x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"წარმოუდგენელი მოხდება. დავიწყებთ იმას, რაც ყველას გააკვირვებს" - რა გეგმაზე საუბრობს დავით დოიაშვილი

image


ვასო აბაშიძის სახელობის "ახალი თეატრის" დასის სამხატვრო ხელმძღვანელი, დავით დოიაშვილი აცხადებს რომ 20 იანვრიდან მსახიობები “დაიწყებენ იმას, რაც ყველას გააკვირვებს”. რეჟისორის თქმით, ყველანაირ საპროტესტო თუ სახელოვნებო ხერხს გამოიყენებენ, რათა ხელისუფლებამ, რომელიც ხელოვანებს არაფრად აგდებს, საკუთარი ხმა გააგონონ:


"ყველანაირ საპროტესტო ფორმას გამოვიყენებთ და ყველანაირ სახელოვნებო ფორმას გამოვიყენებთ. რა იქნება, მაგას ვაჩვენებთ, მართლა. ჩართულია წამზომი. დროს ვითვლით, მართლა. გაათავსიუფლონ სასწრაფოდ ყველანი, წინააღმდეგ შემთხვევაში, წარმოუდგენელი მოხდება. ხომ ვერ გვხედავენ, ხომ არ გთვლიან, რომ არ ესმით ჩვენი ხმა, გუშინ ხომ სასამართლომ გვითხრა, რომ არ ვარსებობთ, ვაჩვენებთ როგორ ვარსებობთ. არ მინდა ამ გეგმის თქმა, იმიტომ, რომ 20-დან დავიწყებთ იმას, რაც ყველას გააკვირვებს, მათ შორის, „ოცნებას“, პირველ რიგში, " – აცხადებს დოაიშვილი.


ვასო აბაშიძის სახელობის "ახალი თეატრის" დასი ივანიშვილის რეჟიმს ულტიმატუმს უყენებს – ხელოვანები კატეგორიულად მოითხოვენ, რომ მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე და სხვა პოლიტპატიმრები 20 იანვრამდე გაათავისუფლონ.


ცნობისთვის, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული 11 პირი თბილისის საქალაქო სასამართლომ პატიმრობაში დატოვა.






0
527
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
527