსიკის არმიის სრული დამარცხებით. ომის დასაწყისშივე, 1846 წლის აგვისტოში, შეერთებულმა შტატებმა მოახდინეს კალიფორნიის და ახალი მექსიკის ანექსია. 1848 წელს ხელი მოეწერა სამშვიდობო ხელშეკრულებას, რომლის მიხედვითაც მექსიკამ ეს პროვინციები შეერთებულ შტატებს დაუთმო.

ტეხასის ჩათვლით, მექსიკამ დაკარგა სუვერენული ტერიტორიების ნახევარზე მეტი.


შეერთებულ შტატებში ბევრი პოლიტიკოსი ეწინააღმდეგებოდა მექსიკასთან ომს, ხოლო გენერალმა ულისეს გრანტმა მოგვიანებით თქვა, რომ სამოქალაქო ომი (1861-1865) იყო "დასჯა ცოდვებისთვის" მექსიკის ტერიტორიების ანექსიის გამო.

image



ალასკა



რუსი ვაჭრები იყვნენ პირველი ევროპელები, რომლებმაც დაიწყეს კონტინენტის ჩრდილო-დასავლეთით მდებარე ტერიტორიის ათვისება. 1799 წლიდან ალასკას მართავდა სპეციალურად ამ მიზნით შექმნილი რუსულ-ამერიკული კომპანია.


რუსეთის იმპერიამ იცოდა, რომ ალასკა მდიდარი იყო ბუნებრივი რესურსებით, მაგრამ ხელისუფლებამ აღიარა, რომ ამ ტერიტორიის შენარჩუნება ადვილი არ იქნებოდა.


”ჩრდილოეთ ამერიკის შტატები აუცილებლად გაფართოვდება მთელ ჩრდილოეთ ამერიკაში და ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ, რომ ადრე თუ გვიან მოგვიწევს მათთვის ამ მიწების დათმობა”, - წერდა აღმოსავლეთ ციმბირის გენერალ- გუბერნატორი მურავიოვ-ამურსკი 1853 წელს. .


ერთი წლის შემდეგ შეერთებულმა შტატებმა შესთავაზა რუსეთის იმპერიას ალასკას ყიდვა. გარიგება დასრულდა 1867 წელს: რუსეთმა ალასკის სანაცვლოდ მიიღო 7, 2 მილიონი დოლარი.რომელიც მოიცავს 1, 5 მილიონ კვადრატულ კილომეტრს. რუსეთმა ამ თანხის უმეტესი ნაწილი საკუთარი სარკინიგზო ინფრასტრუქტურას დაახარჯა.


image


ესპანეთის კუნძულები



1898 წელს შეერთებულმა შტატებმა გადაწყვიტა დახმარებოდა კუბას, იმ დროს ესპანეთის კოლონიას. ამერიკელი მოხალისეების რაზმები გაგზავნეს კუბელ აჯანყებულთა დასახმარებლად, ხოლო საბრძოლო ხომალდი Maine კუნძულის სანაპიროზე მანევრირებდა. აფეთქება, რომელმაც გაანადგურა გემი (თანამედროვე ისტორიკოსები თვლიან, რომ აფეთქება გარე ფაქტორების გარეშე მოხდა) ომის საბაბი გახდა.


შეერთებულმა შტატებმა მოიგო ომი და სამშვიდობო ხელშეკრულების პირობებით მიიღო კუბა, პუერტო რიკო, ფილიპინები და გუამი. კუბამ დამოუკიდებლობა მოიპოვა 1902 წელს, მაგრამ დარჩა ამერიკის გავლენის ქვეშ; ფილიპინებმა სუვერენიტეტი 1946 წელს მოიპოვეს; პუერტო რიკო გახდა სახელმწიფო, მაგრამ რჩება შეერთებული შტატების მმართველობის ქვეშ.გუამი აშშ-ს შემადგენლობაშია.


image

ჰავაის კუნძულების ანექსია


XIX საუკუნის ბოლომდე ჰავაი დამოუკიდებელი სამეფო იყო. 1893 წელს, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მხარდაჭერით, კუნძულებზე გადატრიალება მოხდა. დედოფალი ჩამოაგდეს, მონარქია შეცვალა რესპუბლიკამ და მთავრობაში დასვეს შეერთებულ შტატებთან შეერთების მომხრეები.


ესპანეთ-ამერიკის ომის დროს აშშ-ს პრეზიდენტმა უილიამ მაკკინლიმ ხელი მოაწერა ხელშეკრულებას ჰავაის ანექსიის შესახებ. ორი წლის შემდეგ კუნძულებმა მიიღეს თვითმმართველი ტერიტორიის სტატუსი, ხოლო 1959 წელს ჰავაი გახდა შეერთებული შტატების 50-ე შტატი — ბოლო დღემდე უკანასკნელი შტატი.

image


მომზადდBBC-ის მიხედვით, მცირეოდენი შემოკლებით.



0
129
1-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
129
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0