საზოგადოება
"მისი სანქციების თანაავტორია......!"- რა ინფორმაციას ავრცელებს ელისო კილაძე
29 დეკემბერი, 10:07
ჟურნალისტი, ელისო კილაძე ამერიკის მიერ ივანიშვილის დასანქცირებას სოციალურ ქსელში ეხმაურება და წერს:
"ვინც ივანიშვილს არწმუნებდა რომ ყველაფერი რიგზეა, არჩევნებიც ჯიბეში უდევთ და ოპოზიციის ოქროს გასაღებიც, არც რუსულ კანონს მოყვებოდა პროტესტი, არის მისი მტერი და სანქციების თანაავტორი!
არჩევნები უნდა ჩატარებულიყო სამართლიანად, ხელისუფლება უნდა გადასცემოდა კოალიციას
ქვეყანა გააგრძელებდა რეფორმებს, ევროკავშირისკენ გზას და განვითარების პერსპექტივას"- წერს ელისო კილაძე.
შეგახსნებთ, რომ აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის უცხოური აქტივების კონტროლის ოფისმა ბიძინა ივანიშვილს ფინანსური სანქციები დაუწესა. მისი სახელი უკვე OFAC-ის სიაში შეტანილი.
აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის დოკუმენტის მიხედვით, ივანიშვილის მთელი ქონება, რომელიც განთავსებულია აშშ-ში, ამერიკელების მფლობელობაში ან მათ კონტროლქვეშაა, გაიყინება. ივანიშვილის ან მისი პარტნიორების მფლობელობაში არსებული კომპანიების ტრანზაქციები ნებადართულია, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მათზე სანქციების სხვა დებულებები ვრცელდება. აღსანიშნავია, რომ სანქციების რეჟიმი ვრცელდება 2024 წლის სინგაპურის სააპელაციო სასამართლოს საქმეზე განხორციელებულ ტრანსაქციებზეც.