ფეხბურთი ბრაზილიელი ჰალკი ყოფილი ცოლის დისშვილზე დაქორწინდა 7 იანვარი, 17:02 ![]() წყვილმა ერთმანეთს ბედი 2020 წელს სამოქალაქო ცერემონიით დაუკავშირა, როცა ჰალკი ჩინეთში თამაშობდა, ხოლო გუშინ ისინი ეკლესიაში დაქორწინდნენ ჰალკის მშობლიურ ქალაქში კამპინა გრანდეში. "ღმერთის და ჩვენი სიყვარულის დაპირებების წინაშე, ჩვენ ერთ გულში ვერთიანდებით, ვიწყებთ ერთად მარადისობის ცხოვრებას! მე შენ მიყვარხარ", - დაწერა ჰალკმა სოციალურ ქსელში. აღსანიშნავია, რომ ჰალკს ახლანდელი ცოლის დეიდასთან 3 შვილი აკავშირებს, ხოლო თავად კამილა ანჯელოსთან უკვე 2 ბავშვი ჰყავს. როგორც ზემოთ ავღნიშნეთ, კამილა ჰალკის ყოფილი მეუღლის ირინის დისშვილია. წყვილმა ერთად 12 წელი იცხოვრა, სამი შვილი გაუჩნდათ, მაგრამ 2019 წელს განქორწინდნენ. ![]() ერთ-ერთმა დამ განაცხადს „დღეს რთული დღეა, რამაც დაგვანახა რამდენად შორს შეიძლება წავიდეს ღალატი იმ ადამიანებისგან, ვისგანაც არ მოელი...დედაჩემი ცოცხალი რომ ყოფილიყო, დარწმუნებული ვარ, რომ ვერ შეძლებდა ამის გადატანას....ამ ურჩხულის დანახვას, რომელიც მის ჭერქვეშ გაიზარდა, და საკუთარ ოჯახს ასე სასტიკად უღალატა". 63 2-ს მოსწონს
|