x
image
თამილა გურაშვილი
Mediator image
გრიშა ონიანის პასუხი თეა დარჩიას

image "ქალბატონ“ თეა დარჩიას


მე პირადად თქვენგან საჯაროდ მოხდილ ბოდიშს არ ვიღებ!


თქვენი გამოთქმული აზრი ქართულ სიმღერაზე ქვეცნობიერმა გიკარნახათ, ცნობიერი „ბოდიში“ კი ხალხის საერთო აღშფოთებამ და შიშმა გათქმევინათ.


რამ გაგაბოროტათ?!ასე რამ აგაღელვათ უფრო მეტად ქალბატონები?! უდიდესი პატრიოტების მიერ აღზრდილო ქალბატონებო, რომ ასე გძულთ საქართველო, ქართული ტრადიციები და კულტურა. ან თქვენ ვინ უნდა განდოთ ნორჩი თაობები აღსაზრდელად, როდესაც ასეთი ბოღმა და სიძულვილი გაქვთ გულში ჩანერგილი?



როგორც დიდი ვაჟა იტყოდა:


„ვერაფრით ამოვუყვანე უბეს ნაჯდომი გველია“.


მრავალ საუკუნე გამოვლილი 150 სვანური სიმღერა, რომელიც აკაკი შანიძემ და ვარლამ თოფურიამ აღწერეს გასული საუკუნის 30-იან წლებში და მარგალიტებად შემოუნახეს შთამომავლობას, მათ შორის „ლილეო“ და „რიჰო“, რომელზედაც ლადო ასათიანი წერდა:


„მყისვე გაისმა ლილე ამაყი,


მთებით, ბუნების ჰიმნი სვანური“.


რომელმაც შეაზანზარა არა მხოლოდ კავკასიონი, არამედ მე-20 საუკუნეს კოსმოსში უნდა გაეგზავნა მომავალი ცივილიზაციებისათვის ეს მზის საგალობლები კახურ „ჩაკრულოსთან“ ერთად.


თქვენ უსამშობლო ქართველების თავის მოსაწონად მას კნავილი უწოდეთ. ეს არა მარტო ბოდიშის მოსახდელი ქმედებაა, არამედ თვითმკვლელობის მცდელობაა, რომელიც ლეტალური შედეგით დასრულდა" - წერს სოციალურ ქსელში გრიშა ონიანი.

Возможно,  это изображение книга,  дневник и текст
1
732
1-ს მოსწონს
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
732
  
3 იანვარი, 22:13
გასული საუკუნის 30 წლებში ბოლშევიკები ქართული სიმღერების წიგნს გვიბეჭდავდენ, ეხლა დასავლური დემოკრატიის მონები ქართულ სიმღერებს გვიგინებენ. უკვე აღრ მიკვირს რატომ ხვრიტავდნენ ბოლშევიკები ინტილიგენციას, ინტილიგენცია რა ნაგავიც დღესაა ის ნაგავი იყო მაშინაც.
0 1 1