x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"მეგობრებო მოგიყვებით რა?! რაც ასე არასდროს დამიწერია……"- რა პოსტს ავრცელებს თაკო ჩარკვიანი

image


პარტია "კანონი და სამართლის" ლიდერი თაკო ჩარკვიანი, სოციალურ ქსელში ვრცელ ემოციურ პოსტს ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:


"მეგობრებო მოგიყვებით რა?!????რაც ასე არასდროს დამიწერია……


რამ გამახსენა, რამ მომაგონა?! არა, არც არასდროს დამვიწყებია, უბრალოდ გადავმალე ტვინის უჯრედში, სადაც მგონია რომ ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის, ჩემი და ჩემი მეუღლისთვის მძიმე, უმძიმესი დღეების ისტორია ინახება.... რამ მომაგონა და ჰაერში ის სურნელი ვიგრძენი 90-იანი წლების "აღვირახსნილებისა".....დაბრუნების მცდელობა იმ სიბინძურის იმ “ბრიოლინიანი” და "დაბრენდილი" ტიპების, ვითომ “ბიზნესმენები” რომ დაირქვეს მოგვიანებით, ხალხის ხარჯზე ნაშოვნი ფულით, აი მათ მიერ შექმნილი ბაკქანალიის იგივე ვაკჰანალიის დაბრუნების მცდელობაა ( საბედნიეროდ ახლა სხვა დროა) სინამდვილეში კი ეს “ტიპები” და მათთან დაახლოებული ბანდიტები ოჯახებს ავიწროვებდნენ ბიზნესის დაუფლების ანუ წართმევის, ან ფულის “შეწერვის” მიზნით და სწორედ ამ აღვირახსნილების და სრული უკანონობის პერიოდში მამაკაცებს ოჯახების და თავის დაცვა, თავად უხდებოდათ, რადგან გარეთ რუსული მართვის სტილის “ბეზპრედელი” -“ без предел”იყო…….


ერთი ასეთი დღე გათენდა ჩემს ოჯახშიც….


ჩემი მეუღლე მიზნესმენი ჯონი გიგანი (ყოფილი მოჭიდავე-ძიუდოისტი, რატომ აღვნიშნავ სპორტს მოგვიანებით მიხვდებით, ის სასტუმრო საქართველოს მსხვილი ერთ-ერთი აქციონერი გახლდათ მაშინ) ჩვეულებრივად სამსახურში წავიდა ….. რამდენიმე საათში მასთან მივიდა სასაუბროდ ვინმე ტარიელ ხერკილოვი ზედმეტსახელად “საულა”, ვინ იყო ეს კაცი საულა -ვციტირებ ამონარიდს -“ხერკილოვი ტარიელ ზედმეტსახელად იგივე საულა -ოთხჯერ ნასამართლევი მკვლელობებზე, რეციდივისტი და შეყვანილი საკავშირო მაშტაბით განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი დანაშაულებების საქმეში, მათშორის მცირეწლოვანი ბიჭის გაუპატიურება მამის თვალწინ, რომელიც შემდეგ მოკლა”, ასევე იმ ბნელ 90-იანებში სპორტის სასახლესთან ჩაცხრილული გახმაურებული საქმე, სადაც მოკლეს 4 ადამიანი ერთ-ერთი ი. მოსიძე და 16 წლის ბიჭი რომელიც პურის საყიდლად იყო გამოსული და მან ხერკილოვმა მოწმის სტატუსის გამო ჩაცხრილა…ამ ყველაფრის ავტორი


ეს საულა ხერკილოვი გახლდათ, წარსულში ქურდი, ხოლო მოგვიანებით ქურდული სამყაროს მიერ უარყოფილი და სახეზე “შრამდადებული” .მოკლედ, მაშინ იმ უბედურების დროს გავერკვიე ამ ფრიად უსიამოვნო “ნიუანსებში” და “განსხვავებებში”????????)


მოკლედ რომ ვთქვა და სიტყვა არ გამიგრძელდეს, მივიდა ჩემს მეუღლესთან სამსახურში - “კაბინეტში” ( ამასაც განზრახ ვუსვამ ხაზს) და “შესთავაზა” მათ ჟარგონზე რომ ვთქვათ “კრიშა” ანუ " крыша", ცხადია დათმობის ხარჯზე, რაზეც პასუხი მიღო ჩემი მეუღლისგან რომ "სახურავი ანუ "კრიშა" სვანეთში მაქვს კოშკიო" ეს გახდა შელაპარაკების მიზეზი, მან ამ ტარიელ იგივე “საულა “ხერკილოვმა იარაღი ამოიღო და ესროლა ჩემს მეუღლეს და დაჭრა, ვფიქრობ ჩემს მეუღლეს სპორტმა ანუ კერძოდ ძიუდომ უშველა, რადგან უკვე დაჭრილი, იერიშით წავიდა იარაღზე ლულაზე, ხელი დააფარა ლულას და ჭიდაობით ილეთით ძირს აღმოჩნდნენ, ჭიდაობის დროს მოკლა ეს თავდამსხმელი, იქვე გამოიძახეს მისი ანუ ჩემი მეუღლის კაბინეტიდან მოწმეების თანდასწრებით სასწრაფო დახმარება, მაგრამ საულა ხერკილოვი უკვე გარდაცვლილი იყო ........


