სხვა რა ხდება აქ? - 5 ფოტოს ისტორია (ნაწილი XXIV) 7 იანვარი, 18:07 თქვენ შეგიძლიათ ტომობით ისტორიის სახელმძღვანელოები გადაღეჭოთ, იცოდეთ და გახსოვდეთ ბევრი. მაგრამ არაფერი შეედრება ვიზუალურად აღბეჭდილ დოკუმენტს, ისტორიულ ფოტოებს, რომელიც ასახავს უნიკალურ მომენტებს, გვაჩვენებს, თუ რითი ამაყობდნენ ადამიანები, ან რამ გამოიწვია ცრემლები და რაზე ოცნებობდნენ.. მაშ ასე, დროში მოგზაურობა-7 ფოტოს ისტორია ნაწილი XXIV
ოთხი ინდოელ მტვირთავს დასავლელი ტურისტი პალანკინით გადაჰყავს. ინდოეთი, 1922 წელი.პალანკინი არის დახურული საკაცე, რომელიც ემსახურება მდიდარ და კეთილშობილ ადამიანებს. ტაქსების პარკი ადგილობრივი მძღოლებითა და ტურისტებით. სტამბული, თურქეთი, 1936/1939 წელი.სამწუხაროდ, ახლა მამაკაცები ასე ელეგანტურად დღესასწაულებზეც კი არ იცვამენ... ფოტო შეიძლება გეგონოს რაიმე ფილმის კადრი მაფიოზთა შესახებ. უჩვეულო სერფინგი ქვიშაზე, ორეგონის სანაპირო, აშშ 1940 წელი.. გოგონა ებრძვის ალიგატორს ფერმის საცურაო აუზში. ლოს ანჯელესი, კალიფორნია, 1900 წელი. მის ელეონორ ლინკს, 16 წლის გოგონას არაჩვეულებრივი ჰობი აქვს - ცოცხალ ალიგატორებთან ჭიდაობა. მან შეისწავლა მათი ჩვევები და საკმაოდ ფამილიარულად ეპყრობა მათ, მაგრამ ყოველთვის არის შანსი, რომ ერთ-ერთმა ალიგატორმა მტერად აღიქვას და უკბინოს. შავკანიანი წყვილი, რომელიც ახლახან გადავიდა თეთრკანიანთა უბანში, უყურებს რასისტულ წარწერას მათი სახლის წინ. ჩიკაგო, აშშ, 1957 წელი, სურათზე სოლიდურად ჩაცმული პატივსაცემი ჯენტლმენია, ხოლო მისი მშვენიერი ცოლი ბეწვის ქურთუკშია გამოწყობილი, ბევრი არ იტყოდა უარს ასეთ მეზობლებზე, მაგრამ სამწუხაროდ.... წინა ნაწილების სანახავად მიყევით 《ამ ბმულს》249 2-ს მოსწონს
|