x
მეტი
  • 18.07.2024
  • სტატია:136041
  • ვიდეო:351963
  • სურათი:510304
ყავისფერი და თეთრი კვერცხი: რაშია განსხვავება? ეს ყველა დიასახლისმა უნდა იცოდეს!

image

ქათმის კვერცხი მრავალ კულტურაში ძირითად საკვებ პროდუქტს წარმოადგენს. მას გააჩნია როგორც მაღალი კვებითი ღირებულება, ასევე გამორჩეული გემოვნური თვისებები, თუმცა ცოტამ თუ იცის, რომ ნაჭუჭის ფერის სხვაობა შემთხვევითი არ არის.



რა არის ამის მიზეზი?


image


კვერცხის ფერზე პირდაპირ გავლენას ახდენს კვერცხისმდები ქათმის ჯიში. გარდა ამისა, ე.წ. ყავისფერი კვერცხებიც შეიძლება განსხვავდებოდეს ერთმანეთისგან. ისინი შეიძლება იყოს ყავისფერი, კრემისფერი, მოლურჯო ან მოვარდისფრო შეფერილობის. როგორც წესი, ყავისფერი ბუმბულის მქონე ქათმები დებენ იმავე ფერის კვერცხებს, თუმცა ზოგიერთი ჯიშის ქათამს შეიძლება ასევე წითელი ფერის ბუმბული ჰქონდეს, რაც გავლენას ახდენს თავად კვერცხის ფერზე და ისინი მოყვითალო ხდება.



არის თუ არა სხვაობა გემოში?


image


ამ კვერცხების გემოვნურ თვისებებს შორის განსხვავება არ არის. ძირითადად, მხოლოდ ნაჭუჭის ფერი იცვლება. ასეთი კვერცხების კვებითი ღირებულებაც ასევე შედარებითია, ისინი თითქმის იგივე რაოდენობით შეიცავენ ომეგა-3-ს. გარდა იმ შემთხვევისა, თუ ქათმისთვის მიწოდებული საკვები წინასწარ გამდიდრებული სხვა მინერალებით არ იყო.



რატომ არის ფასში სხვაობა?


image


მიუხედავად იგივე კვებითი ღირებულებისა, ფასში სხვაობა - მაინც არსებობს. ყავისფერი კვერცხი უფრო ძვირად იყიდება, ვიდრე თეთრი. ეს იმის გამო ხდება, რომ ყავისფერი ჯიშის ქათამი უფრო ძვირი ღირს, ამიტომ მათი კვერცხის ღირებულებაც შესაბამისად მაღალია.



წონა და გემო

image


არსებობს მოსაზრება, რომ კვერცხის ზომა პირდაპირ გავლენას ახდენს მის ხარისხსა და სარგებელზე, თუმცა რეალურად ეს ასე არ არის. არსებობს სხვადასხვა კატეგორიის კვერცხი. პირველ და შერჩევით კატეგორიას (მარკერებით "1" ან "O") განეკუთვნება კვერცხი, რომლის წონაც 55-65 გრამიდან 65-75 გრამამდე (მარკერების მიხედვით) მერყეობს. ასეთ კვერცხში ნაკლები საკვები ნივთიერებები და მეტი წყალია. მათ როგორც წესი, შუახნის ქათმები დებენ. მეორე (მარკერი "2") და მესამე (მარკერი "3") კატეგორია აღნიშნავს კვერცხს, რომლის წონაც 45-55 და 35-45 გრამს შეადგენს. ამ კვერცხებს ახალგაზრდა ქათმები დებენ და ისინი ყველაზე მეტ საკვებ ნივთიერებებს შეიცავენ, შესაბამისად, გემოვნური თვისებებითაც გამოირჩევიან. საშუალო ქათმის კვერცხი, განურჩევლად ჯიშისა, დაახლოებით 72-78 კკალს შეიცავს.




სხვა ფრინველის კვერცხი


image


ქათმის კვერცხის პარალელურად მთელს მსოფლიოში სხვადასხვა სახეობის ფრინველის ათამდე კვერცხს მიირმევენ, თუმცა მათგან ყველაზე გავრცელებული მაინც - ქათმის და მწყერის კვერცხია. ქათმები არ არიან მომთხოვნი გარემო პირობების მიმართ და კვერცხსაც ხშირად დებენ, ხოლო ბატები და იხვები მათთან შედარებით რამდენჯერმე უფრო მგრძნობიარენი არიან სალმონელოზის მიმართ და კვერცხსაც ათჯერ უფრო ნაკლებად დებენ. მწყერები ძლიერი იმუნიტეტით გამოირჩევიან, ამიტომ მათი კვერცხიც ყველაზე სასარგებლოდ ითვლება. გარდა ამისა, მწყერის კვერცხში გაცილებით უფრო მეტი B ვიტამინი და მიკროელემენტია, ვიდრე ნებისმიერი სხვა ფრინველის კვერცხში.








0
317
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
317