ახლაც, როცა ვწერ ზუსტად იმ სიცივეს და ყინულს ვგრძნობ ხელებში, რასაც მაშინ, არც ჯონის თვალები მავიწყდება რაღაცნაირი ნაწყენი იღბალით და არც პირველი სატელეფონო ზარი ჩემი მეუღლის მშრალი და ზარნარევი ხმა "თაკო ადამიანი მოვკალი".


დაჭრილი ჩემი მეუღლე გაიყვანა პარტნიორმა და მეგობარმა ბესო ხარძიანმა, გაუწიეს პირველი დახმარება რამდენადაც შესაძლებელი იყო და ჩაბარდა პოლიციას, სანამ ჩვენება ჩამოართვეს პოლიციაში რამდენიმე საათი გავიდა და ინფექცია შეიჭრა და განგრენაც დაიწყო, ღამე გაუკეთდა ოპერაცია ჩხეიძის ქუჩაზე ტრავმატოლოგიურში ექიმი -ქირურგი გახლდათ ბრწყინვალე პიროვნება მამუკა ქაცარავა, მთლიანად ჩამსხვრეული ხელი-ძვლების ნამსხვრევები ცალ-ცალკე ამოჰქონდათ, მას შემდეგ კიდევ მეორე ოპერაცია ჩაუტარდა ერთი თვის შემდეგ უკვე ღუდუშაურის კლინიკაში, ხელი გადარჩა, მაგრამ ორი თითი გაუქმებული აქვს.


მოკლედ, დავუბრუნდეთ ჩხეიძის ქუჩას….შუაღამეა გაყინულია ჩხეიძის ტრავმატოლოგიური, რეანიმაციაში ჩვენს გარდა კიდევ ერთი მძიმედ დაჭრილია, დედა ადგას თავზე მომვლელად და ვიღაც ორი ბიჭი, სანთლის და ნავთის ლამპის შუქია და მე კიდევ ერთი სანთელი მაქვს, მახსოვს იმ სანთელზე ხელებს ვითბობდი, მახლავს ერთი ადამიანი ძალიან კარგი კაცი, ჯონის-ჩემი მეუღლის დის ქმარი ბენო ქოჩქიანი. მამაჩემი და სხვები -ჩვენი მეგობრები სახლში გავუშვი, აქ რაღა გინდათ ჯონი დილამდე ნარკოზის ქვეშ იქნება თქო..... შუაღამეა საავადმყოფოს კორიდორში ადამიანის ჭაჭანება არ არის, ასე 4 საათი იქნებოდა ბენო შემოვიდა და მითხრა ინფორმაცია მოგვიტანეს რომ აქედან უნდა გაიყვანოთო, რადგან "საულა" ხერკილოვის ხალხი ეძებსო და ეს სრულიად დაუცველი შენობაა და სხვაგან გავიყვანოთ და იქ სვანები დავიცავთო-


-რა? ხომ არ გაგიჟდით, აქ ხომ პოლიცია დგას ასე მითხრეს რომ თითქოს ქვემოთ არიან თქო, ამოვილუღლუღე გაყინულმა, რაზეც პასუხი


მივიღე, რომ არანაირი პოლიცია არსად არ იდგა და ამიტომ კარგი თქო დავემორჩილე.


-ოღონდ თაკო, იცოდე ნახევარი საათი გვჭირდება, შეიძლება ნაკლებიც -მეუბნება ბენო, მოვიყვანთ მანქანას და ბიჭები გავიყვანთ -კარგი, ისევ მორჩილად ვეუბნები... ის ნახევარი საათი მეგონა არ დასრულდებოდა არასდროს, ჯონის საწოლი, რეანიმაციის, ჯონი სადაც იწვა იმ კედლის მეორე მხარეს შევაგორეთ, ახლა ვფიქრობ, რა სისულელე იყო ეს, მაგრამ ასე მეგონა, რომ იმ ნახევარ საათში, როცა ( სანამ) მე მარტო ვიქნებოდი და თუ ვინმე შემოვარდებოდა ჩასაცხრილად ვერ დაინახავდნენ ჯონის და ამით რაღაც წინააღმდეგობა შეხვდებოდათ ( სრული სისულელე იყო ეს, მაგრამ ასე მეგონა რომ გადავმალე ჩემი ჭკუით, იმ დროს ფრიად გულუბრყვილო თუ ინსტინქტების კარნახით)


თქვენ მამუკას და ხართ? მესმის ახლადშემოყვანილი დაჭრილი ბიჭის მეგობრის ხმა


-დიახ- ვუპასუხე,


-ჩვენ ბიჭები ჩვენს ძმაკაცს ვიცავთ დაჭრეს მძიმედ, რაიმე თუ დაგჭირდეთ აქ ვართ, ამ სიტყვებში საოცარი სითბო იყო თანადგომის და მადლობა თქო ვუთხარი, გავუღიმე …..


