საზოგადოება
"პირადად ვიცნობ!!! რა გინდათ რა!" - რას წერს ქეთი დოლიძე
14 იანვარი, 15:25
რეჟისორი, ქეთი დოლიძე მსახიობ, ანდრო ჭიჭინაძის და აქციებზე დაკავებული სხვა ახალგაზრდების პატიმრობაში დატოვებასთან დაკავშირებით პოსტს ავრცელებს და წერს:
"ამ გადასარევ ბიჭს პირადად ვიცნობ!!!!! რა გინდათ რა! გამოუშვით ეს ბავშვები ციხიდან!!!!! რატომ?!?! ეს ბავშვები და ანდრო !!!! ანდრო ჭიჭინაძე გადასარევი მსახიობი არაფრის გამო უკვე ლამის მესამე თვეა, ციხეშია და მასთან ერთად სხვა უდანაშაულო ბავშვი!"– ვკითხულობთ ქეთი დოლიძის პოსტში.
როგორც რამდენიმე დღის წინ გახდა ცნობილი ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული 11 პირი თბილისის საქალაქო სასამართლომ პატიმრობაში დატოვა.