საბუნებისმეტყველო ჩვენი სიცოცხლის ხანგრძლივობას განმსაზღვრელი 3 ძირითადი ფაქტორი დღეს, 9:00 როგორც ექიმები და მეცნიერები ამტკიცებენ, ამ სფეროში, ხანგრძლივი კვლევის და დაკვირვების შედეგების რეზიუმირებას თუ გავაკეთებთ, სამი პუნქტი იკვეთება, რომელიც ყველაზე მეტად მოქმედებს ჩვენს ჯანმრთელობაზე და სიცოცხლის ხანგრძლივობაზე. იმისთვის რომ ჯანმრთელობა შევინარჩუნოთ და დიდხანს და ბედნიერად (ჯანმრთელობა, ხომ ყველაზე დიდი ბედნიერებაა ქვეყანაზე) ვიცხოვროთ, საჭიროა: სტრესის მინიმალიზება, ნებისმიერი ხერხით: სიცილი, ირონია, თვითირონია, მედიტაციით, მოთმინების უნარი — რაც უფრო მეტი ბარიერი იარსებებს სტრესისთვის, მით უფრო ხანგრძლივი, უსაფრთხო და ხარისხიანი იქნება ცხოვრება. ძილის მაქსიმალიზება. თუ ცუდად გძინავთ და დაღლილი იღვიძებთ, თუ არჩევანი, საძილე საშუალებით ძილს და დაძინებაზე უარის თქმას შორის უნდა გააკეთოთ, პასუხი ერთია — ძილი ნებისმიერი ხერხით და საშუალებით... და სულ ერთია როგორ. მთავარია დაიძინოთ! უძილობა უფრო სახიფათოა ჯანმრთელობისთვის, ვიდრე დამოკიდებულება საძილე საშუალებებზე. საკვების ოპტიმიზება. ყოველთვის, როდესაც პირს იმისთვის აღებთ, რომ დანაყრდეთ, ან წყურვილი დაიკმაყოფილოთ, იმაზე იფიქრეთ, თუ რა ხვდება ორგანიზმში და რამდენად სასარგებლოა ეს მისთვის? არხის სხვა სიახლეები:* ჰიტლერის "კავკასიური გეგმები"* XXI საუკუნის ახალი დაავადება* ამ ფოტოებზე რა ხდება? – სახალისო სურათები, კონტექსტის გარეშე – 5 (30 ფოტო)* ოსტეოპოროზის ნიშნები და მასთან ბრძოლის ეფექტური გზები257 შეფასება არ არის
|