რელიგია 5 ყველაზე ცნობილი რელიგიური სასწაული 4 იანვარი, 13:00 ![]() წმინდა მარიამის გამოცხადების შემთხვევები ჩვენს ეპოქაშიც ხშირად ხდება..გამოცხადების შემდეგ, როგორც წესი წმ.მარიამი მრევლს ლოცვისკენ მოუწოდებს..ან წინასწარმეტყველებს, ამათგან ყველაზე ცნობილი წინასწარმეტყველება გახლავთ "ფატიმას საიდუმლო". სკეპტიკოსები მიიჩნევენ, რომ ეს გახლავთ მასიური ისტერია და ჰალუცინაციები, სხვა მკვლევარები კი ამ მოვლენებს ამოსთან აიგივებენ. ![]() 2-ანგელოზის გამოცხადება-არსებობს უამრავი ფაქტი კერ კიდევ უძველეს წიგნებში აღწერილი, რომ ადამიანებს მოუწიათ ანგელოზთან შეხვედრა. ანგელოზის აღწერა თითქმის იდენტურია, მანათობელი თეთრებში გამოწყობილი ულამაზესი სახის ნაკვთებით... ის თითქოს ჩნდება ყველაზე კრიტიკულ მომენტში:მაგალითად, როდესაც ადამიანმა თავის მოკვლა გადაწყვიტა ან იყო ასეთი შემთხვევა:გვიან ღამით ქალს ავტომობილზე დაეშვა საბურავი, სიტუაცია უიმედო იყო..ვიღაც გამოჩნდა არსაიდან, გამოუცვალა საბურავი ქალს და ისევ უკვალოდ გაქრა. ![]() 3-სტიგმატები-ერთ-ერთი ყველაზე უცნაური და ურთიერთგამომრიცხავი სასწაული, როდესაც ადამიანს უჩნდება ჭრილობა სხეულის იმ ნაწილებზე, რომელიც ქრისტეს წამების შემდეგ ჰქონდა. ყველაზე ცნობილი ჩვენი დროის შემთხვევა გახლდათ პიგმანტები წმ.პიოს სხეულზე, იგივე პადრე პიო(1887-1968)...თუმცა ხშირად შარლატანობასაც ჰქონდა ადგილი. თვით პადრე პიოზეც ეჭვი ჰქონდათ, რომ მჟავათი იზიანებდა სხეულს.. არსებობს კიდევ ფსიქოლოგიური მომენტიც, ღრმა მორწმუნე ადამიანს თვით შეგონების საფუძველზე შეიძლება მართლაც გაუჩნდეს ლაქები სხეულზე. ![]() მსგავსი მოვლენები მთელს მსოფლიოში ხდება ხოლმე ცნობილი, მათ შორისაა ყველაზე გახმაურებული შემთხვევები:ქრისტეს ხატი ბეთლემის მაცხოვრის შობის ტაძარში, ხატზე ხშირად შეუნიშნავთ სისხლიანი ცრემლები.მადონას ტირილი ტორონტო, კანადაში.მტირალი წმ.მარიამი ანტიოქიის მართლმადიდებულ ეკლესიაში და სხვა. ![]() თუმცა რამდენიც არ უნდა იკამათონ მკვლევარებმა ტურინის სუდარის გარშემო, აუხსნელ გამოცანად რჩება ქრისტეს 3 განზომილებიანი გამოსახულება. თანამედროვე ფიზიკისთვის უცნობმა გამოსხივებამ, რომელიც წამის მემილიონედების განმავლობაში გრძელდებოდა, სუდარაზე დატოვა უზუსტესი ფოტოგრაფიული გამოსახულება, რომლის სისქე სულ რამდენიმე მიკრონია. ![]() 270 2-ს მოსწონს
|