x
image
ნინო ხიმშიაშვილი
Mediator image
68 წლის შემდეგ ისტორია კვლავ განმეორდა


image



პირველი ფოტო

გადაღებულია 1957 წელს და ასახავს "გორგასლიანის" წევრების სასამართლო პროცესს (ფოტოზე სულ 8 წევრი, გურამ დოჩანაშვილი მკურნალობდა, რადგან პროკლამაციის გაკვრის გამო დაჭრეს). ახალგაზრდები ანტი-საბჭოთა პროკლამაციების გავრცელების გამო, მათ შორის ზვიად გამსახურდია, დააპატიმრეს, თუმცა მათი ახალგაზრდა ასაკის გამო მაშინ სასამართლო პირობითი სასჯელით შემოიფარგლა.




მეორე ფოტო

სქრინია 2024 წლი 6 დეკემბერს გამართულ სასამართლო პროცესის ვიდეოდან. ახალგაზრდები პროევროპულ და გარუსების საწინააღმდეგო აქციებში მონაწილეობის, ასევე სოციალურ ქსელში გამოთქმული აზრის გამო დააკავეს. 8 პირს, მათ შორის ორგანიზაცია "დაფიონის" დამფუძნებელს ზვიად ცეცხლაძეს სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. სხვათა, შორის დღეს უნდა ყოფილიყო პროცესი, სადაც უნდა გადაწყვეტილიყო მათი პოტიმრობის საკითხი, თუმცა ჩაიშალა.







ისტორიული ფოტო




ამ ისტორიულ ფოტოს და მის შესახებ ამბავს Institute for Development of Freedom of Information (IDFI) აქვეყნებს.


imageIDFI: 1957 წესლ გამართული "გორგასლიანის" წევრების სასამართლო პროცესი.
ფოტო ფარულად გადაიღო ჯემალ სხირტლაძემ




"უნიკალური ფოტო “გორგასლიანის” წევრების სასამართლო პროცესიდან - გურამ სხირტლაძის მამის, ჯემალ სხირტლაძის მიერ ფარულადაა გადაღებული.




ხარისხის მიუხედავად, მასზე მაინც შესაძლებელია ორგანიზაციის 8 წევრის ამოცნობა.



1953 წლის მაისში, კლასელებმა და მეგობრებმა: გურამ დოჩანაშვილმა, მერაბ კოსტავამ, ზვიად გამსახურდიამ, გურამ სხირტლაძემ, ანატოლი მიქაძემ, ვლადიმერ სიხარულიძემ, თეიმურაზ (ჯონდო) მეტრეველმა, თეიმურაზ ცერცვაძემ და თამაზ გუნჯუამ დააფუძნეს არალეგალური პატრიოტული ორგანიზაცია - „გორგასლიანი“. არაფორმალური გაერთიანების ალტერნატიული სახელი იყო - ქართველი ერის თავისუფლების ორგანიზაცია, აბრევიატურა “ქეთო”.



1956 წლის 1 დეკემბერს “გორგასლიანის” წევრებმა დაბეჭდეს ანტისაბჭოთა შინაარსის პროკლამაციები და თბილისში გაავრცელეს.


რამდენიმე დღეში ისინი დააპატიმრეს. 1957 წლის აპრილში გამართულ საჯარო სასამართლოზე, ორგანიზაციის წევრები ანტისაბჭოთა საქმიანობაში დამნაშავედ ცნეს და 3-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს, თუმცა, სასამართლომ შემამსუბუქებელ გარემოებებად მხედველობაში მიიღო მათი ასაკი და მსჯავრდადებულებს პირობითი სასჯელი შეუფარდა", - წერია IDFI-ის ამბავში.






პროკლამაცია, რომელსაც "გორგასლიანის" წევრები ავრცელებდნენ:


image






0
99
შეფასება არ არის
ავტორი:ნინო ხიმშიაშვილი
ნინო ხიმშიაშვილი
Mediator image
99
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0