საზოგადოება „7 წელია ახალი წლის ღამეს დასაძინებელ წამალს ვსვამ და ვიძინებ, წელს კი ვაპირებ, რომ....“ - მაია ასათიანი 2024, 26 დეკემბერი, 12:04
.
პოპულარული ქართველი ტელეწამყვანი მაია ასათიანი სოციალურ ქსელში ემოციურ სტატუსს გვიზიარებს და შვილის გარდაცვალების შემდეგ საკუთარ მდგომარეობას აღწერს. ცნობილი ტელესახე მაია ასათიანი წერს, რომ უკვე 7 წელია ახალი წლის ღამეს იძინებს, წელს კი მას სურს განსხვავებულად შეხვდეს ახალ წელს და ქუჩაში გავიდეს. ასათიანი აღნიშნავს, რომ დიდხნიანი პაუზის შემდეგ ამჯერად 2025 წლის დადგომას რუსთაველზე აქციის მონაწილეებთან ერთად შეხვდეს.
.
„7 წელია ახალი წლის ღამეს დასაძინებელ წამალს ვსვამ და ვიძინებ, ყველაზე რთული ღამეა ჩემთვის, სიცოცხლის, ბავშვების, ზღაპრულობის დღესასწაულია. ჩემს სიკვდილში ყოფნასთან, თანხვედრაში რომ არ მოდის. არც ნაძვის ხე, არც გოზინაყი და სუფრა.. . წელს ძალებს ვეძებ რომ შევძლო, მინდა გამომივიდეს, მე, ბუბუ და დუდი რუსთაველზე მივდივართ!.. ბევრი ნუცა იდგება იქ, სიცოცხლის ძალას მომცემენ!“ – წერს მაია ასათიანი. . შეგახსენებთ, ცნობილი ტელეწამყვანი ღიად აცხადებდა, რომ ტელეეკრანზე დაბრუნებას ისევ აპირებს. ეს განცხადება მან არჩევნებამდე გააკეთა და ისიც აღნიშნა, რომ მხოლოდ ხელისუფლების შეცვლის შემდეგ გააკეთებს საავტორო გადაცემას და უკვე ზუსტად იცის როგორი ფორმატის იქნება ის. თუმცა, ეს მხოლოდ ხელისუფლების ცვლილების შემთხვევაში მოხდება. არჩევნების შემდეგ აქციების ფონზე ასათიანი იმდენად აქტიურად აღარ ჩნდება, როგორც წინასაარჩევნო კამპანიის დროს. თუმცა, როგორც ჩანს ახლა გადაწყვიტა ღიად განაცხადოს, რომ ახალი წლის ღამის შეხვედრა სწორედ საპროტესტო აქციაზე დედაქალაქის მთავარ ნაძვისხესთან, სწორედ რუსთაველზე, პარლამენტის შენობის წინ სურს და იმედოვნებს, რომ საამისო ძალებსაც მოიკრეფს. 154 1-ს მოსწონს
|