x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
ვინ იყო საბჭოთა კავშირის უკანასკნელი მანიაკი,რომელიც სიკვდილით დასჯას გადაურჩა-კრიმინალური არქივიდან
image

1989 წლის ივლისი. მაგნიტოგორსკი. დილით, ადგილობრივი მაცხოვრებელი შიდის სამტრედეში ფრინველების გამოსაკვებად და მის გვერდით საშინელ სურათს ხედავს: მიწაზე გოგონას ცხედარია და ზედ ქაღალდებია გადაფარებული. სამტრედესთან მისული მილიციელებისთვის, ექსპერტების გარეშეც კი ნათელი იყო, ეს იყო მკვლელობა.

გოგონას კისერზე კარგად ჩანდა დახრჩობისთვის დამახასიათებელი ღარი.


„ქალაქი ფეხზე დადგა - ნახევარი შეშინებული იყო, ნახევარი განრსიხებული. ისინი ითხოვდნენ მილიციისგან სასწრაფო ზომების მიღებას“, - იხსენებს ფსიქიატრი იური პროკოპენკო. იმ მომენტში, ოპერატიულებმა ჯერ არ იციან, რომ სამტრედესთან საშინელი აღმოჩენა მხოლოდ მრავალთაგანიდან პირველია.



მაგნიტოგორსკში გამოჩნდა სერიული მკვლელი, რომელსაც ერგუნა, გამხდარიყო საბჭოთა კავშირის უკანასკნელი მანიაკი.

image

დიმიტრი გრიდინმა ოჯახი ადრე შექმნა: 20 წლის იყო, როცა მას ქალიშვილი შეეძინა, ამიტომ ახალგაზრდა მამა სწავლის გარდა იძულებული გახდა სამსახურიც დაეწყო - საბავშვო ბაღის დარაჯად მოეწყო. მაგრამ მეუღლესთან ურთიერთობა სწრაფად გაუარესდა და დიმიტრის თქმით, მას ქალის ალერსი აკლდა.


მაგრამ ამ უცნაური სიტუაციის გამოსწორება საკმაოდ უცნაური გზით გადაწყვიტა - იგი აეტორღიალებდა ხოლმე მაგნიტოგორსკელ ახალგაზრდა გოგონებს და თავხედურად ცდილობდა მათთან ჩახუტებას და კოცნას, მაგრამ როცა წინააღმდეგობას წააწყდა, გრიდინი ძალადობაზე გადავიდა, რაც მას სიამოვნებას ანიჭებდა.


მოგვიანებით გრიდინმა თქვა "არ მინდოდა მათი დახრჩობა - უბრალოდ მომწონდა მათი აგონია, რომ კანკალებდნენ, რაღაც წარმოუდგენელი შეგრძნება განვიცდიდი ამისგან".


ცოტა რამ არის ცნობილი დიმიტრი გრიდინის ადრეული ბიოგრაფიის შესახებ. ის ქალაქში ძალიან პატივცემულ ოჯახში დაიბადა. მამამისი მაგნიტოგორსკის რკინისა და ფოლადის საამქროს ხელმძღვანელობდა. თვითონ კი მაგნიტოგორსკის სამთო-მეტალურგიული ინსტიტუტის სტუდენტი იყო.


გრიდინმა პირველი მკვლელობა ჩაიდინა 1989 წლის 31 ივლისს, მოკლა 16 წლის ჟანა ტერენჩუკი, გოგონას სახლის სადარბაზოს სიახლოვეს. მანამდე იყო სამი წარუმატებელი თავდასხმა გოგონებზე და ერთ-ერთმა გადარჩენილმა მოგვიანებით დეტალურად აღწერა "ლიფტიორის " გარეგნობა.ეს იყო 13 წლის ირა სოროკინა.


გრიდინი კორპუსის ლიფტთან ჩაუსაფრდა გოგონას, როდესაც ირამ ყვირილი ატეხა და სცადა უცნობის მოშორება, დაიწყო მისი დახრჩობა. როდესაც სოროკინამ გონება დაკარგა, გრიდინმა ის სახურავზე აიყვანა, ჯერ გახადა და შემდეგ სამჯერ დაარტყა დანა - კისერში, მკერდსა და ზურგში.ამის შემდეგ მიატოვა იქაურობა .მაგრამ სოროკინა სასწაულებრივად გადარჩა: გონზე მოვიდა და როგორღაც ბინამდე მიაღწია. სადაც დედამ უმალ გამოიძახა სასწრაფო დახმარება.



ერთი თვის შემდეგ მან კვლავ ჩაიდინა ერთდროულად ორი მკვლელობა (დანზილი უსმანოვა და ლუდმილა პოზდნიაკოვა). მან ერთ-ერთი მკვლელობის ადგილზე თითის ანაბეჭდი დატოვა.


1989 წლის 25 ნოემბერს გრიდინმა მორიგი თავდასხმა სცადა, მაგრამ გოგონამ სერიოზული წინააღმდეგობა გაუწია მანიაკს და შეშინებული გაიქცა. გაქცევისას ქუდი და სათვალე დაუვარდა. ზუსტად ამ აღწერილობით. ის მალევე დააკავეს, რადგან გარეთ -20 °C იყო და გრიდინი ძალიან გამოირჩეოდა ხალხისგან. გარდა ამისა, დაკავებისას მას დანა აღმოაჩნდა.


გადარჩენილმა მსხვერპლებმა და მოწმეებმა დაკავებულ მამაკაცში მანიაკი ამოიცნეს.


გრიდინმა თავდაპირველად აღიარება მისცა, დეტალურად აღწერა თითოეული დანაშაული, მაგრამ მოგვიანებით გადათქვა.


დიმიტრი გრიდინის საქმემ საზოგადოებაში ფართო რეზონანსი გამოიწვია. ხალხი მკვლელის ლინჩის და საჯაროდ სიკვდილით დასჯას ითხოვდა. სასამართლო პროცესი 1990 წლის შემოდგომაზე დაიწყო და მას თან ახლდა საზოგადოებრივი მღელვარება: ხალხი მოითხოვდა დამნაშავეს უმკაცრესსად დასჯას. სასამართლოზე მოქალაქეების ზეწოლა განხორციელდა.


1990 წლის 3 ოქტომბერს ჩელიაბინსკის რაიონულმა სასამართლომ დიმიტრი გრიდინს სიკვდილით დასჯა მიუსაჯა; თუმცა, რუსეთი ისევე, როგორც სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნები შეუერთდნენ "ადამიანის უფლებათა ევროპულს კონვენციას" და 1993 წლის 2 დეკემბერს სიკვდილით დასჯა სამუდამო პატიმრობით შეუცვალეს.

image

სერიები "კრიმინალური არქივიდან"-მიყევით <<ბმულს>>

0
28
1-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
28
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0