x
მეტი
  • 09.01.2025
  • სტატია:139288
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512669
იცით, რატომ ფენენ თურქები ათასობით ხალიჩას მინდვრებში?
თურქეთში, ანტალიის პროვინციაში, დიოშემეალთში საოცარი სანახაობა შეგიძლიათ იხილოთ. უზარმაზარი ველები დაფარულია ნამდვილი ხალიჩებით, რომელიც ღია ცის ქვეშ მზის სხივებს ეფიცხება. ხალიჩებით დაფარული ტერიტორიის ფართობი რამდენიმე ჰექტარს აღწევს. ხედი უბრალოდ წარმოუდგენელია, მაგრამ ჩნდება კითხვა: რატომ ფარავენ მინდორს ლამაზი ხელნაკეთი ნივთებით?



image



ამას აკეთებენ თანამშრომლები ხალიჩების სახელოსნოებიდან, რომლითაც დიოშემეალთი საუკუნეების განმავლობაში ცნობილია. მზეზე გააქვთ როგორც ახალი, ასევე ძველი ხალიჩები. აქ ქსოვენ ახალ ნივთებს, ასევე არემონტებენ ძველს. გარეთ ხალიჩები გაფენილია იმისთვის, რომ მათმა ფერმა რბილი, სასიამოვნო ჩრდილები შეიძინოს.



image




მეორე მიზეზია ხალიჩების დეზინფექცია, რომლის მასალაც ბუნებრივი მატყლია. ულტრაიისფერი სხივები ანადგურებს ჩრჩილის კვერცხებს, ასევე სოკოს და ობის სპორებს, რომლებიც ხშირად გვხვდება ხაოში. ხალიჩაზე მოქმედებს არა მხოლოდ მზე, არამედ დილის ნამი. მისი ზემოქმედებით ბეწვი რბილდება, ხოლო ფერი უფრო ერთგვაროვანი ხდება.



image



დიდი ხანია შემჩნეულია, რომ ინტერიერის პასტელური, ჩახშული ფერების ნივთები უფრო პოპულარულია ტურისტებს შორის. მათ აქვთ კეთილშობილური, ანტიკვარული გარეგნობა და მასზე მაღალი ფასის დადება შეიძლება.



image



ხალიჩები გარეთ გაფენილია არა სიზარმაცის გამო და არა ერთი დღით. ისინი სუფთა ხალიჩაზე 2-3 თვე გაფენილია, სანამ ოსტატი სასურველ ეფექტს არ დაინახავს. ამის შემდეგ ხალიჩები იწმინდება და გასაყიდად გადის.



image



ერთდროულად 25 ათასამდე ხალიჩის ნაწარმი შეიძლება იყოს გაფენილი მინდვრებში! ეს წარმოუდგენელი სანახაობაა, რომელიც იზიდავს ტურისტებს მთელი მსოფლიოდან. ისინი იღებენ ფოტოებს ხალიჩებით მოფენილი მინდვრების ფონზე და სიამოვნებით ყიდულობენ მათ ადგილობრივი ხელოსნებისგან. ფერის გაუმჯობესების უძველესი ტექნოლოგია მუშაობს როგორც რეკლამა და იზიდავს კლიენტებს.



image



image



image



image



image



ასევე დაგაინტერესებთ:

იცით, რატომ ვამბობთ „ალოს“, როდესაც ვპასუხობთ ტელეფონის ზარს?

იცით, რას იყენებდნენ ადამიანები ტუალეტის ქაღალდის გამოგონებამდე?

იცით, რატომ აშენებენ ჰონგ–კონგში „ხვრელიან“ ცათამბჯენებს?

როგორ დაამარცხეს კორეელებმა მოწყენილობა წვიმების სეზონზე

იცით, რატომ აშენებენ ბრიტანელები ტალღოვან ღობეებს

0
162
შეფასება არ არის
ავტორი:Yoona
Yoona
Mediator image
162