x
მეტი
  • 09.01.2025
  • სტატია:139276
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512669
„რუსეთში დიდი ხანია სტუმრად მეპატიჟებიან, მაგრამ არ მინდა წასვლა - ეს ბ@ზები რუსეთუმეს მეძახიან“ - შალვა რამიშვილი
image

.

ტელეკომპანია “პოსტტივის” დამფუძნებელი, შალვა რამიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ დიდი ხანია ეპატიჟებიან რუსეთში და გულთბილ მასპინძლობასაც პირდებიან, მაგრამ მას იქ ჩასვლა არ სურს, რადგან საქართველოში სხვანაირად არ აღიქვან ეს მეგობრული სტუმრობა. ის გაკვირვებულია, რომ ამის მიუხედავად მას მაინც რუსეთუმედ მოიხსენიებენ და ამის შესახებ სოციალურ ქსელში კონკრეტულ მაგალითებს ყვება. შალვა რამიშვილი თავისივე პოსტში ასახელებს გვარებსაც, ვინც მას მეგობრულად ეპატიჟებიან და ეს ურთიერთობა მრავალ წელს ითვლის. რამიშვილი ირწმუნება, რომ ამჟამად მას რუსებთან არანაირი კომუნიკაცია არ გააჩნია და გაუგებარია, სხვების შეფასებით რატომაა ის რუსეთუმე.

,


“პოსტივის” დამფუძნებელი, შალვა რამიშვილი ფეისბუქში წერს:

“ჩემი უახლოესია თიკა კანდელაკი და მეგობრულად მეპატიჟება მოსკოვში (ქალაქში სადაც დიდი და მაგარი დრო გავატარე, ისევე როგორც რომში მაგალითად). არანაირი პოლიტიკა, არანაირი საქმე, უბრალოდ ბავშვობის დროინდელი მეგობრობა გვაკაშირებს და ჯიგრულად მეპატიჟება თიკა. თავს ვიკავებ წასვლისგან, რადგან ჩემი ასეთი ვიზიტი არასწორად შეიძლება იქნეს ინტერპრეტირებული (არ მინდა თუნდაც მცირედი დიჰარმონია შევიტანო გუნდში რომლისაც მჯერა). ზოგადად რუსეთთან და რუსებთან 0 კომუნიკაცია მაქვს. 0!!!! და ეს ბოზები, რომლებიც რუსეთში მილიონებს აკეთებენ რუსეთუმეს მეძახიან?“ --- წერს შალვა რამიშვილი.

.


0
168
1-ს მოსწონს
ავტორი:რუსუდან ნადირაშვილი
რუსუდან ნადირაშვილი
168
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0