x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
ბრაზილიაში რძალმა ქმრის ნათესავები საშობაო ტორტით დახოცა
image

რძალმა, საშობაო ტორტით ქმრის ოჯახის სამი ნათესავი მოკლა.


დეისე მოურა 39 წლის ქმართან დიეგოსთან ერთად მის ოჯახის წევრებთან ცხოვრობს.


შობასთან დაკავშირებით დედამთილმა 61 წლის ზელი დოს ანიოსმა მოამზადა ტრადიციული სადღესასწაულო ტორტი, რომელმაც მოკლა მისი ორი და და დისშვილი.



ზელის კიდევ ერთი შვილი რჩება საავადმყოფოში და იბრძვის სიცოცხლისთვის.ტრაგედია მოხდა 23 დეკემბერს სამხრეთ ბრაზილიაში, პორტო- ალეგრшსთან მდებარე ტორესში წინასაშობაო ოჯახური შეკრების დროს.


ტორტის ჭამიდან რამდენიმე საათში დაიღუპა 58 წლის მაიდა ბერნის ფლორეს და სილვა, 65 წლის ნეუსა დენიზ სილვა დოს ანიოსი და ნეუსას ქალიშვილი, 43 წლის ტატიანა სილვია დოს სანტოსი, მოგვიანებით პოლიციამ განაცხადა, რომ მათ სხეულში მომაკვდინებელი აგენტი-დარიშხანის კვალი აღმოაჩინეს.

imageფოტოზე:მაიდა, ტატიანა და ნეუსა


ტატიანას 10 წლის ვაჟი მათეუსი, (ქვემოთ ფოტოზე)ზელის დისშვილი, ასევე საავადმყოფოში გადაიყვანეს და მხოლოდ პარასკევს გამოწერეს, მკურნალობდა მაიდას ქმარი ჯეფერსონიც, მხოლოდ ნეუსას ქმარმა, ჟოაომ ტორტი არ შეჭამა და შესაბამისად არ დაშავებულა.

image

აღსანიშნავია. რომ ზელის პირველი ქმარი, 68 წლის პაულო ლუისი გარდაიცვალა დაბინძურებული ბანანის ჭამის შემდეგ და ოფიციალური პირები აპირებენ მისი ცხედრის ექსგუმაციას, ვარაუდობენ, რომ ისიც მოწამლული იყო


ტორესის პოლიციის უფროსმა მარკუს ვინიციუს ველოსომ, განაცხადა, რომ ერთი შვილის დედა, დეისე მოურა (ქვემოთ ფოტოზე)დააკავეს საკუთარ სახლში, ნოვა სანტა რიტაში, კვირას, გვიან ღამით.

image

„ სამმაგი მკვლელობისა და სამჯერ მკვლელობის მცდელობის გამო, ქალი დავაკავეთ."


ბრაზილური მედია არ აზუსტებს, თუ სად იმყოფებოდა ამ დროს მკვლელის ქმარი.

0
288
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
288
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0