x
მეტი
  • 14.03.2025
  • სტატია:140935
  • ვიდეო:351932
  • სურათი:513748
N1
ოცდამეერთე საუკუნეში, სადაც უამრავი ურთიერთობა, ცივილიზაციის ბევრი “სიკეთე", ტექნოლოგიური განვითარების სიგიჟემდე მისული დონე და ცხოვრების გიჟური რიტმია...

დგები 34 წლის, საშუალო ფენას მიკუთვნებული ჰომოსაპიენსი (ეს ერთად იწერება თუ არა არ მახსოვს), თმაში უკვე ჭაღარა შერეული, მაგრამ მაინც ჯიუტად ახალგაზრდა ქალი და იწყებ წერას იმაზე რაც მოსაწყენი ყოველდღიურობაა, რუტინა, საქმე, გართობა და ა. შ. - უბრალოდ ცხოვრება.

არადა წერა არ უნდა იყოს საჭირო, ისედაც ყველაფერი ხელშესახები, თვალშესახები და ნათელი უნდა იყოს.

მაგრამ არ არის!


არც გვესმის ერთმანეთის, არც ვლაპარაკობთ, არც გვიყვარს, არც მოგვწონს, არც გვძულს, არც კი გვეზიზღება. არ არის ემოცია გრძნობა, სიმკვეთრე, გულწრფელობა.

ამ ყველაფერს ვთამაშობთ და მივათრევთ მოსაწყენი ცხოვრების დღეებს.

მერე ქუჩაში გამოსვლისას ვალდებულებით ვუღიმით ერთმანეთს.

ვეკითხებით: როგორ ხარ? არადა პასუხი სულ ერთია ჩვენთვის

სამსახურში ნათქვამი : ყავა ხომ არ გინდა და ვალდებულებით სხვისთვის დახარჯული შენი დროის 3 წუთი მიგაჩნია მნიშვნვნელოვნად.

საღამოს, პურით ხელში რიგში მდგარი დაღლილი ვირის სახით და ნაძალადევად გაღიმებული მოლარე, რომელსაც ერთი სული აქვს ცვლა გადააბაროს და სახლში წავიდეს.

სახლში მისულს ყველაფრის მოსწრება, ყელში წაჭერილი ყოფითი ვალდებულებების ხროვა და აბაზანაში 15 წუთით შხაპის ქვეშ განებივრება საკუთარი გაშიშვლებული “მე" -ს.

ძილის წინ სქროლვა, სხვისი “ლამაზი" ცხოვრებისთვის თვალის შევლება და შური და იმედი და დაპირება: მეც შევძლებ ოდესმე.


და მერე იქმნება სიბნელე



0
1
შეფასება არ არის
ავტორი:დაე იქმნას ნათელი
დაე იქმნას ნათელი
1
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0