საზოგადოება „არ დაგავიწყდეთ, აეროპორტში ლაშას და ოლგას დახვედრა, ახალი გმირი ჩამოგდით“ - სალომე გოგიაშვილი 14 იანვარი, 20:33 , სალომე გოგიაშვილი აბუ-დაბიში, სასტუმრო "რედისონში“, საქართველოს მოქალაქე ლაშა გაბიტაშვილსა და "ქართული ოცნების“ დეპუტატებს ირაკლი ზარქუას, ვიქტორ სანიკიძის შორის ფიზიკური დაპირისპირებას ეხმაურება. . "რაც შეეხება გიორგის ანუ გოგოლას! აი, ის ადამიანები, რომლებიც პოსტებს აზიარებთ და ღადაობთ, თქვენი დაბალი დონის იუმორით, არ დაგავიწყდეთ საკუთარი ცხოვრების გახსენება... . ბოლო-ბოლო ლьაზარე რომ კერპად გეყოლებათ და ნუ ჩამომათვლევინებთ გეი დელეგაციას, რომლებიც წინ გიდგანან აქციებზე, უხერხულია ვინმეზე პირის გაღება! თქვენ ისინი ხართ, ვინც მათ ტაშს უკრავთ. . ვგმობ ყველანაირ ძალადობას, რომელი მხარეც არ უნდა იყოს, მაგრამ თქვენივე პროვოცირებულ ინციდენტს ასე რომ პასუხობენ მერე ნუ გიკვირთ! ხო და გოგოლას რაც შეეხება, თუ ჩაცმულობით ორიენტაცია ისაზღვრება, მაშინ 9-სართულიან პლატფორმებზე შემდგარი გოგოები ჩემთვის მხოლოდ სუსტი ყოფაქცევის ქალად აღიქმება. . ხო, არ დაგავიწყდეთ, აეროპორტში ლაშას და ოლგას დახვედრა, ახალი გმირი ჩამოგდით", - წერს სალომე გოგიაშვილი. . შეგახსენებთ, აბუ დაბიში რუს მეუღლესთან ერთად მყოფმა ნაცმოძრაობის აქტივისტმა ლაშა გაბიტაშვილმა პარლამენტარებს სასტუმროს სასადილოში სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. მეორე დღეს კი დეპუტატები აქტივისტს დაუპირისპირდნენ. . აბუ დაბიში, სადაც "ოცნების" დეპუტატები საქართველოს მოქალაქეს თავს დაესხნენ, აქტიური საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს - ამ ინფორმაციას "პირველებს" საქართველოს ელჩი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში გიორგი ჯანჯღავა უდასტურებს. ჯანჯღავა ამბობს, რომ მომხდარში ოფიციალურ ად არის ჩართული საელჩოს საკონსულო სამსახური. მისივე განცხადებით, დაპირისპირებაში მონაწილე პირები პოლიციაში არიან გადაყვანილნი. “ჩვენ დაგვირეკა პოლიციამ, რის შემდეგაც საელჩოს საკონსულო სამსახური ჩაერთო საქმეში. მიდის გამოძიება და ჯერ ვერაფერს გეტყვით. დაკავებულებს ვერ დავარქმევ, უფრო გამოძიებისთვის არიან პოლიციაში გადაყვანილნი", - ამბობს ელჩი. . აბუ დაბის პოლცია ამ დრომდე იძიებს სატუმრო რედისონში მომხდარ ინციდენტს, რომლის ფიგურანტებიც "ქართული ოცნების" დეპუტატები არიან. . შეგახსენებთ, რომ ირაკლი ზარქუა, ვიქტორ სანიკიძე და გელა სამხარული - ჯგუფურად თავს დაესხნენ მოქალაქეს, ლაშა გაბიტაშვილს, რომელმაც "ოცნების" დეპუტატებს წინა დღეს "მონები" და "რუსები " ეძახა. საგამოძიებო მოქმედებები და მოწმეების გამოკითხვები ჯგუფური თავდსხმის საქმეზე ამ დრომდე გრძელდება. გავრცელებული ინფორმაციით, მომხდარზე დაკავებულია გიორგი გოგოლაძე, პირი, რომელიც თან ახლა "ოცნების" დეპუტატებს და რომლის ნასროლი თეფში სასტუმროს თანამშრომლეს მოხვდა. კადრებში ჩანს რომ თეფშს ისვრის ასევე გაბიტაშვილიც. ფეისბუქის საკუთარი გვერდი გაბიტაშვილმა თავადვე გააუქმა სადაც მის მიერ გადარებულ ვიდეოებს ავრცელებდა. 653 2-ს მოსწონს
|