x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
მეცნიერებმა ემბრიონი, სპერმის, კვერცხუჯრედის და საშვილოსნოს გარეშე გაზარდეს

უამრავი ფილმის გახსენება შეიძლება, რომლის სიუჟეტს საფუძვლად, ადამიანის კლონების შექმნა უდევს... და იქნებ, ჩვენ რეალურად, სწორედ მსგავსი რამისკენ მივდივართ?!

ისრაელის ვეიზმანის მეცნიერების ინსტიტუტის მკვლევარებმა, ახალი კვლევა ჩაატარეს, რომელიც იგივე გუნდის, 2 მიმართულებით მიმდინარე კვლევების გაგრძელებას წარმოადგენს.


image


პირველი მიმართულებით ჩატარებული კვლევისას, მათ ღეროვანი უჯრედების რეპროგრამირება, ანუ სხვა უჯრედად, მისი დიფერენცირება ისწავლეს, მათ შორის, სხვა ღეროვან უჯრედებადაც. მეორე მიმართულება კი, ფოკუსირებული იყო მოწყობილობის შექმნაზე, რომელსაც საშვილოსნოს გარეთ, ემბრიონების უფრო ეფექტურად გაეზარდა შეეძლო.

ამ ორი მიმართულების კომბინაციით, გუნდს ახლა, თაგვის ყველაზე მოწინავე სინთეზური ემბრიონის გაზრდა შეუძლია. გარდა ამისა, ამ ემბრიონების გასაზრდელად, მათ სპერმა და კვერცხუჯრედი არ სჭირდებათ.

მართალია, მათი მეთოდი ჯერ კიდევ შორს არის სრულყოფილებისგან. ექსპერიმენტების დროს, უჯრედების უმრავლესობამ, განვითარება საერთოდ არ დაიწყო. საერთო ჯამში, 50 მცდელობიდან, ემბრიონის ჩამოყალიბება, უჯრედების მხოლოდ 0, 5% შეძლო.

ხოლო, რომელმაც ფორმირება შეძლო, დაახლოებით, 8 დღე იარსება, რაც თაგვის ფეხმძიმობის (17–24 დღე) ნახევარს შეესაბამება. ამ მომენტისთვის, ხელოვნურად შექმნილ ემბრიონებს, ორგანოების, ყველა ადრეული წინამორბედი უკვე ჩამოუყალიბდა. მათ შორის, გული, სისხლში მოცირკულირე ღეროვანი უჯრედები, ტვინი, ნაწლავის ტრაქტი და ხერხემლის ჩანასახი.

დეტალური შემოწმების შემდეგ, ჯგუფმა აღმოაჩინა, რომ შექმნილი ემბრიონის შიდა სტრუქტურების ფორმები და გენის ექსპრესიის ნიმუშები, 95% ემთხვეოდა ბუნებრივი ემბრიონის ანალოგიურ ფორმებს და გენებს. სავარაუდოდ, მათი ორგანოები ფუნქციონირებდა კიდეც.

ახლა კი იმის შესახებ, თუ რა საჭიროა სინთეზური ემბრიონების შექმნა? — რა თქმა უნდა, არავინ აპირებს ხელოვნური ადამიანის შექმნას... ამას აზრი არა აქვს. მეცნიერები, რომლებმაც კვლევა ჩაატარეს, ამბობენ, რომ ამ მეთოდს შეუძლია, სხვადასხვა პრეპარატების, ცხოველებზე ტესტირების საჭიროების მნიშვნელოვნად შეამცირებს და საბოლოოდ, შეიძლება, ის დიდი რაოდენობით ქსოვილის და ტრანსპლანტაციისთვის საჭირო ორგანოების წყარო გახდეს:

«ემბრიონი — ორგანოების დამზადების საუკეთესო "დანადგარი" და 3D–ბიო პრინტერია. იმის ნაცვლად, რომ თითოეული ტიპის უჯრედის გასაზრდელად, სხვადასხვა პროტოკოლები შევიმუშაოთ, მაგ., თირკმლის, ან ღვიძლის უჯრედები, ჩვენ შეიძლება, ემბრიონის მსგავსი სინთეტიკური მოდელი, ერთხელ შევქმნათ. ხოლო შემდეგ, ჩვენთვის საჭირო უჯრედების იზოლირება მოვახდინოთ... ამ შემთხვევაში, არ დაგვჭირდება იმის კარნახი, თუ რა მიმართულებით უნდა განვითარდეს ორგანო — ამას ემბრიონი, ყველაზე კარგად, თვითონ განსაზღვრავს».


imageარხის სხვა სიახლეები:


* ჰიტლერის "კავკასიური გეგმები"

* XXI საუკუნის ახალი დაავადება

* ამ ფოტოებზე რა ხდება? – სახალისო სურათები, კონტექსტის გარეშე – 5 (30 ფოტო)

* ოსტეოპოროზის ნიშნები და მასთან ბრძოლის ეფექტური გზები



0
212
შეფასება არ არის
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
212
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0