საზოგადოებრივი მეცნიერებმა მსოფლიოს უძველესი რუკა გაშიფრეს დღეს, 8:53 ბრიტანეთის მუზეუმის მკვლევარებმა, მსოფლიოს უძველესი რუკის საიდუმლოს ამოხსნა შეძლეს. რუკა, სავარაუდოდ, 3000 წლის არის და ის, ხსენებულ მუზეუმში, ჯერ კიდევ 1882 წ. მოხვდა. თუმცა, რუკაზე არსებული წარწერების შინაარსი და მისი ზოგიერთი სიმბოლოს მნიშვნელობა, ამ დრომდე საიდუმლოდ რჩებოდა. მეცნიერებმა რუკის დაკარგული ნაწილის დასრულება და ლურსმული გზავნილის გაშიფვრა მოახერხეს. ეს ფირფიტა, მსოფლიოს უძველეს რუკად ითვლება, მათ შორის, რომელიც ოდესმე აღმოუჩენიათ. ის სქემატურ გამოსახულებებს და აქადურ ენაზე ამოტვიფრულ ორ წარწერას შეიცავს. არტეფაქტი ერაყის სამხ. ქ. აბუ ჰაბას გათხრების დროს აღმოაჩინეს და ძვ. წ. აღრ. VI ს–ით არის დათარიღებული. სქემატურ სურათზე მესოპოტამიის რეგიონია გამოსახული. ის გვიჩვენებს, თუ რა წარმოდგენა ჰქონდათ ბაბილონელებს, იმ სამყაროს შესახებ, რომელშიც ცხოვრობდნენ და მის მიღმა. მკვლევარები აღნიშნავენ, რომ წრე, პირობითი მესოპოტამიის გარშემო, იმის ნიშანია, რომ რუკის შემქმნელები, თავიანთ რეგიონს, მსოფლიოს ცენტრად მიიჩნევდნენ. რუკაზე, მდ. ევფრატის ნახვაც შეიძლება. ხოლო, ორმაგი წრე, რომელიც მესოპოტამიას აკრავს, მსოფლიოს საზღვრების დემონსტრირებაა. პატარა წრეებით კი, რუკაზე ქალაქები და ქალაქის ტიპის დასახლებებია დატანილი. რაც შეეხება ბაბილონს, ის უფრო მასშტაბურად – მართკუთხედის ფორმის ფიგურით არის აღნიშნული. მაგრამ, გაცილებით საინტერესო, ფირფიტის უკანა მხარეს დატანილი ტექსტის შინაარსია. ის ნოეს კიდობნის ბიბლიურ ისტორიას მოგვითხრობს, ბაბილონელების ვერსიით და ასევე, მითურ არსებებს აღწერს. კერძოდ, ჩანაწერში ნათქვამია, რომ აღწერილი წრის მიღმა, იყო მთა, რომელსაც ღვთაების ბრძანებით შექმნილი კიდობანი დაეჯახა. ფირფიტა ასევე ადასტურებს, ბაბილონელთა რწმენას ღმერთი მარდუქისადმი* და რიგი მითიური არსებებისადმი, როგორიცაა მაგ., კაცი-მორიელი და ლომისთავიანი ფრინველი. * მარდუქი ენქის შვილი იყო, რომელიც შუმერული წყაროების მიხედვით, დედამიწაზე ნიბირუდან ჩამოვიდა: «სპარსეთის ყურის, ან არაბეთის ზღვის სანაპიროზე, პლანეტა ნიბირუდან ანუნაკების 50 კაციანი ჯგუფი დაეშვა. მათი მისია დედამიწაზე ოქროს მოპოვება იყო. ხოლო, ექსპედიციას ნიბირუს მმართველის, ანუს («ღვთიური») შვილი – ენქი (ეა) («ის, ვისი სახლიც წყალია») ხელმძღვანელობდა, რომელიც საუკეთესო მეცნიერი და დედამიწაზე ქ. ერიდუს დამაარსებელ იყო. თუმცა, საჭირო რაოდენობის ძვირფასი ლითონის მოსაპოვებლად, დამატებითი ძალები გახდა საჭირო და ჩვენს პლანეტაზე, კიდევ 600 კოლონისტი ჩამოვიდა. მათ შორის იყო ენლილი («უზენაესი მმართველი»), ნიბირუს მმართველის მეორე ვაჟი და ენქის ძმა. გაგრძელება >>> არხის სხვა სიახლეები:* მეცნიერებმა ემბრიონი, სპერმის, კვერცხუჯრედის და საშვილოსნოს გარეშე გაზარდეს* ჩვენი სიცოცხლის ხანგრძლივობას განმსაზღვრელი 3 ძირითადი ფაქტორი* ჰიტლერის "კავკასიური გეგმები"* ოსტეოპოროზის ნიშნები და მასთან ბრძოლის ეფექტური გზები392 1-ს მოსწონს
|