x
image
თამილა გურაშვილი
Mediator image
მამა ბასილი მკალავიშვილი: ჩვენი მრავალტანჯული საქართველო კვლავ შველას ითხოვს..

image
ჩემო სულიერნო შვილნო, ძმანო და დანო, ჩვენი მრავალტანჯული საქართველო კვლავ შველას ითხოვს, მისი ქვაკუთხედი „ენა, მამული სარწმუნოება“ განსაცდელშია, ჯერი ჩვენზეა.
ყოველწლიური შობით, ჯვარცმით, აღდგომით, სასწაულებრივი ცეცხლის გარდამოსვლით უფალი თანადგომას გვიცხადებს, მფარველობას გვიდასტურებს. ჩვენც ვადიდებთ, თაყვანისვცემთ, ვმოწმებთ, მაგრამ საქმით ვადასტურებთ? რა თქმა უნდა არა. მართალია, 9 წლიანი ფაშისტური რეჟიმის შემდეგ განიდევნა პირსისხლიანი მონსტრი - ჯალათი სააკაშვილი, მაგრამ არაფერი შეცვლილა, პირიქით, ის პატიმრობის დღეებს კომფორტულ პირობებში ატარებს და იქედან მართავს ორჯონიკიძეების – მოღალატეების ქმედებებს.
შეგახსენებთ სოროსის სიტყვებს: „ქართველებს საკუთარი ისტორია უნდა დავავიწყოთ, სხვა ერებში ისე ავთქვიფოთ, რომ ვერავინ მიხვდეს ვინ ქართველია და ვინ არა“ .
მე შევახსენებდი გვარამიას, მელიას ვაშაძეს, ხოშტარიას, ბოკუჩავას, სამადაშვილს, დეკანოიძეს, ხაზარაძეს და სხვებს საქართველოს დაუძინებელ მტრებს, რანი იყვნენ წარსულში, რანი არიან დღეს (პირწავარდნილი ტერორისტები) და რანი იქნებიან მომავალში (ღმერთმა დაგვიფაროს მაგათგან). ჩვენი სამშობლო ის ქვეყანაა (მსოფლიოს სხვა ქვეყნებთან განსხვავებით), სადაც ოდითგანვე მკაცრად იცავდნენ ერის ღირებულებებს, ზნეობრივ ნორმებს, ოჯახის სიწმიდეს. ამ ღირებულებების ფესვები ქრისტინობიდან მოდის. რა იქნებოდა საქართველო ქრისტიანობის გარეშე? მან მოგვიყვანა დღემდე, სწორედ ჩვენმა სახელოვანმა წინაპრებმა იღვაწეს, შეგვიქმნეს ფასდაუდებელი სიმდიდრე სულიერი, მრავალ ქარ–ცეცხლში ატარეს საუკუნეებით ერი, გოლგოთის ეკლიანი გზით, მძიმე ჯვრით, საკუთარი სიცოცხლის სამსხვერპლოზე მიტანით ტაბლად დაგვიდეს ერის ინტერესებთან ჩადუღაბებული მართლმადიდებლობა.
დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე ქვეყანა დიდი დილემის წინაშე დგას. ამოდენა შური, ბოღმა, მტრობა, ქვეყნის სიძულვილი როდის დაგროვდა?
წმიდათა–წმიდა ადგილია 9 აპრილის მემორიალი, სადაც ზვარაკად შეწირულმა გოგო–ბიჭებმა ამ საბედისწერო დღეს სული უფალს მიაბარეს. სწორედ ამ ადგილის დაცვისთვის გულანთებულმა ბიჭებმა (დღესაც საპატიმროში ზიან სამწუხაროდ) თავი გადადეს, რათა „ლგბტ“– თა დაჯგუფებას არ წაებილწათ ის.
დღეს კი ამ ეგზალტირებულმა ვაი-ქართველებმა სამარცხვინო აღლუმი უკვე ჩაატარეს. საღად მოაზროვნე ადამიანთა ცნობიერებაში გაცოცხლდა პერიოდი, როცა აღამაჰმად ხანი და თურქ-სელჯუკები აოხრებდნენ ჩვენ ქვეყანას. სწორედ ეს ვაი-ქართველნი პირადი ინტერესებიდან გამომდინარე, სავარძლებისა და ხელისუფლების სათავეში მოსვლის ჟინით აღტკინებულნი ( მათი მიზანია შექმნან ქვეყანა გარედან მართული, ცალ ფეხზე მდგარნი იქნებიან მათი ვასალები), ნაშიერნი არიან ვინც ილიას ესროლა, ვინც 8 აგვისტოს ქართული გენი – ვაჟკაცები არტილერიის და ბომბების ცეცხლში მიატოვა; ვინც დღისით–მზისით დახვრიტა აკადემიკოსი ბატონი გურამ შარაძე, ვინც უმოწყალოდ აწამა ციხეში სულხან მოლაშვილი ( უშუალო მოწმე ვარ, ჩემი პატიმრობის დროს მეზობელ ოთახში იმყოფებოდა), რომელი ერთი ჩამოვთვალო.
ვერ აცნობიერებენ ცოდვას, ყიდიან საქართველოს გრანტებზე, უბიძგებენ სხვებს მიუტევებელ ცოდვისკენ. ე. წ. ოპოზიციის ფეხქვეშ უნდა იწვოდეს წინაპართა სისხლით გაპოხიერებული მიწა. მათ არ ეგებათ ქრისტიანული განსვენება.
