x
image
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
ავთო აბესლამიძე ამტკიცებს, რომ კონცერტზე პროტესტის ნიშნად არ გამოვა, თუმცა, ის არავის მიუწვევია
image

.

სატელევიზიო შოუ „ჯეოსტარის“ ყოფილმა კონკურსანტმა, მომღერალმა ავთო აბესლამიძემ ახლახან სოციალურ ქსელში ფეისბუქის საკუთარ გვერდზე დაწერა, რომ ის პროტესტის ნიშნად ბათუმში, საახალწლო კონცერტში მონაწილეობას არ მიიღებს და ამის მიზეზი ქვეყანაში მიმდინარე პროცესებია:

.


„ქვეყანაში შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, არ ვთვლი, რომ ჩემი საახალწლო კონცერტში მონაწილეობის მიღება იქნება მართებული! ამიტომ, 31-ში, ბათუმში საახალწლო გალა კონცერტში მონაწილეობის მიღებაზე ვამბობ უარს“.

.

ამ საჯარო განცხადების გაკეთებიდან სულ მალე გაირკვა, რომ ამ ახალგაზრდა შემსრულებლის სცენაზე მიწვევა არც არავის დაუგეგმავს, შესაბამისად, ცენტრალურ საახალწლო ღონისძიებაში მისი გამოსვლა არც პროტესტამდე იყო დაგეგმილი. მისი განმარტებით, ეს კანდიდატურა არც განხილულა, არც მოლაპარაკებები გამართულა და არც შეთავაზება გაუკეთებია ვინმეს.

.

ბათუმის მერის მოადგილე სოფო ხალვაში, მომღერალ ავთო აბესლამიძის განცხადებას „იმედის“ ეთერით გამოეხმაურა და სიცრუე უწოდა:

.

„31 დეკემბერთან დაკავშირებით ბათუმის საახალწლო პროგრამაში ავთო აბესლამიძე არ ყოფილა. ბათუმის საახალწლო გალა პროგრამა უკვე შედგენილია, მასში არ არის ავთო აბესლამიძე, შეთანხმება არც ყოფილა და არც შეთავაზება 31 დეკემბერთან დაკავშირებით“, – განაცხადა სოფო ხალვაშმა.

.

ამას გარდა, პოპულარული ქართველი მომღერალი თიკა ჯამბურია საზოგადოების ერთ ნაწილზე ნაწყენია და ოპოზიციურად განწყობილ საზოგადოებას უხსნის, რომ ერთდროულად ორ კონცერტზე ვერ მიიღებდა მონაწილეობას და ეს ყველაფერი უსაფუძვლო ბრალდებებია:

.

“ბევრს არაფერს არ დავწერ და თავს არ გავიმართლებ… 21-ში 7 საათიდან ვიყავი დმანისში ახალგაზრდულ ბანაკში, სადაც სტუდენტებს ვუმღერე რამდენიმე სიმღერა…” – ასე ეხმაურება მომღერალი, თიკა ჯამბურია სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც მან სამთავრობო კონცერტში მიიღო მონაწილეობა.

.

როგორც მომღერალი სოციალურ ქსელში წერს, მას ხელისუფლების მიერ ორგანიზებულ საახალწლო კონცერტში მონაწილეობა არ მიუღია. მომღერალი „ინსტაგრამზე“ წერს, რომ დმანისში ახალგაზრდულ ბანაკში იმყოფებოდა სადაც სტუდენტებისთვის რამდენიმე სიმღერა შეასრულა:

.

„ბევრს არაფერს არ დავწერ და თავს არ გავიმართლებ… 21-ში 7 საათიდან ვიყავი დმანისში ახალგაზრდულ ბანაკში, სადაც სტუდენტებს ვუმღერე რამდენიმე სიმღერა… სამწუხაროდ არ მაქვს სუპერ ნიჭი, რომ 2 ადგილას ერთდროულად ვიყო, თუმცა ქართველ ხალხს აქვს ნიჭი, გაგანადგუროს, დაგაგდოს და გადაგიაროს დაუსაბუთებლად“ – წერს ჯამბურია“ – წერს თიკა ჯამბურია სოციალურ ქსელში.

.

