სხვა როგორ მოვიშოროთ გულძმარვა რამდენიმე წუთში: საუკეთესო ხალხური მეთოდები გუშინ, 20:05 გულძმარვა უსიამოვნებაა, რომელსაც მთელი დღის გაფუჭება შეუძლია. წვის შეგრძნება მკერდის უკან ბევრისთვის ნაცნობია. ყველაზე ხშირად აფთიაქში გავრბივართ მედიკამენტის ან ანტაციდის საყიდლად. იცით, რომ არსებობს სხვა, მოულოდნელი, მაგრამ ეფექტური მეთოდები ამ დისკომფორტის დასაძლევად? აქ ნახავთ 5 მარტივ, მაგრამ ეფექტურ მეთოდს გულძმარვის მოსაშორებლად. უშაქრო საღეჭი რეზინი უცნაურია, მაგრამ მოქმედებს! ღეჭვა ასტიმულირებს ნერწყვის გამომუშავებას, ნერწყვი კი კუჭის მჟავას ანეიტრალებს. ეს ამცირებს რისკს, რომ მჟავა მოხვდეს საყლაპავში და გამოიწვიოს წვის შეგრძნება. აირჩიეთ უშაქრო საღეჭი რეზინი. ასე თავიდან აიცილებთ კბილების პრობლემებს ან სხვა უსიამოვნებებს. ნერწყვი შეიცავს ბიკარბონატებს, რომელიც ასევე ებრძვის მჟავიანობას. თუ ჭამის შემდეგ გულძმარვამ შეგაწუხათ, ეს მარტივი ხრკი სცადეთ. შვებას იგრძნობთ მედიკამენტების გამოყენების გარეშე. რძე თაფლით რძეს აქვს გარს შემომხვევი ეფექტი, რომელიც იცავს საყლაპავის კედლებს აგრესიული მჟავისგან, ხოლო თაფლს აქვს ანთების საწინააღმდეგო და ანტისეპტიკური მოქმედება. ერთად გულძმარვას სწრაფად და ეფექტურად ებრძვიან.ნარევს არა მხოლოდ დროებითი ეფექტი აქვს, არამედ ამცირებს ანთებას კუჭში, თუ გულძმარვა გამოწვეულია გასტრიტის ან კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სხვა დაავადებით. გახსოვდეთ, რომ ეს არ ანაცვლებს მკურნალობას, მაგრამ შეიძლება იყოს შესანიშნავი გზა დისკომფორტის მოკლე ვადაში სამართავად. პოზა გულძმარვის სიმპტომების შესამსუბუქებლად წინ გადახრა ან ჭამის შემდეგ დაუყოვნებლივ დაწოლა გულძმარვას იწვევს. თუ გრძნობთ წვას გულმკერდში, უბრალოდ ადექით ან გამართული დაჯექი. თავის და ტანის მსუბუქი აწევაც დაგეხმარება მჟავის საყლაპავში მოხვედრისგან. არსებობს პოზა, რომელიც სიმპტომებს ამსუბუქებს: ეს არის მარცხენა მხარეს წოლა. ასე შეამცირებთ საყლაპავის სფინქტერზე ზეწოლას, ხელს შეუშლით მის გახსნას და მჟავის საყლაპავში გადასვლას. თუ გულძმარვა გაწუხებთ, ეს მარტივი და ეფექტური გამოსავალია. კოჭის ჩაი კოჭა არა მხოლოდ სანელებელია კულინარიული შედევრებისთვის, არამედ ძლიერი წამალი გულძმარვის წინააღმდეგ. საჭმლის მონელებას აუმჯობესებს და კუჭის ლორწოვან გარსს ამშვიდებს. კოჭის ჩაი ასტიმულირებს კუჭის წვენის გამომუშავებას და ააქტიურებს საჭმლის მომნელებელ ფერმენტებს, რაც ხელს უწყობს კუჭში მჟავიანობის შემცირებას. ჩაის მოსადუღებლად ახალი კოჭის ფესვი დაჭერით და მდუღარე წყალი მოადუღეთ. თუ გულძმარვა ძალიან სუსტად გაწუხებთ, სასმელი კარგი პროფილაქტიკა გახდება. გახსოვდეთ, ქრონიკული გულძმარვის შემთხვევაში უნდა გაიაროთ კონსულტანცია ექიმთან, რადგან კოჭის ზედმეტმა დოზამ კუჭის გაღიზიანება შეიძლება გამოიწვიოს. სუფრის ძმარი ვაშლის ძმარი ძალიან სასარგებლო შეიძლება იყოს, თუ გულძმარვა გამოწვეულია მჟავის დეფიციტით კუჭში. ამ შემთხვევაში ცოტა ძმარს (1 ჩაის კოვზი ჭიქა წყალში) შეუძლია კუჭის ნორმალური მჟავიანობის სტიმულირება და მჟავას რეფლუქსის თავიდან აცილება საყლაპავში. ეს მეთოდი მოქმედებს იმ ადამიანებზე, რომელთა გულძმარვა უკავშირდება ჰიპომჟავიანობას (კუჭის არასაკმარისი მჟავიანობა). გამოყენების წინ დარწმუნდით, რომ ეს არ გააუარესებს მდგომარეობას, თუ გულძმარვის მიზეზი, პირიქით, მომატებული მჟავიანობაა. ასევე დაგაინტერესებთ: ადამიანების 99% არასწორად ჭამს ფორთოხალს - როგორ უნდა მიირთვათ სწორად? 5 ანთების საწინააღმდეგო სასმელი, რომელიც სურდოსგან დაგიცავთ 3 შემთხვევა, როცა ხარისხიანი წყალიც კი შეიძლება ჯანმრთელობისთვის საზიანო იყოს ძლიერი ნაყენი-ანტიბიოტიკი, რომელიც ორგანიზმში ყველა ინფექციას კლავს. ამერიკელი ექიმის რეცეპტი ეს ერთი შეხედვით უვნებელი ჩვევები თირკმელებს ანადგურებს 184 შეფასება არ არის |