მსოფლიოში უდიდესი არალეგალური ცეცხლსასროლი იარაღის მწარმოებელი საწარმო
3 იანვარი, 16:09
მსოფლიოში იარაღით ვაჭრობა საერთაშორისო ბაზარზე, ძალიან სარფიანი და მომგებიანი საქმეა, თუ იარაღის ექსპორტიორი ქვეყანა მყიდველს სხვებზე უკეთეს, ხარისხიან და გამძლე საბრძოლო იარაღს და ზოგადად ტექნიკას სთავაზობს. იარაღის მწარმოებელი ქვეყნების სია საკმაოდ დიდია, პატარა ქვექნებმაც კი დაიწყეს ისეთი შეიარაღების შექმნა, რომელიც კონკურენტუნარიანია ბაზარზე და კარგ ფასადაც იყიდება. ამ ქვეყნების ჩამოთვლა ძალიან შორს წაგვიყვანდა და ამაზე არ შევჩერდები, სტატიის მიზანიც არაა თქვენთვის იარაღის მწარმოებელი ქვეყნები გამეცნო, მე მინდა გაგაცნოთ, მსოფლიოში უდიდესი, ცეცხლსასროლი იარაღების მწარმოებელი არალეგალური საწარმო გაგაცნოთ.
პაკისტანში დარა ადამ ხელში-მდებარე არალეგალური, სხვადასხვა კალიბრის და ტიპის ცეცხლსასროლი იარაღის კუსტარულად წარმოების პროცესი გაგვაცნო ვიდეო არხმა, რომელსაც ცნობილი ესპანელი ბლოგერი ქალი «Jenn sin limites» მართავს. ფილმი სამოყვარულოა და არალეგალური იარაღის წარმოების პროცესსაც და იარაღის გასაყიდ ბაზარსაც წარმოგვიდგენს. იარაღებში კარგად ჩახედული ადამიანი გაკვირვებას ვერ დამალავს, რადგან კუსტარულ საწარმოში, კუსტარული დაზგებით ისეთ მაღალ დონეზე აკეთებენ იარაღბს. აქ ვიზუალზე მაქვს საუბარი და არა თავად იარაღის მასალის და მექანიზმის საიმედოობაზე. ხელნაკეთი იარაღიც ისვრის მომაკვდინებელ ტყვიის გულას და მაღალი ხარისხის, მაღალტექნოლოგიურად დამზადებულიც შესაბამისად. აქ თავად პროცესია საინტერესო, იმდენად მოძველებულ დაზგებზე და დამხმარე საშუალებების მეშვეობით მზადდება უზარმაზარი რაოდენობის ცეცხლსასროლი იარაღები, რომელთა გაყიდვის პრობლემა მწარმოებლებს, როგორც ჩანს აშკარად არა აქვთ. ბუნებრივია აქ სახელმწიფო არმიის შესაიარაღებლად არავინ მისცემს დაკვეთას, მაგრამ კერძო პირები, რომ არ ყიდულობდნენ ან თუნდად ტრორისტული ორგანიზაციები ეს საწარმოც გაკოტრდებოდა და საწარმოც დაიხურებოდა.
წარმოგიდგენთ ვიდეოს კუსტარულად იარაღის წარმოება-გაყიდვის ცებტრზე.