საზოგადოება ავთო აბესლამიძე ამტკიცებს, რომ კონცერტზე პროტესტის ნიშნად არ გამოვა, თუმცა, ის არავის მიუწვევია 2024, 27 დეკემბერი, 17:22
.
სატელევიზიო შოუ „ჯეოსტარის“ ყოფილმა კონკურსანტმა, მომღერალმა ავთო აბესლამიძემ ახლახან სოციალურ ქსელში ფეისბუქის საკუთარ გვერდზე დაწერა, რომ ის პროტესტის ნიშნად ბათუმში, საახალწლო კონცერტში მონაწილეობას არ მიიღებს და ამის მიზეზი ქვეყანაში მიმდინარე პროცესებია:
.
„ქვეყანაში შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, არ ვთვლი, რომ ჩემი საახალწლო კონცერტში მონაწილეობის მიღება იქნება მართებული! ამიტომ, 31-ში, ბათუმში საახალწლო გალა კონცერტში მონაწილეობის მიღებაზე ვამბობ უარს“. . ამ საჯარო განცხადების გაკეთებიდან სულ მალე გაირკვა, რომ ამ ახალგაზრდა შემსრულებლის სცენაზე მიწვევა არც არავის დაუგეგმავს, შესაბამისად, ცენტრალურ საახალწლო ღონისძიებაში მისი გამოსვლა არც პროტესტამდე იყო დაგეგმილი. მისი განმარტებით, ეს კანდიდატურა არც განხილულა, არც მოლაპარაკებები გამართულა და არც შეთავაზება გაუკეთებია ვინმეს. . ბათუმის მერის მოადგილე სოფო ხალვაში, მომღერალ ავთო აბესლამიძის განცხადებას „იმედის“ ეთერით გამოეხმაურა და სიცრუე უწოდა: . „31 დეკემბერთან დაკავშირებით ბათუმის საახალწლო პროგრამაში ავთო აბესლამიძე არ ყოფილა. ბათუმის საახალწლო გალა პროგრამა უკვე შედგენილია, მასში არ არის ავთო აბესლამიძე, შეთანხმება არც ყოფილა და არც შეთავაზება 31 დეკემბერთან დაკავშირებით“, – განაცხადა სოფო ხალვაშმა. . ამას გარდა, პოპულარული ქართველი მომღერალი თიკა ჯამბურია საზოგადოების ერთ ნაწილზე ნაწყენია და ოპოზიციურად განწყობილ საზოგადოებას უხსნის, რომ ერთდროულად ორ კონცერტზე ვერ მიიღებდა მონაწილეობას და ეს ყველაფერი უსაფუძვლო ბრალდებებია: . “ბევრს არაფერს არ დავწერ და თავს არ გავიმართლებ… 21-ში 7 საათიდან ვიყავი დმანისში ახალგაზრდულ ბანაკში, სადაც სტუდენტებს ვუმღერე რამდენიმე სიმღერა…” – ასე ეხმაურება მომღერალი, თიკა ჯამბურია სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც მან სამთავრობო კონცერტში მიიღო მონაწილეობა. . როგორც მომღერალი სოციალურ ქსელში წერს, მას ხელისუფლების მიერ ორგანიზებულ საახალწლო კონცერტში მონაწილეობა არ მიუღია. მომღერალი „ინსტაგრამზე“ წერს, რომ დმანისში ახალგაზრდულ ბანაკში იმყოფებოდა სადაც სტუდენტებისთვის რამდენიმე სიმღერა შეასრულა: . „ბევრს არაფერს არ დავწერ და თავს არ გავიმართლებ… 21-ში 7 საათიდან ვიყავი დმანისში ახალგაზრდულ ბანაკში, სადაც სტუდენტებს ვუმღერე რამდენიმე სიმღერა… სამწუხაროდ არ მაქვს სუპერ ნიჭი, რომ 2 ადგილას ერთდროულად ვიყო, თუმცა ქართველ ხალხს აქვს ნიჭი, გაგანადგუროს, დაგაგდოს და გადაგიაროს დაუსაბუთებლად“ – წერს ჯამბურია“ – წერს თიკა ჯამბურია სოციალურ ქსელში. . ასევე აჟიოტაჟია ატეხილი იმასთან დაკავშირებით, ვინ გააუქმებს სახელმწიფო საახალწლო კონცერტებს და რომელი ავტორ შემსრულებელი გაბედავს საახალწლოდ თბილისსა თუ რეგიონებში საახალწლო კონცერტებზე ღიად გამოსვლას. ამის შესახებ ფეისბუქში საზოგადოება მთლიანად პოლარიზებულია და რადიკალური ოპოზიციის მხრიდან მეორე მხარის ბულინგი და დამუნათება აქტიურად მიმდინარეობს. . რამდენიმე ქართველმა მომღერალმა უკვე დაწერა, რომ არ იმღერებს არცერთ საახალწლო კონცერტზე. ბევრმაც დაწერა, რომ უკვე გააუქმა დაგეგმილი ღონისძიებები. ასევე აქტიურად პოსტავენ ის მომღერლებიც, რომლებიც მიიჩნევენ, რომ კონცერტები არ უნდა გაუქმდეს. ერთერთი ასეთია მაია ბარათაშვილი. . პოპულარული ქართველი მომღერალი მაია ბარათაშვილი ამბობს, რომ არ გაფიცულა და მომხრეა ქვეყანაში კონცერტები ჩატარდეს. ამის შესახებ მუსიკოსმა „ტვ პირველის“ ეთერში ისაუბრა. . „არ გავფიცულვარ, არც საახალწლო კონცერტი გამიუქმებია იმიტომ, რომ ვალდებულებები მაქვს და ამისთვის მე ბოდიშს ვერ მოვიხდი. ვთვლი, რომ ხელოვნების მთავარი მისია ადამიანების შეკავშირებაა, ხელოვნების მთავარი მისია არის ხიდების გადება ადამიანებს შორის. . მაგალითი მინდა მოვიყვანო – მეოცე საუკუნის გარიჟრაჟზე როდესაც ჯაზი, როგორც უნიკალური ხელოვნების ფორმა ისახებოდა ამერიკის შეერთებულ შტატებში, ძალიან მწვავედ იდგა რასობრივი დისკრიმინაციის თემა. მოგეხსენებათ, რომ ელა ფიცჯერალდს არ უშვებდნენ კლუბში და კიდევ მრავალი აფროამერიკელის უფლებები ირღვეოდა. . მაშინ ჯაზი იყო მეინსტრიმი და სრულდებოდა ანდერგრაუნდში. იქ საცეკვაოდ თავს იყრიდა როგორც თეთრკანიანი მოსახლეობაც ასევე აფროამერიკელები. იქ არავის არ აინტერესებდა რასობრივი სეგრეგაციის საკითხი, რასობრივი დისკრიმინაცია იქ საერთოდ არ ხდებოდა. . ამიტომ მე ვთვლი, რომ ხელოვნებას აქვს დიდი მისია, გაამთლიანოს, დააკავშიროს თუნდაც გატეხილი გულები, ადამიანები შეაკავშიროს. ამიტომ მე მომხრე ვარ იმის, რომ კონცერტები ჩატარდეს. . ეს არის ჩემი შემოსავლის წყარო, მაგრამ ამის გარდა მე ვიტყვი იმას, რომ ხელოვნება ძალიან მნიშვნელოვანია ორი დაპირისპირებული მხარის შერიგების საქმეში, “ – ამბობს მაია ბარათაშვილი. 161 1-ს მოსწონს
|