სხვა რა მოვუხერხოთ ფეხის სუნს? დღეს, 12:40 ბევრი თქვენგანი არასდროს დაფიქრებულა იმაზე, რომ ჯანმრთელობა და გონივრული უნარები მჭიდროდაა დაკავშირებული პირად ჰიგიენასთან. ალბათ ისიც ძნელი წარმოსადგენია, რომ რაც არ უნდა მოვუაროთ თავს, თუნდაც ორჯერ მივიღოთ დღეში შხაპი, გვრჩება სხეულის გარკვეული ნაწილი, სადაც უსიამოვნო სუნის ჩახშობა გაცილებით მძიმე პროცესია, ვიდრე უბრალოდ შხაპის მიღებით მისი მოცილება.
ფეხის ტერფის ოფლიანობა და არასასიამოვნო სუნი დღეს ძალზედ გავრცელებული პრობლემაა. როგორც წესი, ფეხზე სუნის გამომწვევი მიზეზი უხარისხო ფეხსაცმელი და წინდაა, გარდა ამ ორი ფაქტორისა ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ სუნი ძირითადად ოფლს აქვს, რომლის შემადგენლობაშიც უამრავი ბაქტერიაა. ანუ ბაქტერიები, რომლებიც წარმოიქმნება ფეხის გაოფლიანების შედეგად, ხდება ფეხზე სუნის მიზეზი. თუმცა, თუ ფეხსამლის გახდისთანავე ძლიერი მყრალი სუნი ამოვარდა, ეს სოკოს მიანიშნებს. როგორ მოვიქცეთ? ფეხის ჰიგიენასთან დაკავშირებულ პრობლემებს ძირითადად სოკოსთან მივყავართ. როგორც წესი და ძალიან ბევრი გამართლებული შემთხვევა, სოკოს ეშინია ნატრიუმის ბიკარბონატის (საკვები სოდა). ამიტომ გასწავლით მარტივ მეთოდს, რომლის გამოყენებით შეასუსტებთ და საბოლოოდ კი აღმოფხვრით ფეხის სუნის მიზეზს. პროცედურა ძალზედ მარტივია და მცდელობის 99%-მა გაამართლა. ამისათვის კი დაგჭირდებათ სოდიანი წყლის ვანები. თასში, სადაც მოგიწევთ ორივე ფეხის ჩაყოფა, ჩაასხით კარგად თბილი წყალი, ჩაყარეთ ორი სუფრის კოვზი სოდა და ჩააწყვეთ ხსნარში ფეხები 20 წუთით. თუ 1-2 სუფრის კოვზ ძმარსაც დაუმატებთ, პროცედურის შედეგებს მალე მიაღწევთ და თან მოიხსნით ფეხიდან დაღლილობას და დაძაბულობას. გაიმეორეთ იგივე 5 დღის მანძილზე. თუ პროცედურამ არ გაჭრა, მაშინ ეცადეთ ფეხსაცმელიც დაასუფთავოთ ყოველი გამოყენების წინ და ჩაცმამდე ჩაყარეთ მცირე რაოდენობის სოდა მასშიც. იხილეთ აგრეთვე: როგორ მოვირჩინოთ დამსკდარი ქუსლები სხეულის ყველაზე ბინძური ნაწილი, რომელიც შხაპის შემდეგაც ბინძური რჩება რატომ ჩნდება პირის ღრუში უსიამოვნო სუნი და როგორ მოვიშოროთ იგი? 47 3-ს მოსწონს
|