x
მეტი
  • 06.01.2025
  • სტატია:139213
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512649
გერმანიაში პოლიციელებისათვის პეტარდების სროლის გამო 640-ზე მეტი ადამიანია დაკავებული

image
თბილისში, ძირითადად რუსთაველზე პეტარდების პოლიციელებისათვის სროლის გამო რამდენიმე ათეული ადამიანი დააკავეს, რომლებსაც ოპოზიციამ, არასამთავრობო ორანიზაციებმა და დემონსტრანტებმა პოლიტიკური პატიმრები უწოდა.
ანალოგიური ქმედებების გამო გერმანიაში 64-ზე მეტი ადამიანია დაკავებული და მათ უმეტესობას, როგორც გერმანული პრესა წერს სისხლის სამართლის საქმეა აღძრული ანუ გასაგებ ენაზე, რომ ვთქვა დაკავებულების დიდ ნაწილს თავისუფლების აღკვეთა ემუქრება სხვადასხვა ვადით.

როგორც "BILD"-ის კორესპონდენტებმა დააფიქსირეს, ახალი წლის ღამეს გერმანიის სხვადასხვა მხარეში, რიგ ქალაქებში გერმანიის ხელისუფლებით უკმაყოფილო მოქალაქეების დიდმა ჯგუფებმა პეტარდებით იერიში მიიტანა პოლიციელებზე, სამაშველო და სახანძრო სამსახურებზე. ყველაზე მეტად დაზარალდა პოლიციელები, რომელთა ნაწილის ჰოსპიტალიზირება გახდა საჭირო, რადგან პეტარდების მოხვედრამ ნაფლეთი ჭრილობები გამოიწვია, რასაც ბუნებრივია სისხლდენა მოჰყვა.

განსაკუთრებით დიდი აგრესია იქნა მიმართული ბერლინელი სამართალდამცველების მიმართ, შესაბამისად ტრავმირებული პოლიციელების დიდი წილი სწორედ ბერლინის პოლიციელებზე მოდის.
პოლიციის სპეცრაზმებმა 640-ზე მეტი ექსტრემისტი დააკავა და მათ უმეტესობას, როგორც მოგახსენეთ სისხლის სამართლის მუხლები მიუყენეს, რაც სახელმწიფოს ოფიციალურ წარმომადგენლებზე თავდასხმას გულისხმობს და 1 წლიდან 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალიწინებს.

ნაწილის მიმართ ადმინისტრაციული განაჩენი უკვე გამოიტანეს და საკმაოდ "მსუყე" ჯარიმით გამოუშვეს დროებითი დაკავების იზოლატორებიდან.

ბერლინში, როგორც მოგახსენეთ განსაკუთრებული სისასტიკე იქნა გამოვლენილი ადგილობრივი პოლიციის მიმართ, მაგრამ სამართალდამცველების წინააღმდეგ "არაკეტო" იერიშები განხორციელდა ტიურინგიის მხარეში, ქაკაქ ვეიმარში, სადაც პეტარდების "კანონადის" გამო საპატრულო ეკიპაჟის მანქანას ხანძარი გაუჩნდა.

საქსონიის მხარეში, ლეიფციგში ასევე პოლიციის მანქანებზე იქნა იერიში მიტანილი პეტარდებით და მსხვილკალიბრიანი პიროტექნიკით, რის გამოც ტროლეიბუცი დაიწვა, რომელსაც პოლიციის მანქანისათვის ნასროლი რაკეტები მოხვდა.

ჰამბურგშიც "გამოიჩინეს" თავი თავდამსხმელებმა. ჯამში 60-ზე მეტი პოლიციელია ჰოსპიტალიზირებული.
არცერთ გერმანელს არ მოსვლია თავში, დაკავებულებისათვის ოფიციალურად მხარდაჭერა გამოეხატა და მათთვის პოლიტიკური პატიმარი ეწოდებინა.

0
54
6-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
54