გავიდა ეს ოხერი ნახევარი საათი თუ საუკუნე და ჩვენი სიძე -ბენოც მოვიდა, მოვიკიდეთ მე და ბენომ ნარკოზის ქვეშ მყოფი ჯონი, რომელიც ვერაფრით ვერ ხვდებოდა რა ხდებოდა, რადგან სულ რაღაც ოთხი- ხუთი საათის წინ ჰქონდა ორსაათიანი ოპერაცია გაკეთებული და რომ იტყვიან “მოვიპარეთ” კლინიკიდან, ჩემი გადაწყვეტილებით სახლში მოვედით ( ვიცოდი რომ სხვა რამ თავად ჯონის არ მოეწონებოდა და ზუსტად ეს იქნებოდა მისი გადაწყვეტილება ) და ორ საათში კი გამოფხიზლდა და მეუბნებოდა რომ მგზავრობა მანქანით მახსოვს, ყველაფერი მესმოდა და სწორად მოიქეცი რომ სახლში ვარ და ვინმეს თუ რამე უნდა მომკითხონო, დასამალი არაფერი მაქვსო, ცოტა უფრო გაღიზიანებული მეჩვენა ჯონი ვიდრე წინა დღეს, მივხვდი რომ მართალი კაცის სიბრაზე იყო წინ წამოსული, რომელიც მხოლოდ თავს იცავდა მოძალადისგან, მხოლოდ თავს იცავდა საკუთარ სამსახურში, თავისივე კაბინეტში


……. ამ დროს რა ხდება ჩვენს სახლთან?!ეს ცალკე ამბავია, ვისაც არ უნახავს სვანების თავყრილობა, ის ვერასდროს წარმოიდგენს რა არის სვანური სამართალი და საერთოდ როგორი დაცვა და გვერდით დგომა იციან სვანებმა “თავისიანის” და თუ ნახეს რომ ის თავისიანი სვანი, სულ მთლად მართალია -ძალიან მართალი კაცია, ჩათვალეთ რომ იგივეა რომ 20 უშბა იდგეს თქვენს სახლთან და 20 მყინვარწვერი ჩამოდგეს, ჩუმად, წყნარად, დინჯად 24 საათიან რეჟიმში მორიგეობდნენ, მე შენ გეტყვი და რომ უთხრა, წადით ოქროებო არ გინდათ თქო, ვინმე დაგიჯერებს თუ რა, ბევრი -ბევრი გიპასუხონ:” მიშკვილადეღ თაკო, ხოჩა ჯონი” ….. ეს ერთ-ერთი მძიმე ეპიზოდია ჩემი ცხოვრებიდან, ასე არასდროს დამიწერია, არ მითქვამს, რომ ეს ჩემი ოჯახის მძიმე ამბავი ჩემთვის აქ არ დასრულებულა, ის დილა, სახლში რომ მოვიყვანეთ ჯონი, კლინიკიდან რომ “მოვიპარეთ”, ასე გაგრძელდა:


ჯონი რომ დავაწვინე და ცოტა გავთბი დედაჩემმა ყავა გამიკეთა -ცხელია გათბებიო, მოვსვი ყავა და მწარე იყო, რაღაც ქინაქინასავით არის თქო ვთქვი, დედაჩემმა მოსვა ჩემი ყავა და -რა გინდა ჩვეულებრივი ყავააო, მერე ჟრუანტელმა დამიარა ფეხებიდან ვგრძნობდი და მერე არაფერი აღარ მახსოვს…… პირველი ბავშვი დავკარგე.


ასე იყო ეს…….


მაგრამ მერე ჩემი ირმა გაჩნდა, დედაჩემის სახელი დაარქვა ჯონიმ, ჩემმა მართალმა კაცმა.


ჰოდა….


მამაჩემის შეგონება მახსენდება:


“ოღონდაც ფრთხილად ძვირფასებო,

ფრთხილად ოღონდაც,

ეს დედამიწა ალმაცერად

გვიმზერს ბებერი,

რადგან ჩვენს შემდეგ დაიწყება

თქვენი გოლგოთა

და აღარავინ არ იქნება

მიმტევებელი”. (ჯ.ჩ)

ფრთხილად ძვირფასებო, ფრთხილად რა თქვენ გენაცვალეთ….✌️"- წერს თაკო ჩარკვიანი სოციალურ ქსელში.







0
343
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
343