სხვა არტეფაქტები წარსულიდან, რომელიც დღემდე აღფრთოვანებას იწვევს 27 იანვარი, 11:38 თუ ხშირად მოგზაურობთ, სავსებით შესაძლებელია, რომ დროდადრო ადგილობრივ მუზეუმებსაც სტუმრობთ, რომლებიც რეგიონის ისტორიის ნამდვილ მცველებად გვევლინებიან. მუზეუმებში შენახულია ისტორია, რომელსაც ადამიანები ქმნიდნენ და რომელიც ადამიანის ხელით შექმნილი საგნებითაა გადმოცემული. ზოგი საგანი, შეიძლება, მხოლოდ ყოველდღიურ ცხოვრებაზე "მოგვითხრობს", ზოგი კი – ნამდვილად რომ, ხელოვნების შედევრია. სტატიაში ასევე, განხილულია მდიდარი ისტორიის მქონე შენობები, რომლებიც ტურისტების და ადგილობრივი მოსახლეობისთვის, ნამდვილ მიზიდულობის ცენტრს წარმოადგენს. ტეოტიუაკანის უდიდესი, მზის პირამიდა, მექსიკა, II ს. დილვის ტაძარი, მარმარილოს მაქმანებიანი ჭერით, რაჯასტჰანი (ინდოეთი). თარიღდება XV საუკუნით ეს თამბაქოს სტანდარტული ფოთოლია, არაბული ტექსტით, თურქეთი, XIX ს. სამწუხაროდ სიგირიის (შრი–ლანკა) უძველესი კლდეში ნაკვეთი ციხესიმაგრიდან, მხოლოდ ლომის თათები შემორჩა. ოდესღაც, მასში შესვლა ლომის ხახიდან შეიძლებოდა, შექმნილია ძვ. წ. V ს. 300 წლის ჩინური ბეჭედი და საანგარიშო მუჰამად-შაჰი (1702 – 1748 წწ.) — დიდ მოგოლთა იმპერიის (ინდოეთი) მე-13 იმპერატორი, ასეთ კარავში ცხოვრობდა იტალიის მეფის და საღვთო რომის იმპერატორის ფრიდრიხ II (1220–1250 წწ) აბჯარი, დამზადებულია იტალიაში აკვარიუმი, ვიქტორიანული (1837-1901 წწ.) ეპოქიდან იაპონური ლარნაკი მეიძის (იაპონიის იმპერატორის მუცუჰიტო (1867-1912)) ეპოქიდან "ქალბატონი ელჩედან" – იდუმალი იბერიული ქანდაკება, თარიღდება ძვ. წ. აღრ. V-I სს–ით იშთარის კარიბჭე — ბაბილონის ციხე-ქალაქის, 9-დან ერთ-ერთი კარი იყო. ის ძვ. წ. აღრ. 575 წ. ნაბუქოდონოსორ II მმართველობის დროს ააშენეს მოზაიკა "კარგ ბანაობას" უსურვებს, აბანოს ყველა ვიზიტორს, ტიმგადი (ძველი რომაული კოლონია თანამედროვე ალჟირში), დათარიღებულია — I-II სს. "ეზოში ავი ძაღლია" — ფილის სავარაუდო ასაკი, დაახლოებით 2000 წელია ეს რანგანათას ტაძარია კ. შრირანგამზე (ინდოეთი). სხვა მნიშვნელოვანი არქიტექტურული ელემენტების გარდა, ტაძარმა სახელი 40 სვეტითაც გაითქვა, რომელსაც ცხენის და მხედრის ფორმა აქვს. ტაძრის აგების ზუსტი თარიღი უცნობია, მაგრამ წყარო, რომელშიც ის პირველად არის მოხსენიებული, I საუკუნით თარიღდება. ფოტოზე აღბეჭდილი ოქროს საათი მარი ანტუანეტასთვის შექმნეს. მაგრამ, ვიდრე მას პატრონს ჩააბარებდნენ, ის სიკვდილით დასაჯეს აქ არტეფაქტების მხოლოდ ნაწილია წარმოდგენილი, იმ მცირედიდან, რომელმაც წარსულიდან ჩვენამდე მოაღწია... და თითოეული მათგანი, მართლაც რომ წარუშლელ შთაბეჭდილებას ტოვებს! არხის სხვა სიახლეები:* წონაში დაკლება მხოლოდ თითის მასაჟით, დიეტის და ვარჯიშის გარეშე* მხოლოდ 2 სქესი არსებობს, "მესამე სქესი" – უკვე დიაგნოზია (მეცნიერთა დასკვნა)* რეალური, მაგრამ ძნელად დასაჯერებელი ფაქტები* ოსტეოპოროზის ნიშნები და მასთან ბრძოლის ეფექტური გზები135 1-ს მოსწონს
|