x
მეტი
  • 12.01.2025
  • სტატია:139338
  • ვიდეო:351982
  • სურათი:512679
"გუშინ გადაწყვიტა, მამედასთან რო აღარ იაროს, თვითონ შეისწავლოს ჯადოქრობის ილეთები"-გელა ზედელაშვილი

image"რაო, მამედამ, ბაბო, არაო?!

????
გატყუებთ. იტყვის ხოლმე, ევროპაში მივდივარ მაღალი დონის შეხვედრებზეო და მარნეულში მიდის მჩხიბავ მამედასთან.
ჰკითხეთ მაგის ყოფილ თანამზრახველებსა და “ქუხნის'' დაქალებს, პირველად მაშინ დაზუვდა მარნეულში, სანამ პრეზიდენტის ტახტზე ავიდოდა. იცით, რა ჰკითხა მაშინ მამედას? ბიძინა ივანიშვილი რას ფიქრობს ჩემზე ამ წუთასო?
მამედამ - იმასა ფიქრობს, მეორე ტურში როგო გაგათრიოსო.
ბაბომ - თუ ეგრე ფიქრობს, მაშინ გამათრევს კიდევაცო.
მამედამ - მეორე ტურში შენ სურათებ ვეღარა ვხედამო, მარტო ბიძინას სურათებსა ვხედამო.
ბაბომ - არ არსებობსო.
მამედამ - რსებობსო.
????
მოგვიანებით კიდე მიაკითხა მამედას - ამერიკაში ჩემზე რას ფიქრობენო?
მამედამ - მე სეერთაშორისო მკითხავი არა ვარ, მარტო ადგილობრივ მოვლენებსა ვხედამო... ისე, რაღა დაგიმალო და შინაურული საქმეები მაგრა ეგერევაო.
ბაბომ - შინაურული არ მაინტერესებს, მე საგარეო კლასის პოლიტიკოსი ვარ, სადაც არ უნდა გავთხარო, ყველგან შემიძლია გავთხაროო.
მამედამ - შენ რო მაჰმადიანი იყო, უფრო ბევრ რამეებ გავიგებდიო.
ბაბომ - მე მართმადიანი ვარო.
მამედამ - ეგ რა სარწმუნოებაა, პირველად მესმისო.
ბაბომ - ეგა შუალედურიაო, ცოტა ერთი ვარ, ცოტა კიდენა მეორეო.
????
გუშინწინ თქვა, 20-ში ტრამპის ინაუგურაციაზე მივდივარო. გატყუებთ, მამედასთან მიდის მარნეულში, უნდა ჰკითხოს, ისევ პრეზიდენტადა ჰხედამს თუ არა.
არა, თვითონ კი ჰხედამს საკუთარ თავს პრეზიდენტად, მაგრამ აინტერესებს, გარედან როგო გამაიყურება.
????
გუშინ გადაწყვიტა, მამედასთან რო აღარ იაროს, თვითონ შეისწავლოს ჯადოქრობის ილეთები და ყავის ჭიქაშიც თვითონვე ჩაიხედოს ხოლმე. ჯერ ერთი, მამედა ძვირს ითხოვს და მეორეც - უკვე აღარ შეუძლიან ამდენი სიარული, მუხლებ აღარ ემორჩილება. ლიტერატურა იშოვნა, სადაც სუ ჯადოქრობასა და მჩხიბავობაზეა ლაპარაკი. რა, თუკი მამედამ ისწავლა, ეს ვერ ისწავლის? ბოლო-ბოლო, ორი უმაღლესი აქ დამთავრებული და სადღა არ უმუშავნია დიპლიპიტოდ კი არა, დიპლომატად."-წერს გელა ზედელაშვილი სოციალურ ქსელში.
0
142
1-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
142
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0