x
მეტი
  • 09.01.2025
  • სტატია:139278
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512669
ავტოქარხნის საბჭოთა და ამერიკელი მუშა
image

ორივე ეს მანქანა თითქმის ერთდროულად გადმოვიდა კონვეირიდან. ვაზ- 2101 1970 წელს(გამოდიოდა 2012 წლამდე) და ღირდა 5500 მანეთი, ხოლო Cadillac Eldorado -მე-7 თაობა 1971 წელს(გამოდიოდა 1978 წლამდე) და ღირდა 7681 დოლარი.


ვაზ 2101 იყო ყველაზე იაფი მანქანა, რომელსაც იმ დროს "ვაზი" აწარმოებოდა, ხოლო Cadillac Eldorado იყო ყველაზე ძვირადღირებული მანქანა, რომელსაც აწარმოებდა იმ დროს General Motors-ი.


70-იან წლებში ტოლიატის ქარხნის კონვეირზე მომუშავე მუშის ხელფასი 141 მანეთი იყო და იმისთვის, რომ თავისივე წარმოების მანქანა ეყიდა, 39 სრული თვე უნდა ემუშავა.


image


იმავე 70-იან წლებში Cadillac-ის საავტომობილო ქარხნის კონვეირზე მომუშავე მუშის ხელფასი თვეში 631 დოლარი იყო და იმისთვის, რომ ეყიდა ყველაზე ძვირადღირებული მანქანა, რომელსაც მუშა თავად აწყობდა, მას მთელი 12 თვე უნდა ემუშავა.

image


სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, საბჭოთა სახელმწიფო, რომელიც ფლობდა VAZ-ის საავტომობილო ქარხანას, საკუთარი მუშისგან ოთხნახევარჯერ მეტ შრომას ითხოვდა, რომ მანქანა მიეყიდა, ხოლო "ხარბი ბურჟუა", რომელიც ფლობდა "კადილაკის" ქარხანას, ითხოვდა ოთხნახევარჯერ ნაკლებს.


და მერე იტყვიან რომ, სსრკ მუშათა და გლეხთა სახელმწიფო იყოო.ეს იყო ფორმალობა და ბოლშევიკური პროპაგანდის ნაწილი .სინამდვილეში სსრკ იყო ბიუროკრატებისა და ნომენკლატურების სახელმწიფო, რომლის მთავარი მიზანი იყო აიძულონ იგივე მუშები და გლეხები, თითქმის მუქთად ოფლი ღვარონ მათთვის.


დიახ, საშუალო საბჭოთა ბიუროკრატი ფინანსურად ბევრად უარესად ცხოვრობდა, ვიდრე იგივე ამერიკელი მუშა "კადილაკის" ქარხნიდან. მართლია საბჭოთა ბიუროკრატს არასოდეს უნახავს ამერიკელი მუშა, მაგრამ იმავე საშუალო საბჭოთა ბიუროკრატს, დატაცების, წილების და ქრთამების წყალობით, ჰქონდა შესაძლებლობა, "დაეთრია" ბინა, დაესვენა განსაკუთრებულ სანატორიუმები და დასასვენებელ სახლებში, ეყიდა მანქანა.ისინი საბჭოთა მუშებზე და გლეხებზე ბევრად უკეთ ცხოვრობდნენ, მათ მხრებზე შემოსხდრები აშენებდნენ მის დამპალ ბიუროკრატიულ ყალბ მიკრობედნიერებას.



და რა განსხვავება იყო ვაზ- 2101-სა და Cadillac Eldorado-ს შორის ტექნოლოგიურად, ეს არის ზუსტად ის ყბადაღებული შრომის პროდუქტიულობა, რომელიც უხვად იყო განვითარებულ კაპიტალიზმში და არა "განვითარებულ" სოციალიზმში.

0
279
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
279
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0