x
მეტი
  • 09.01.2025
  • სტატია:139271
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512669
"ახლა შემომივარდებით, მაგრამ რადგან ლანძღვასაც მიმაჩვიეთ მაინც ვიკითხავ "- რას წერს ნინი შერმადინი

image


ამერიკაში მოღვაწე ქართველი მომღერალი, ნინი შერმადინი საბეიროში მომხდარ უმძიმესს ტრაგედიას "ფეისბუქის" პირად გვერდზე ეხმაურება და წერს:


"ახლა შემომივარდებით დიდი ალბათობით, მაგრამ რადგან ვერ ვითმენ და ლანძღვასაც მიმაჩვიეთ მაინც ვიკითხავ ქოცებს, ნაცებს, ლეიბორისტებს, კონსერვატორებს, მთავრობას, პოლიციას, ხალხს, ქართველებს, არა ქართველებს ყველას გეკითხებით, აფხაზეთი და სამაჩაბლო საქართველოა თუ არა?


რამდენიმე საათია ველოდები, რომ წავაწყდები სადმე განცხადებას…როგორც აფხაზეთმა გამოაცხადა ხვალინდელი დღე გლოვის დღედ, კუთხემ, საქართველოს კუთხემ!!!!!! (აჭარა, სვანეთი, სამეგრელო, აფხაზეთი, სამაჩაბლო) ჩვენ ქვეყანა ამ დროს რას ვშვრებით? შოვის ტრაგედია და გალის ტრაგედია ორივე გლოვის დღე არ არის ჩვენთვის? აფხაზეთში აიკრძალა ყველანაირი გასართობი გადაცემა თუ აქტივობა! ჩვენ უბრალოდ ვუსამძიმრებთ?


გთხოვთ ყველას უმორჩილესად გამეცით პასუხი, აფხაზეთი საქართველოა თუ ვაღიარეთ სხვა ქვეყანად ან რესპუბლიკად და ჩემამდე ვერ მოაღწია ჯერ ამ ინფორმაციამ? თუ დავთმეთ, აბა ომი მინდა?!" - ვკითხულობთ ნინი შერმადინის პოსტში.



ცნობისთვის, 5 იანვარს რუსეთის მიერ ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ საბერიოში გაჩენილ ხანძარს ერთი ოჯახის ხუთი ბავშვი ემსხვერპლა. მომხდარის გამო ოკუპირებულ აფხაზეთში 6 იანვარი გლოვის დღედ გამოცხადდა.






0
116
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
116