ყოვლად წარმოუდგენელია - ქალური მენტალიტეტისგან დაცლილი ფრანგი, საქართველოში აგენტურული მისიით შემოპარებული ზურაბიშვილი, სულიერად გაღარიბებული, ქართველმა ხალხმა ნდობა გამოუცხადა, მან კი ფეხქვეშ გათელა კანონი, კონსტიტუცია, ერის ინტერესები, სარწმუნოება (რომლისგან ძალიან შორს დგას). იქამდე გაკადნიერდა, სათავეში ჩაუდგა სამშობლოს მოღალატეთ და რაც შემაძრწუნებელია, ამ ბარბაროსულ მოვლენებში გაუთვითცნობიერებული ბავშვების ჩართვა მოინდომა.
გაიმეტეს ქვეყანა, წინაპართა ხსოვნა, ყოველივე ეროვნული, ეკლესია, მისი სიწმიდეები, ამით გარკვეული პრობლემები შეუქმნეს ჩვენს მომავალს. ნუთუ დამრიგებელი არავინა ჰყავთ, ვის შექმნილს ანგრევთ, წვავთ, ანადგურებთ, რას დაამსგავსეთ ქალაქის გული. თქვენ გსურთ ხელისუფლებაში მოსვლა? შეჩერდით. თქვენ არა გაქვთ უფლება ქართველი ხალხის სახელით ისაუბროთ. ქართველი ხალხი წარმოადგენს იმ უმრავლესობას, რომელიც არჩევნებმა დაადასტურა. ერი ჯერჯერობით დუმს, ერიდება სამოქალაქო დაპირისპირებას, საჭიროების შემთხვევაში კი დადგება მათ გვერდით, ვინც სამშობლოს სიყვარულით, მის საკეთილდღეოდ აკეთებს ყოველივეს. რაც შეეხება პრეზიდენტყოფილს, ღმერთს მივანდოთ მის მიერ ჩადენილი ღალატის საზღაური, რომელიც მეტად მძიმე იქნება.
როგორც ხანდაზმული, მრავალ ჭირ–ვარამ გამოვლილი მოძღვარი, რომელიც ათეული წლების წინ მარტო ჩემ მრევლთან ერთად ვებრძოდი მსოფლიო ბოროტების მანქანას, მოუწოდებდი ხელისუფლებას, სასულიერო პირებს მიეხედათ სულიწმიდის მგმობელ სექტებისთვის. მაშინ დუმდა ერი, ბერი. სოროსს შინაურ მტრებთან ჰქონდა მზაკვრული გეგმა – მართლმადიდებლობის ამოძირკვა.
ნაციონალური პარტიის დამარცხების შემდეგ ფაქტობრივ ხელისუფლებას ინტერვიუბით მოუწოდებდი - გაეუქმებინათ დამნაშავე პარტია, პირიქით, კოჰაბიტაციით გათავხედებულნი, საკმაოდ ძლიერ მავნებლებად მოგვევლინა, რომლის ამოძირკვა საკმაოდ რთულია, სავალალო შედეგი სახეზე გვაქვს. საკმაოდ რთულ გამოწვევის წინაშე აღმოჩნდა ხელისუფლება. ჯერჯერობით თავს ართმევენ შემოტევებს; ღმერთი შეეწევათ კეთილი საქმეების აღსრულებაში. ყოველივე მიმდინარე პროცესები ხელისუფლების სულიერი გამოცდაა, რომელ გზას აირჩევენ – ბელიარის თუ ქრისტეს ეკლიან, მაცხოვნებელ გზას.
ნუ შეგაშინებთ, ოკეანესგაღმელთა, დასავლეთის მუქარა. მიენდეთ ღმერთს, ყოვლადწმიდა დედას, ყოველივეს შეგაძლებინებთ. 15 ამერიკელი კონგრესმენი ითხოვდა ჩემ დაპატიმრებას. ჩვენ თავი არ დაგვიხრია, მხოლოდ მრევლი და ბატონი გურამი იყო ჩემთან. იმ ეტაპზე საკმაოდ შევაჩერეთ როგორც შინაური, ისე მომხვდური მტერი. მე დამიჭირეს, ბატონი გურამი დახვრიტეს, მაგრამ ჩვენ გამარჯვებულნი დავრჩით, რამეთუ, ქრისტეს გზისგან არ გადაგვიხვევია, როგორც ბჟეზინსკი ოცნებობდა - მართლმადიდებლობას დაამხობდა, ვერ აღასრულეს. იმ პერიოდში და საერთოდ, არ ჩამკვდარა ბრძოლა მართლმადიდებლობისთვის, რამეთუ, ის დაუმარცხებელი ბასტიონია ჩვენი ერის ღირებულებებში ჩადუღაბებული.
ჩვენი მტრები ლამობენ უკრაინის ბედი გავიზიაროთ. ამას ქართველი ერი არ დაუშვებს, ყოველივეს უფალი მართავს, გვიცავს ყოვლადწმიდა დედის, როგორც ილია ბრძანებს: „ ჩვენი თავი ჩვენვე უნდა გვეყუთნოდეს“.- მამა ბასილი მკალავიშვილი
0
233
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
233
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0