საზოგადოებრივი ჰიტლერის "კავკასიური გეგმები" დღეს, 8:27 ჰიტლერის მოსაზრება კავკასიასთან დაკავშირებით, ფაშისტური გეგმის – Ost–ის ("აღმოსავლეთ ტერიტორიების ათვისება") მასალების წყალობით, დიდი ხანის წინ გახდა ცნობილი... როგორც გაირკვა, კავკასია, ნაცისტების მიერ, მსოფლიო სიმდიდრის ხელში ჩაგდების გეგმაში, მნიშვნელოვან როლს თამაშობდა. ის, როგორც ნავთობით მდიდარი რეგიონი, ძალიან მოსახერხებელი იყო, ახლო აღმოსავლეთისკენ მიმავალი, ვერმახტის სატანკო კოლონებისთვის. გარდა ამისა, მისტიციზმით შეპყრობილ ნაცისტებს სჯეროდათ, რომ იალბუზის მახლობლად, სადღაც, ძველ არიელთა მითიური ქვეყანა – შამბალა* იყო... ამიტომ, 1942 წლის ზაფხულში, კავკასიის სასწრაფოდ ასაღებად, ჰიტლერმა რეგიონში უზარმაზარი ძალები გადაისროლა... და იმ წლის შემოდგომისთვის, ფიურერმა, დიდი დანაკარგების ფასად, თითქმის მთელი ჩრდ. კავკასიის დაპყრობა მოახერხა, ჩეჩეთ-ინგუშეთის, დაღესტნის და ჩრდ. ოსეთის ნაწილის გარდა. მთელი ტერიტორია, ვოლგიდან და დონიდან, თურქის და ირანის საზღვრამდე, ე. წ. კავკასიის რაიხსკომისარიატი (Reichskommissariat Kaukasien) უნდა გამხდარიყო. ხოლო, გერმანელებისთვის მეტად ფასეული ადიღეს, გროზნოს და რაც მთავარია – ბაქოს ნავთობის საბადოები, ბერლინის სპეციალური კონტროლის კონტროლის ქვეშ უნდა გადასულიყო. გეგმები ჰქონდათ ფაშისტებს, ადგილობრივ მოსახლეობასთან დაკავშირებითაც. ისინი იქიდან, ებრაელების და რუსების გადასახლებას გეგმავდნენ. ხოლო, სხვა ეთნოსის წარმომადგენლებს, არწმუნებდნენ, რომ მათი მხსნელები იყვნენ და ადგილობრივებში, კოლაბორაციონალებს ეძებდნენ... უნდა აღინიშნოს, რომ 1942 წლის შემოდგომაზე, ოკუპირებული კავკასიის ადმინისტრაცია უკვე დაკომპლექტებული იყო. ხოლო, კავკასიის რაიხსკომისრის თანამდებობაზე, რიგაში დაბადებული, NSDAP–ს წევრი, არნო ვოლფგანგ შიკენდანცი დაინიშნა. თუმცა, შიკენდანცმა დაკისრებული მოვალეობის შესრულება ვერ შეძლო, რადგან 1943 წლის იანვარში, სტალინგრადში დამარცხების შემდეგ, გერმანელებს კავკასიის დატოვებაც მოუხდათ. * 1942 წ. შემოდგომაზე, გერმანელები იალბუზის ირგვლივ ტრიალებდნენ და მშრალ ტბაზე, ე. წ. «გერმანულ აეროდრომზე», იმ დროისთვის, უცნაური ორ კორპუსიანი თვითმფრინავები სხდებოდნენ და იქიდან თეთრებში ჩაცმული, ვიწროსახიანი, შავგვრემანი ადამიანები გამოდიოდნენ. მათი ტანსაცმელი ძალიან ჰგავდა სამონასტრო სამოსს. ამ ადამიანებს, ყველგან და ყოველთვის, SS-ის ფორმიანი სამხედრო პირები დაჰყვებოდნენ. რა იყო ისეთი იალბუზზე, რამაც ფაშისტების ინტერესი გამოიწვია? თან გაცხარებული ომის დროს, სტალინგრადის ფრონტიდან საკმაოდ მოშორებით, იმ დროს, როდესაც II მსოფლიო ომის ბედი წყდებოდა?! რა თქმა უნდა, III რაიხის სამხედრო სტრატეგებს თავისი ინტერესი ჰქონდათ კავკასიაში. თუნდაც, მოლიბდენის და ვოლფრამის საბადოები, რომლითაც იალბუზის მიდამოები მდიდარია. მაგრამ, იმ მომენტში ეს გერმანელების ინტერესის სფეროში არ შედიოდა. კავკასიაში ჩამოსულმა გერმანულმა სამთო დივიზიამ მხოლოდ ნაცისტური დროშები აღმართა მთის მწვერვალებზე და უკან დაბრუნდა. რისთვის აღმართეს დროშები? იქნებ კავკასიაზე საკუთარი ხელისუფლების დამყარების ან იქნებ, მთელს მსოფლიოზე ბატონობის ნიშნად? სტალინგრადის ბრძოლაში გამარჯვების შემდეგ, საბჭოთა ალპინისტებმა იალბუზზე გერმანელების «ხელისუფლების სიმბოლო» ჩამოაგდეს და საბჭოთა დროშა აღმართეს. ამ ადგილს არც დღეს სტუმრობს ბევრი ადამიანი და უცნობია, თუ როგორ გაჩნდა, სწორედ ამ მისტიკურ ადგილზე, ეს ახალი და უჩვეულო ობიექტი. არხის სხვა სიახლეები:* ავსტრალიაში ცხოველი ყველაზე მოულოდნელ ადგილებში შეიძლება აღმოაჩინოთ...* მეცნიერებმა ჯანმრთელობას და ქვეცნობიერს შორის კავშირი აღმოაჩინეს* ფოტოები კარგი განწყობისთვის – 18 (25 ფოტო)* ოსტეოპოროზის ნიშნები და მასთან ბრძოლის ეფექტური გზები588 1-ს მოსწონს
|