მსოფლიო ბორის ჯონსონმა პუტინს იდიოტი უწოდა და შეაგინა(ვიდეო) 13 იანვარი, 12:56
ჯონსონმა ასევე კომენტარი გააკეთა სტამბოლში რუსეთსა და უკრაინას შორის 2022 წელს გამართული მოლაპარაკებების ჩაშლის შესახებ.
დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი, რომელიც ცნობილია თავისი ეპატაჟური საქციელით, კვლავ გამოირჩეოდა. ლატვიურ პორტალ Delfi-სთან ვიდეო ინტერვიუს დროს ჯონსონმა პუტინს შეახსენა, რომ "დასრულდა, იმპერია აღარ არსებობს"და ბოლოს შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს. ბრიტანელ პოლიტიკოსს ტრადიციულად თმა აჩეჩილი ჰქონდა და ზოგადად აჟიტირებულად გამოიყურებოდა. ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერმა განმარტა, რომ ბალტიისპირეთის ქვეყნები აღარ არიან რუსეთის იმპერიის ნაწილი, ისევე როგორც უკრაინა. „რასაც პუტინი აკეთებს არის არქაული და ბარბაროსული. მას უნდა ესმოდეს, რომ ესტონეთი, ლატვია, ლიეტუვა - არცერთი ეს ქვეყანა აღარ არის რუსეთის იმპერიის ნაწილი...და იგივე ეხება უკრაინას. ეს ყველაფერი დასრულდა, დასრულდა, დასრულდა, დასრულდა. „იმპერია აღარ არსებობს, ვლადიმირ F*cking იდიოტო, - თქვა ჯონსონმა. სწორი პოლიტიკის მაგალითად ჯონსონმა მოიყვანა დიდი ბრიტანეთი, რომელმაც მიატოვა ძველი კოლონიების ძალისმიერი მეთოდით კონტროლის აღდგენის მცდელობები. მან ასევე მოუწოდა "ნატოს" მიიღოს უკრაინა ალიანსის წევრად. 390 2-ს მოსწონს
|