პროფილაქტიკა რა ნივთები ამოიღეს ექიმებმა ამერიკელების ანუსიდან, საშოდან და პენისიდან 2024 წელს 2024, 27 დეკემბერი, 13:52
შეერთებულ შტატებში ექიმებმა შეადგინეს უცხო საგნების ტრადიციული სია, რომლებიც მათ პაციენტებს ამოუღეს ანუსიდან, საშოდან და პენისიდან წლის განმავლობაში. ამერიკელი ექიმების ანგარიშს Defector-ი აქვეყნებს.
პაციენტების პენისიდან ამოღებული უცნაური საგნები მოიცავდა ყურსასმენებს, ყავის მოსარევ ჯოხს, კალამის ხუფს, ოთხ დიუმიან მეტალის მილს, powerade-ს ბოთლის ხუფის სალტეს, ჟურნალის დაკეცილ გვერდს და დომინოსაც კი. ერთმა ამერიკელმა თქვა, რომ რძის კოლოფს გვერდი შემოახვია, რგოლად დაახვია, წებოვანი ლენტით დაამაგრა და „რაც შეიძლება ღრმად ჩაისვა ურეთრაში“. ამერიკელი ქალების საშოდან ექიმებმა შემდეგ ნივთები ამოიღეს: თოჯინა, სათამაშო სახანძრო მანქანა, სუნამოს ფლაკონი, დეზადორი, გასაღები, სანთელი, მიკროჩიპი, სტატუა, კვერცხი, ასევე თმის სამაგრი, ფანქრები, ჩანგალი და სხვა ნივთები. „ერთმა პაციენტმა განაცხადა, რომ მისი პარტნიორი ატარებდა ვაკუუმ ტუმბოს პენისის გადიდებისთვის, რომელიც მას საშოში ჩაეჭედა სქესობრივი აქტის დროს“, - ნათქვამია ასევე ერთ-ერთ მოხსენებაში. ამერიკელების ანუსიდან ექიმებმა ამოიღეს: ქსილოფონის ჯოხი, 30 სანტიმეტრიანი დამაგრძელებელი, სათამაშო დინოზავრის კუდი, სათამაშო ზვიგენი, შამპუნის და დეზადორის ბოთლი, ფალომიტატორი(4 დღე ჰქონდა გაჭედილი ანუსში), ელემენტები, 50 ცენტიანი, ჯაგრისი, ტანსაცმლის საკიდი და მრავალი სხვა. 2023 წელს ამერიკელმა ექიმებმა ასევე ამოიღეს მრავალი უცხო ობიექტი პაციენტებს ცხვირიდან, ყურებიდან და ანუსიდან. მათ შორის იყო ნათურა, წყლის ამოსატუმბი დგუში და მობილური ტელეფონებიც კი. 186 2-ს მოსწონს
|