ასევე აჟიოტაჟია ატეხილი იმასთან დაკავშირებით, ვინ გააუქმებს სახელმწიფო საახალწლო კონცერტებს და რომელი ავტორ შემსრულებელი გაბედავს საახალწლოდ თბილისსა თუ რეგიონებში საახალწლო კონცერტებზე ღიად გამოსვლას. ამის შესახებ ფეისბუქში საზოგადოება მთლიანად პოლარიზებულია და რადიკალური ოპოზიციის მხრიდან მეორე მხარის ბულინგი და დამუნათება აქტიურად მიმდინარეობს.

.

რამდენიმე ქართველმა მომღერალმა უკვე დაწერა, რომ არ იმღერებს არცერთ საახალწლო კონცერტზე. ბევრმაც დაწერა, რომ უკვე გააუქმა დაგეგმილი ღონისძიებები. ასევე აქტიურად პოსტავენ ის მომღერლებიც, რომლებიც მიიჩნევენ, რომ კონცერტები არ უნდა გაუქმდეს. ერთერთი ასეთია მაია ბარათაშვილი.

.

პოპულარული ქართველი მომღერალი მაია ბა­რა­თაშ­ვი­ლი ამ­ბობს, რომ არ გა­ფი­ცუ­ლა და მომხრეა ქვეყანაში კონცერტები ჩატარდეს. ამის შესახებ მუსიკოსმა „ტვ პირ­ვე­ლის“ ეთერ­ში ისა­უბ­რა.

.

„არ გავ­ფი­ცულ­ვარ, არც სა­ა­ხალ­წლო კონ­ცერ­ტი გა­მი­უქ­მე­ბია იმი­ტომ, რომ ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბი მაქვს და ამის­თვის მე ბო­დიშს ვერ მო­ვიხ­დი. ვთვლი, რომ ხე­ლოვ­ნე­ბის მთა­ვა­რი მი­სია ადა­მი­ა­ნე­ბის შე­კავ­ში­რე­ბაა, ხე­ლოვ­ნე­ბის მთა­ვა­რი მი­სია არის ხი­დე­ბის გა­დე­ბა ადა­მი­ა­ნებს შო­რის.

.

მა­გა­ლი­თი მინ­და მო­ვიყ­ვა­ნო – მე­ო­ცე სა­უ­კუ­ნის გა­რიჟ­რაჟ­ზე რო­დე­საც ჯაზი, რო­გორც უნი­კა­ლუ­რი ხე­ლოვ­ნე­ბის ფორ­მა ისა­ხე­ბო­და ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­ში, ძა­ლი­ან მწვა­ვედ იდგა რა­სობ­რი­ვი დის­კრი­მი­ნა­ცი­ის თემა. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, რომ ელა ფი­ცჯე­რალდს არ უშ­ვებ­დნენ კლუბ­ში და კი­დევ მრა­ვა­ლი აფ­რო­ა­მე­რი­კე­ლის უფ­ლე­ბე­ბი ირ­ღვე­ო­და.

.

მა­შინ ჯაზი იყო მე­ინ­სტრი­მი და სრულ­დე­ბო­და ან­დერგრა­უნდში. იქ სა­ცეკ­ვა­ოდ თავს იყ­რი­და რო­გორც თეთრკა­ნი­ა­ნი მო­სახ­ლე­ო­ბაც ასე­ვე აფ­რო­ა­მე­რი­კე­ლე­ბი. იქ არა­ვის არ აინ­ტე­რე­სებ­და რა­სობ­რი­ვი სეგ­რე­გა­ცი­ის სა­კი­თხი, რა­სობ­რი­ვი დის­კრი­მი­ნა­ცია იქ სა­ერ­თოდ არ ხდე­ბო­და.

.

ამი­ტომ მე ვთვლი, რომ ხე­ლოვ­ნე­ბას აქვს დიდი მი­სია, გა­ამ­თლი­ა­ნოს, და­ა­კავ­ში­როს თუნ­დაც გა­ტე­ხი­ლი გუ­ლე­ბი, ადა­მი­ა­ნე­ბი შე­ა­კავ­ში­როს. ამი­ტომ მე მომ­ხრე ვარ იმის, რომ კონ­ცერ­ტე­ბი ჩა­ტარ­დეს.

.

ეს არის ჩემი შე­მო­სავ­ლის წყა­რო, მაგ­რამ ამის გარ­და მე ვი­ტყვი იმას, რომ ხე­ლოვ­ნე­ბა ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ორი და­პი­რის­პი­რე­ბუ­ლი მხა­რის შე­რი­გე­ბის საქ­მე­ში, “ – ამ­ბობს მაია ბა­რა­თაშ­ვი­ლი.

0
161
1-ს მოსწონს
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
161
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0