x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
"საქართველო შევიდა ქვეყნების სიაში, სადაც მორიგი ფერადი რევოლუცია ჩავარდა" - ბიძინა გიორგობიანი

image"მორიგმა რევოლუციამ ძალადობრივი ელემენტი დაკარგა და ჯერ-ჯერობით ქუჩის უვნებელი წარმოდგენებით გრძელდება.

image

ის ვინც გარკვეულია ფერადი რევოლუციების ანატომიაში, უჩნდება კითხვა, ხომ არ არის რუსთველზე გამართული საღამოს კარნავალები გარკვეული მანევრი? რის შედეგადაც უნდა განელდეს მოქალაქეთა აღშფოთება რევოლუციონერთა სისასტიკეზე, აქციების დასაწყისში. გაჩნდეს „პროტესტანთა“ მიმართ თანაგრძნობა, როგორც ეს გაწერილია მათ სახელმძღვანელოებში. რაში გადაიზრდება ეს უხარისხო სცენები მალე ვნახავთ. მე პირადად მიმაჩნია, რომ მაკკეინის ინსტიტუტის მოძველებული მეთოდებით შედგენილი და გონებასუსტ ლორა თორნტონის მიერ გამოქვეყნებული ინსტრუქციები, ვერც ერთ ქვეყანაში ვერ იმუშვებს სადაც გამართულად ფუნქციონირებს სახელმწიფო ინსტიტუტები. შესაძლოა „უწყვეტი პროტესტი“ სხვადასხვა ფორმებით გააგრძელონ მუნიციპალურ არჩევნებამდე და იქ სცადონ კიდევ ერთჯერ დესტაბილიზაცია, მაგრამ ეს ნაკლებ სავარაუდოა. როგორც ჩანს ევროპასა და აშშ მიმდინარე პოლიტიკური ცვლილებები მალევე აისახება საქართველოს პოლიკური პარტიების მომავალზე. როგორც დღეისათვის ჩანს 12 წლის მანძილზე ოპოზიციამ ვერ შექმნა ხელისუფლებისაგან განსხვავებული სოციალურ/ეკონომიკური პლატფორმა და შემოიფარგლა მხოლოდ გარედან დაფინანსებული და თავსმოხვეული ფერადი რევოლუციის შემსრულებლის ფუნქციით. ოპოზიციის სამწუხაროდ უნდა ვთქვათ, რომ საქართველო შევიდა ქვეყნების სიაში, სადაც მორიგი ფერადი რევოლუცია ჩავარდა.
image
საკმაოდ დიდია იმ ქვეყნების ჩამონათვალი სადაც ფერადი რევოლუციები უშედეგოდ დასრულდა (ბელორუსი 2005- 2020, რუსეთი 2011-2013, ჩინეთი 2011-2014, ირანი 2009, უზბეკეთი 2005, ვენესუელა 2014-2024), ჩვენთვის ალბათ საინტერესოა ამ ქვეყნების შემდგომ ბედზე დაკვირვება. იმ ქვეყნებში სადაც ფერადი რევოლუცია ვერ შედგა, ერთგვარი იმუნიტეტი დამკვიდრდა რევოლუციებზე, მაგრამ გაიზარდა სხვა საფრთხეები. ფერადი რევოლუცია ქვეყანაში შემოდის პროგრესის სახელით, მაგრამ შედეგად მოაქვს ქაოსი, ტერორი და არსებული ეკონომიკის პარალიზება. ჩავარდნილი რევოლუციის შედეგად კი რჩება, გაძლიერებული სახელმწიფო ინსტიტუტები და მათდამი მტრად განწყობილი, დამარცხებული რევოლუციის დამკვეთ-დამფინანსებლები, მათი მორჩილი საერთაშორისო ფინანსური „ინსტიტუტები“, რომლებიც ყველანაირად ხელს უშლიან სიტუაციის ნორმალიზებას და შემდგომ განვითარებას.
image
საკუთარი, სუვერენული უფლებების დაცვის შემდეგ უმტკივნეულო გადასვლა საერთაშორისო ურთიერთობებში, რევოლუციით დაზარალებული ქვეყნებისათვის დღევანდლამდე შეუძლებელი იყო. აშშ-ში მიმდინარე შიდა პოლიტიკური განახლების და „ტრამპიზმის“ ფენომენი გარკვეულ იმედს იძლევა, რომ საერთშორისო ურთიერთობების გადატვირთვა შესაძლებელი გახდება და აღარ მოხდება იმ ქვეყნების მარგინალიზაცია, სადაც ვაშინგტონის და მისი მარიონეტი ბრიუსელის რევოლუციური სცენარი ჩავარდა. ასევე საკითხავია შექმნის თუ არა საქართველოსათვის სიძნელეებს აღნიშნულ გზაზე, საკანონმდებლო ინიციატივა, რომლის მიხედვითაც რევოლუციის მცდელობა რომელიმე ქვეყნის მხრიდან ჩაითვალოს ქვეყანაში ინტერვენციად, აქედან გამომდინარე ყველა შედეგებით?"-წერს სოციალურ ქსელში ეკონომისტი, პოლიტიკოსი და გარემოს დაცვის ყოფილი მინისტრი ბიძინა გიორგობიანი.
0
1129
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
1129
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0