x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134530
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508588
ტანსაცმლისა და ცრურწმენების გარეშე: შიშვ@ლი ვარსკვლავების ფოტოები სოციალური ქსელებიდან
image


გლამურულ ვარსკვლავებს სოციალურ ქსელებში თავიანთი თამამი ფოტოებით ყურადღების მიქცევა განსაკუთრებით ხიბლავთ. მსოფლიო შოუ - ბიზნესის წარმომადგენელთა ცხელ - ცხელი კადრები მათ გულშემატკივრებსა და გამომწერებს შორის აღტაცების გარდა, ზოგჯერ ცხარე კამათსაც იწვევს რაც მათ რეიტინგს ერთი ორად ზრდის, თუმცა ასეთი გაბედული ნაბიჯის გადადგმა ყველას არ შეუძლია. დღევანდელ სტატიაში წარმოგიდგენთ იმ ცნობილ ვარსკვლავებს, რომლებმაც გაბედეს და მრავალრიცხოვანი აუდიტორიის წინაშე სრულიად შიშვლები წარსდგნენ.


image


თუ ფიქრობთ, რომ შიშველი ფოტოები უცხო თვალისთვის განკუთვნილი არ არის, გეტყვით რომ შოუ - ბიზნესის სამყაროში ასეთი სტერეოტიპი უბრალოდ არ არსებობს. თამამი ვარსკვლავები თავიანთ მეტისმეტად გულახდილ ფოტოებს სოციალურ ქსელებში ყოველგვარი უხერხულობის გარეშე სისტემატურად აქვეყნებენ. თითოეული ასეთი ფოტო მომხმარებლებს შორის ემოციების ქარიშხალს იწვევს, ხოლო ცნობილ სელებრითებს მორიგი თამამი ფოტოსესიისთვის შთააგონებს. აი, ვარსკვლავები, რომლებმაც ტანსაცმელი და ცრურწმენები განზე გაწიეს.




ბრიტნი სპირსი


image


მამასთან სკანდალური პროცესის შემდეგ, ბრიტნი თავს ისე თავისუფლად გრძნობს, როგორც არასდროს. ამის დემონტრირებას კი ის სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებული ფოტოებით ახდენს. პოპ - ვარსკვლავმა "ინსტაგრამზე" შიშველი ფოტო ატვირთა, რითიც გულშემატკივრებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. მომღერალმა მკერდი ვარდისფერი ყვავილებით დაიფარა.




ლედი გაგა


image


თაყვანისმცემლები აღფრთოვანებულები დარჩნენ, ვარსკვლავის ჯაკუზში გადაღებული თამამი კადრებით. მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ეპატაჟური მომღერლის იდეალური სხეულის სილუეტი გამჭირვალე წყალშიც კი შეიმჩნევა.





ბელა ტორნი



image


"დისნეის" ყოფილ მსახიობს სექსი-სელფების გადაღება განსაკუთრებით უყვარს. ის "OnlyFans"-ის ვარსკვლავი გახდა და საიტზე მხოლოდ პირველ კვირაში 1, 5 მილიონი ფუნტი გამოიმუშავა. ლამაზმანი ფოტოზე ტანსაცმლის საკიდის ფონზე სრულიად შიშველი პოზირებს.





ქარდი ბი


image


გლამურულ რეპერს მორცხვობა არ სჩვევია, ის ხომ ადრე სტრიპტიზიორად მუშაობდა. ჰიპ-ჰოპ დედოფლის სარკის წინ გადაღებულ ცხელ სელფიზე შეგიძლიათ მისი მაცდური ფიგურის ყველა დეტალი იხილოთ.





ლიამ პეინი


image


ბრიტანელმა მომღერალმა სოციალურ ქსელში ლოგინში გადაღებული თავისი პიკანტური ფოტოები ატვირთა. ჯგუფ "One Direction"-ის ყოფილი წევრის დაკუნთულმა სხეულმა თაყვანისმცემელი გოგონები შოკში ჩააგდო.




კაილი ჯენერი


image


ახალგაზრდა მილიონერი როგორც სამოსში ასევე მის გარეშეც შესანიშნავად გამოიყურება. ლამაზმანმა გამომწერები აუზის პირას გადაღებული ცხელი ფოტოთი გაახარა, სადაც რეალითი - შოუს ვარსკვლავს თავს მხოლოდ ქუდი უფარავს.




მაილი საირუსი


image


მომღერალი საკუთარ თავში 100%-ით დარწმუნებულია და ამას სარკის წინ გადაღებული თამამი სელფითაც უსვამს ხაზს. იმისთვის რომ "Instagram"-ს მისი შიშველი ფოტო არ დაებლოკა ცნობილმა პოპ - ვარსკვლავმა გრაფიკული ელემენტები გამოიყენა.




ჩენინგ ტატუმი


image


ჰოლივუდელი "მაჩოს" შხაპის ქვეშ გადაღებულმა თამამმა ფოტომ სოციალურ ქსელებში დიდი გამოხმაურება გამოიწვია. მომხიბვლელმა ვარსკვლავმა აღნიშნული ფოტო ყოფილ ცოლთან ჯენგაში წაგების გამო გაავრცელა.






0
3495
1-ს მოსწონს
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
3495