x
მეტი
  • 28.12.2024
  • სტატია:139088
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512615
თამუნა მუსერიძემ ტანზანიაში ბოკვრის მშობლები აღმოაჩინა
image

როგორც ცნობილია, 24 დეკემბერს სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ბექაური პორშეს მარკის ავტომობილით მიდის და თან გვერდით სავარძელზე ლომის ბოკვერს ეფერება.



მოკლედ, ქართულ საზოგადოებას მორიგი სალაპარაკო თემა გაუჩნდა და სხვადასხვა მემებმაც არ დააყოვნა, არცაა გასაკვირი, რომ თემა დაუკავშირეს არასამთავრობო ორგანიზაცია "ვეძებ" დამფუძნებელსაც- თამუნა მუსერიძეს.


სოციალურ ქსელში ვრცლდება რამდენიმე სახალისო პოსტი.


"სულ ახალი ინფორმაციით, თამუნა მუსერიძემ ტანზანიაში ბოკვერის მშობლები აღმოაჩინა."

image

"გადავრეკე ტანზანიაში და დამიდასტურეს, რომ თამუნა მუსერიძემ ლომს გააცნო მისი ცოლ-შვილის ადგილსამყოფელი. მამა-ლომი გახარებულია!"



"პორშეში გაზრდილი ბოკვერი სამშობლოს უბრუნდება, "თამუნა მუსერიძე, მადლობა შენ".


მალვე ცნობილი გახდა, რომ ლაშა ბექაურმა ლომის ბოკვერი თბილისის ზოოპარკს გადასცა, თბილისის ზოოპარკის დირექტორის, ზურაბ გურიელიძის თქმით, ბოკვერი 26 დეკემბერს, დილით, ლაშა ბექაურმა და გარემოს დაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა მიიყვანეს ზოოპარკში.

image

უცნობია, რა გზით მოხვდა ლომის ბოკვერი საქართველოში, ქართული კანონმდებლობით ეგზოტიკური და გარეული ცხოველის ყოლა დაშვებულია მხოლოდ იმ შემთვევაში თუ:

  • თუ ადამიანს ამ ცხოველის შესანახად სათანადო პირობები აქვს;
  • ცხოველი საფრთხეს არ უქმნის გარშემომყოფთ;
  • გარეული ცხოველი ქვეყანაში შემოყვანილია კანონის დაცვით.
1
256
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
256
  
ვიღაცამ ჩატაევი შემოიყვანა და იმაზე არ ატეხილა ამხელა ამბავი,თან სპეცრაზმელი შეეწირა და ბოკვერი გახდა პრობლემა? რატო გაუხურეთ ამ ბიჭს საქმე? ყველამ თავის ტრ... მიხედოს და თავის ცხოვრებას. ბექაურს ბოკვერი ეყოლება თუ ფარშევანგი არავის საქმე არ არის. კანონის დამცველები ახლა გახდით თქვეჩემისებო,ქალაქის დანგრევა სამართლიანია და ბოკვერის ყოლა არა?
0 1 1