x
image
მეამეა
Mediator image
Mediator image
როგორ გავხეხოთ მარტივად გამწოვის ბადე?
თანამედროვე გამოგონებებმა მკვეთრად გაამრავალფეროვანა და გააადვილა დიასახლისის ყოფა სამზარეულოში. არსებობს მუდმივი ცხელი წყალი, წურჭლის გასარეცხი თუ გასახეხი უამრავი ხარისხიანი ქიმური საშუალება და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ისეთი ხარისხის ქვაბები თუ ტაფები, რომლებიც საკვებს არ იკრავს შეწვისა და მოხარშვის დროს.




image




სახლის დასუფთავების დროს, სამზარეულოს ერთ-ერთი ყველაზე პრობლემური ადგილი იყო და რჩება სამზარეულოს გამწოვი. ცხიმის მოშოება, რომელიც მასზე ფორმირდება და წებოვანი ხდება, თითქმის შეუძლებელია. ვერც სარეცხი საშუალებები ვერ გვიმსუბუქებს გამწოვის გახეხვის პროცესში არსებულ დამღლელ და უშედეგო პროცედურას.




სწორედ დღევანდელ სტატიაში, მინდა გასწავლოთ ერთი მეტად მარტივი, სწრაფი და ეფექტური გზა, თუ როგორ გავწმინდოთ სამზარეულოს გამწოვი და მისი ბადე ყოველგვარი ძალისხმევისა და ძვირიანი ქიმიური საშუალებების გარეშე. ეს მეთოდი, ნამდვილად გიხსნით ტანჯვისგან, გამწოვი და კი ახლებურად იბრწყინებს.






როგორ გავწმინდოთ მარტივად გამწოვის ბადე?




ამისათვის დაგჭირდებათ: მდუღარე წყალი და სოდა.




პროცედურა: მოზრდილ ქვაბში აადუღეთ წყალი, შემდეგ კი ჩაყარეთ ნახევარი ჩაის ჭიქა საკვები (საცხობი) სოდა. ჩადეთ გამწოვის ბადე და გააჩერეთ 1-2 წუთით. გაწმინდეთ ის და შედეგს აუცილებლად დაინახავთ. თუ ძალიან არის ჩაკირული ცხიმი და ერთმა პროცედურამ ვერ უშველა, გაიმეორეთ კიდევ.


image


აქვე, თუ ძალიან დიდი ხნის, ცხიმით გაბეჟილი ფილტრიანი ბადე გაქვთ და ვერაფერს უხერხებთ, გასწავლით კიდევ ერთ მარტივ რეცეპტს: ამიაკით წმენდა, ყველაზე დაბინძურებულ ბადესაც კი ახლებურად გააპრიალებს. ამისათვის დაგჭირდებათ წყალი და ამიაკი პროპორციით 3, 5 ლიტრ წყალზე ნახევარი ჭიქა ამიაკი. მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ რეცხვის დროს ფანჯრები გავაღოთ აუცილებლად და რესპირატორული ნიღაბი გავიკეთოთ სახეზე, მისი შესუნთქვა არ შეიძლება.


image


ასე, რომ უბადლო სისუფთავე, სულაც არ არის დამღლელი და ხანგრძლივი პროცედურა, რაშიც, არც ძვირიანი ქიმიური საშუალებები არ დაგჭირდებათ.





იხილეთ აგრეთვე:





როგორ გავწმინდოთ სარეცხის მანქანა ნადებისგან?image









იმისათვის, რომ უნიტაზი მუდამ თეთრი და სუფთა იყოს, გამოიყენეთ ეს მეთოდიimage








როგორ გავათეთროთ გაყვითლებული თეთრი მაისური "ქლორის" გარეშეimage









როგორ გავათეთროთ ქვაბები მარტივად?image








რა მოხდება თუ უნიტაზის ავზში ძმარს ჩავასხამთ?image







როგორ დავუბრუნოთ ბალიშებს სიქათქათე? ბალიშების რეცხვის სწორი მეთოდიimage








რიკები, რომლებიც დასუფთავებაში დაგეხმარებათ - დიასახლისებო, გაითვალისწინეთimage








როგორ გავწმინდოთ ხალიჩა მარტივად სახლის პირობებში– შედეგი გამაოგნებელიაimage

0
87
2-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
87
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0