მსოფლიო რომის პაპი საშობაო მიმართვაში მოუწოდებს ყველა ერს გააჩუმოს იარაღი და დაძლიონ განხეთქილება 2024, 25 დეკემბერი, 17:51 პონტიფიკოსის მიმართვა “ქალაქსა და მსოფლიოს" წარმოადგენს იმ უბედურების შეჯამებას, რაც მსოფლიოს წიმაშე დგას წელს. რომის პაპმა ფრანცისკემ ვატიკანში ოთხშაბათს თავის ტრადიციულ საშობაო გზავნილში მოუწოდა ყველა ერს გამოიჩინონ გამბედაობა ამ “წმინდა წლის" განმავლობაში “დააჩუმონ იარაღის ხმები და დაძლიონ განხეთქილება", რომელიც აწუხებს მსოფლიოს, ახლო აღმოსავლეთიდან დაწყებული უკრაინის, აფრიკის და აზიის ჩათვლით. პონტიფიკოსის მიმართვა “ქალაქსა და მსოფლიოს" ემსახურება იმ უბედურების შეჯამებას, რაც მსოფლიოს წინაშე დგას წელს. რადგან შობა დაემთხვა 2025 წლის საღვთო წლის დღესასწაულის დაწყებას, რომელიც მან მიუძღვნა იმედს, ფრანცისკემ მოუწოდა ფართო შერიგებისკენ, თუნდაც “ჩვენს მტრებთან". “მოვუწოდებ ყველა ინდივიდს და ყველა ერს ... გახდნენ იმედის მომლოცველები, გააჩუმონ იარაღის ხმები და დაძლიონ განხეთქილება", - თქვა პაპმა წმინდა პეტრეს ბაზილიკის ლოჯიდან ქვევით ხალხის ბრბოს წინაშე. პაპმა მოიხსენია წმინდა პეტრეს ბაზილიკის წმინდა კარი, რომელიც მან გახსნა შობის ღამეს 2025 წლის საიუბილეო თარიღის აღსანიშნავად, როგორც ღვთის წყალობა, რომელიც “ხსნის ყველა კვანძს, ანგრევს გაყოფის ყოველ კედელს, აქრობს სიძულვილს და შურისძიების სულს". მან მოუწოდა იარაღის გაჩუმებისკენ ომით განადგურებულ უკრაინასა და ახლო აღმოსავლეთში, გამოყოფდა ქრისტიანულ თემებს ისრაელსა და პალესტინის ტერიტორიებზე, “განსაკუთრებით ღაზაში, სადაც ჰუმანიტარული მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა", ისევე როგორც ლიბანსა და სირიაში. მან აღნიშნა, რომ ამ მიზნით დღეს ყველაზე დელიკატური დროა. ფრენსისმა იგივე მოწოდებები გაიმეორა ჰამასის მიერ ისრაელიდან აყვანილი მძევლების გათავისუფლების შესახებ 2023 წლის 7 ოქტომბერს. მან მოიხსენია წითელას სასიკვდილო ეპიდემია კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში და მიანმარის ხალხის ტანჯვა, რომლებიც იძულებულნი გახდნენ დაეტოვებინათ თავიანთი სახლები “უწყვეტი შეტაკების გამო". 2 შეფასება არ არის
|