სხვა ამ ზღაპრულ კუნძულზე უფრო მეტი პონია, ვიდრე ადამიანი გუშინ, 12:14 თუ მოგბეზრდათ ყველაფერი (განსაკუთრებით ადამიანები), თუ ძალიან გჭირდებათ ცოტა ჯადოქრობა თქვენს ცხოვრებაში, თქვენთვის იდეა გვაქვს! გაემგზავრეთ ფულას კუნძულზე. ამ თვალწარმტაც ადგილას ნახავთ უფრო მეტ საყვარელ პატარა პონს, ვიდრე ადამიანს. ფულას კუნძულზე მუდმივად მხოლოდ 30 ადამიანი ცხოვრობს. ამავდროულად, მის მდელოებზე ასობით პატარა ცხენი დასეირნობს. სკანდინავიური თავშესაფარი, რომელიც გარემოცულია 1500 პონით, მწვანე დანისლული პეიზაჟებით და კლდოვანი ბორცვებით. სწორედ ეს ელოდებათ ტურისტებს ფულას კუნძულზე, რომელიც შოტლანდიის სანაპიროზე მდებარეობს. ასეთი დასვენება კარგი შესაძლებლობაა დეპრესიისგან გასათავისუფლებლად, ასევე საკუთარი თავის ხელახლა აღმოჩენისთვის. ფულა ერთ-ერთია შეტლანდის კუნძულებიდან, რომელიც მდებარეობს ჩრდილოეთ ზღვისა და ატლანტის ოკეანის საზღვარზე, შოტლანდიის ჩრდილო-აღმოსავლეთით. პონები აქ ჯერ კიდევ ბრინჯაოს ხანიდან ცხოვრობენ. სწორედ აქ გამოჩნდა მთელ მსოფლიოში პონის ცნობილი შეტლანდიური ჯიში. ამ ჯიშის პონს აქვს სქელი ბეწვი, მოკლე და ძლიერი ფეხები. საკმაოდ ჭკვიან ცხოველად ითვლება. ზოგი ახერხებს შეტლანდის პონის გაწვრთნას გამყოლად. სანამ მოემზადებით ამ სილამაზის სანახავად, რამდენიმე რამ უნდა იცოდეთ. ფულას კუნძულზე მისვლა შესაძლებელია მხოლოდ ბორნით ან თვითმფრინავით, მაგრამ რეისები ყოველდღე არ სრულდება. თუმცა როგორც ფოტოებიდან ჩანს, ხანგრძლივი მოგზაურობა ამად ღირს. ველური ბუნების სილამაზის, „ქვეყნის დასასრულის“ ატმოსფეროს და პატარა საყვარელი ცხენების კომბინაციას ყველგან ვერ ნახავთ. ასევე დაგაინტერესებთ: 6 საინტერესო ფაქტი ქვიშაზე, რომლის გარეშე წარმოუდგენელია შვებულება, სმარტფონი და ბუდას მოძღვრება კუნძული ლანსაროტე და მისი უცხოპლანეტური პეიზაჟები 20 ფოტო შვედეთიდან, რომელიც აჩვენებს, რამდენად საინტერესო და განსაკუთრებული ქვეყანაა 17 საინტერესო ფოტო პორტუგალიიდან, რომლებიც ამ უნიკალურ ქვეყანას უჩვეულო მხრიდან გვაჩვენებს პლანეტის 20 თვალწარმტაცი ადგილი, სადაც ბუნებას ფერები არ დაუშურია 98 შეფასება არ არის |