x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
დონალდ ტრამპმა აშშ-ს "მომავალი", ახალი რუკა გამოაქვეყნა
image

არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ამერიკის საზღვრების გაფართოვებაზე ოცნებობს.


დონალდ ტრამპი დაჟინებით მოითხოვს, რომ კანადა ამერიკას შეუერთდეს. მან ასევე გააკეთა სხვა განცხადებებიც: ასევე შესთავაზა გრენლანდიას შეერთებულ შტატების ნაწილი გახდეს, კონტროლის ქვეშ აეყვანოს პანამის არხი და დაერქვას მექსიკის ყურეს "ამერიკის ყურე".


სოციალურ ქსელში Truth Social ტრამპმა გამოაქვეყნა შეერთებული შტატების ორი რუკა.



პირველ რუკაზე კანადა და ამერიკა აშშ-ის დროშის ფერებში არის მოხატული, რომელსაც ასეთი წარწერა ახლავს: "ოჰ კანადა".


მეორე რუკაზე კანადა და შეერთებული შტატები მთლიანად ერთ ფერშია.რომელზეც შავი ასოებით აწერია „ამერიკის შეერთებული შტატები“. ამავდროულად, მექსიკა სხვა ფერშია და მისი სამხრეთი ნაწილი სურათზე არ ჩანს, მხოლოდ ჩრდილოეთია.

image


კანადის პრემიერ მინისტრის ტრუდოს მკვახე პასუხი მოჰყვა ტრამპის წინადადებას, შეურთდეს კანადა აშშ-ს.


”ეშმაკმა დალახვროს, არ არსებობს გზა, რომ კანადა გახდეს შეერთებული შტატების ნაწილი”, - თქვა პოლიტიკოსმა სოციალურ ქსელ X-ში.


ტრუდო დარწმუნებულია, რომ ორივე ქვეყნის ხალხი და მშრომელები სარგებლობენ ორმხრივი სავაჭრო ურთიერთობით და უსაფრთხო პარტნიორობით.


კონსერვატიული პარტიის ლიდერმა პიერ პოლიევმა განაცხადა, რომ სახელმწიფო დამოუკიდებელი დარჩება და „იბრძოლებს კანადისთვის“.


დანიამ ასევე მკვეთრად უპასუხა ტრამპის ოცნებას გრენლანდია შეერთებულ შტატებს შეუერთდეს. დანიის პრემიერ-მინისტრმა მეტე ფრედერიკსენმა უარყო ამერიკის პრეზიდენტის წინადადება და განაცხადა, რომ გრენლანდიის მომავალი თავად გრენლანდიელებმა უნდა განსაზღვრონ.


„გრენლანდია არ იყიდება“, დასძინა პოლიტიკოსმა.


შეგახსენებთ, რომ მედიაში აჟიოტაჟი გამოიწვია გრენლანდიაში ჩასულ ტრამპის შვილის ვიდეომ. იგი ირწმუნება, რომ ეს იყო ტურისტული მოგზაურობა და არა კუნძულის შეძენის მცდელობა.

1
335
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
335
  
კაცი მოვიდა მშვიდობის მტრედის სახელით,ჯერ არ დანიშნულა და უკვე კანადას უტევს მშვიდობიანად. სხვათაშორის,კანადამ პრემიერი ტრუდო გადააყენა და რას უნდა ნიშნავდეს? პუტინმაც შესთავაზა უკრაინას შეერთებოდა,უარი უთხრეს და ბომბავს,ხოდა როდის დაიწყებს ამერიკა კანადის მიპყრობას.

რაც შეეხება დანიას,ისე უნერვიულია ტრამპს ამ განცხადებაზე,თურმე ღამე არ სძინებია. რის ტრ*** აქვს დანიას რო ამერიკას წინააღმდეგობა გაუწიოს და უღალატოს დემოკრატიას
0 1 1