x
მეტი
  • 30.09.2022
  • სტატია:122633
  • ვიდეო:355110
  • სურათი:494883
კლუბ "ახმატის" წევრი გოგონები, ქართველი ლიანა ჯოჯუა და ოსი დიანა ავსარაგოვა, რომლებიც საუკეთესო მეგობრები არიან

image ჩეჩნეთის რესპუბლიკაში მისი ხელმძღვანელის რამზან კადიროვის მიერ შექმნილი სპორტული კლუბი, რომელიც მამამისის "ახმატის" სახელს ატარებს უძლიერეს მებრძოლებს ამზადებს საბრძოლო ხელოვნების მიმართულებით, მათ შორის ქალ მებრძოლებსაც. სწორედ ამ კლუბის წევრებია ქართველი მებრძოლი ლიანა ჯოჯუა და მისი უახლოესი მეგობარი, ოსი დიანა ავსარაგოვა, რომელიც კლუბში ქართველი მებრძოლი გოგონას რეკომენდაციით და მხარდაჭერით მოხვდა.
imageულამაზესი ოსი გოგონა, რომელიც წარმოშობით ჩრდილოეთ ოსეთიდანაა თავისუფალი სტილით მოჭიდავეა, მან სპორტის ამ სახეობაში 15 წლის ასაკიდან გაითქვა სახელი, არის რუსეთის ფედერაციის ვერცხლის და ბრინჯაოს პრიზიორი თავისუფალი სტილით ჭიდაობაში 60 კილოგრამ წონით კატეგორიაში, ამჟამად გამოდის როგორც პროფესიონალი მებრძოლი Bellator MMA-ში, სავარაუდოდ მას მალე ვიხილავთ UFC-ში.

დიანას მებრძოლები და ზოგადად მეგობრები პანტერას ეძახიან, თუმცა არა აგრესიულობის გამო არამედ მას ბავშვობიდან უყვარს ხეზე ძილი როგორი გასაკვირიც არ უნდა იყოს ეს.
image ქართველ ლიანა ჯოჯუას მე მგონი ჩემი წარდგენა არ სჭირდება, ქართველ მებრძოლს მეტსახელად მგელს ეძახიან, მისი მონაპოვარიც საბრძოლო შეხვედრებში შთამბეჭდავია.
image
ლიანა კიკბოქსიორია, თუმცა საბრძოლო სამბოსაც მალევე აუღო ალღო და სადღეისოდ არცთუ სასიამოვნო მეტოქედ ითვლება.

დიანას თქმით მას მოუნდა ლიანას გაცნობა და მას "ინსტაგრამით" შეეხმიანა თუმცა პასუხი ვერ მიიღო. რა ამპარტავანი ვინმეა-ეს გავიფიქრე უპირველესად როცა ჩემს შეტყობინებაზე პასუხი არ მოვიდა, როცა სავარჯიშო დარბაზში სრულიად შემთხვევით შევხვდი ლიანას ვუსაყვედურე კიდეც პასუხის გაუცემლობის გამო.

გინდა სერიოზულად მოკიდო ხელი საბრძოლო ხელოვნებას?-მკითხა ლიანამ, რაზეც ჩემი პასუხი დადებითი იყო. მაშინ გამომყევი მიხრა ლიანამ და ასე აღმოვჩნდი კლუბ "ახმატში", სადაც ლიანას შინაურად თვლიდა ყველა და მწვრთვნელებიდან დაწყებული რიგით პერსონალამდე მას ყველა პატივს სცემდა.

ლიანამ ბევრი რამ მასწავლა უანგაროდ, სპარინგ პარტნიორობის დროსაც კი უამრავ რჩევას მაძლევდა რაც ბოლო ბრძოლებში ძალიან გამომადგა, სადღეისოდ ჩვენ საუკეთესო მეგობრები ვართ და ერთმანეთის წარმატებები ძალიან გვიხარია. თავისუფალ დროს გროზნოს ქუჩებში ვსეირნობთ და ერთმანეთს შთაბეჭდლებებს ვუზიარებთ"-განაცხადა ულამაზესმა ოსმა გოგონამ.
image imageimageimage


0
380
7-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
380