საქართველო
"სპეციალურად "ქოცებისთვის" - 3 განმარტება"- რას წერს გია ხუხაშვილი
გუშინ, 17:38
პოლიტოლოგი, გია ხუხაშვილი ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარის, ჯო უილსონის მიერ პლატფორმა X-ზე გამოქვეყნებულ პოსტს "ფეისბუქის" პირად გვერდზე ეხმაურება და წერს:
"ვილსონის განცხადება ვნახე და…
“მოგენატრებათ სკრანტონი…”
სპეციალურად ქოცებისთვის:
განმარტება 1.
სკრანტონი არის ჯო ბაიდენის დაბადების ადგილი
განმარტება 2.
ეს ფრაზა არის ცნობილი გამოთქმის – “მოგენატრებათ მამათი” რემეიქი.
განსაკუთრებით ორთოდოქსი ქოცებისთვის:
განმარტება 3.
მამათი არის ედუარდ შევარდნაძის დაბადების ადგილი.
თუ მაინც ვერ გაიგეთ, რა ვიცი აბა…"-ვკითხულობთ გია ხუხაშვილის პოსტში.
ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, ჯო უილსონი პლატფორმა X-ზე წერს, რომ “იმ შემთხვევაში, თუ ბიძინა ივანიშვილი 29 დეკემბერს ქართული დემოკრატიის განადგურების გეგმას განახორციელებს, ისეთ პასუხს უნდა ელოდოს, როგორიც არასდროს წარმოედგინა”.
"პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ნათლად განაცხადა თავისი პოზიცია ამერიკის თვითგამოცხადებული მტრების მიმართ. თუ ბიძინა ივანიშვილი 29 დეკემბერს ქართული დემოკრატიის განადგურების გეგმას განახორციელებს, ის ისეთ პასუხს უნდა ელოდოს, როგორიც არასდროს წარმოედგინა", – დაწერა ჯო უილსონმა პლატფორმა X-ზე.